~ოცდამეექვსე თავი~

242 29 10
                                    

ქორწილის დღე ადამის სურვილისამებრ, მამის დაბადების დღეს დაინიშნა.

ადამმა მერიდიტის კომპანიის დახმარების იდეაც წამოაყენა, მაგრამ უარი ვთქვი. იმაზე ფიქრი, რომ ჩემი და ყორნისფერ თმიანი მეამბოხეს გეგმები ადამთან ხორციელდებოდა უფროდაუფრო მანადგურებდა.

მერიდიტის ოფისში მძიმედ შევაბიჯე და თანამშრომლებს სუსტი ღიმილით მივესალმე.

- ლილიან, მერიდიტი...

-ჩემი საყვარელი სტაჟიორი მოვიდა.- დამახასიათებელი პოზიტივით წამოიძახა მუდმივად ლამაზად ჩაცმულმა მერიდიტმა და ვინის საუბარი გააწყვეტინა.

-ჩემთან საუბარი გინდოდა?- დაბნეულმა დავიჩურჩულე და ჯერ კიდევ მომღიმარ ვინის ბოდიშის მოსახდელად თავი დავუკარი.

-კი, მაგრამ იქამდე განცხადება უნდა გავაკეთო. -თვალის ჩაკვრით მიპასუხა, თმა თითებით შეისწორა და ხმა ჩაიწმინდა.

-მეგობრებო, ახალი და კარგი სიახლით ვიწყებთ დღეს. -ხმამაღლა წამოიყვირა და ხელები ჩემკენ მომართა.

-ჩვენი ახალი სტაჟიორი, ლილიან გრეი ახლახანს დაინიშნა. მივულოცოთ მეგობრებო და ბედნიერება ვუსურვოთ. - აღფრთოვანებულმა მომღიმარი სახით წარმოთქვა და ოცდაათამდე ადამიანის წინ სახტად დამტოვა.

როგორ უნდა მიმეღო მოლოცვები, თუ საერთოდ არ ვგრძნობდი თავს ბედნიერად?

ჩემ გარშემო შემოკრებილ ადამიანებს ძალით გავუღიმე და მიღებული მოლოცვების შემდეგ მერიდიტს კაბინეტში გავყევი.

-ჩამოჯექი. -სერიოზული ხმით მითხრა და ზურგს უკან კარი ღრჭიალით მიკეტა.

-მერიდიტ რამე მოხდა? მე...

-ადამს ველაპარაკე. შევთავაზე ჩვენ აგვეღო თქვენი ქორწილის ორგანიზება, მაგრამ უარი მითხრა. ეს მას არ გავს და ვიფიქრე პრობლემა შენ გქონდა. რამე ხდება საყვარელო?-მერიდიტის ხმაში გაპარულმა სევდამ თავი ცუდად მაგრძნობიდა.

family portrait(დასრულებული)Where stories live. Discover now