1

365 13 0
                                    

Flashback:

ჩემს საწოლში გემრიელად მძინავს როცა მესმის ხმა :

-თიკა ადექიი დაგაგვიანდება! - მეძახის ჩემი ძმა.

მის ნათქვამს ვაიგნორებ და ბალიშში თავს უფრო ვრგავ.
მაგრამ ამჯერად ოთახში შემომივარდა და საბანი გადამხადა.

-თიკაა ადექი დაგაგვიანდება და გისაყვედურებენ!

-ალექსანდრეეე შემეშვიი! - საბანი ხელიდან გამოვგლიჯე და თავზე გადავიფარე.

-ადექი დროზე მე მივდივარ და სახლში დროულად დაბრუნდი! - მეუბნება და ოთახიდან გადის.

ძლივს ავდექი საწოლიდან ჩავიცვი და გზად ანანოს დავურეკე, უნივერსიტეტთან დამხვდებოდა და გამოცდებზე ერთად შევიდოდით. გუშინ ბევრი ვიმეცადინე და გვიან დავიძინე.
მე სამედიცინოზე ვსწავლობ მეორე კურსზე ვარ, საკმაოდ მაღალი ქულებით ქუთაისში ვცხოვრობ და თან ვმუშაობ ******* კლინიკაში, საკმაოდ კარგი ხელფასით.

-უნდა აღვნიშნოთ! - წამოიყვირა ანანომ-ძალიან კარგი ქულები გვაქვს! - ამბობს აღფრთოვანებული.

-სახლში უნდა წავიდე ალექსი სადღაც წავიდა და მალე დაბრუნდიო! - ვუპასუხე მოწყენით.

-რა პრობლემაა შენთან წავიდეთ სასმელები ვიყიდოთ და იქ გავერთოთ! - მითხრა მეც დავთანხმდი ყველაფერი ვიყიდეთ და სახლში წამოვედით.
მივედით თუარა ეგრევე მისაღებში დავყარეთ ყველაფერი და ეგრევე სმა დავიწყეთ, ორივეს მაგიდაზე გვეძინა ყველაფერი თავზე გვეყარა და გავიგონეთ როგორ შემოვიდა ვიღაც ოთახში.

-ლოთებოო! - დაიყვირა ალექსიმ და მდივანზე დაჯდა - რაიყო რა გაგიხარდათ ასე გონების დაკარგვამდე რომ დათვერით? - იცინის.

-რომელი საათიაა? - თავი წამოყო ანანომ.

-ზუსტად 3ის 17 წუთია

-რაა? ჩემებისთვის არ მითქვამს-შეიცხადა ანანომ-დედაჩემმა ალბათ უკვე პოლიციაში დარეკა! - ვიცინით სამივე.

ჩვენი სიყვარულის ისტორია!Where stories live. Discover now