~ოცდამეხუთე თავი~

261 24 9
                                    

ისევ ჰაერში დავრჩი. მისმა დაბრუნებამ ისევ უკან იმ დროში დამაბრუნა, როდესაც სასოწარკვეთილი გამოსავალს ვეღარაფერში ვხედავდი.

თუ დედა მართლა მატყუებდა? თუ ზეინი მართალი იყო? ადამის გულის გატეხვა არ მინდოდა. არ მინდოდა მასაც იგივე ეგრძნო, რაც მე გამოვიარე.

ყველაფრის სურვილი დავკარგე. როგორც ვვარაუდობდი ყორნისფერ თმიანი მეამბოხეს ერთმა გამოჩენამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ექვს თვიანი საიდუმლო გატეხა და დედის მიმართ ეჭვი გამიჩინა.

რა უნდა მეთქვა დედასთვის, თუ მართლა მისი და ჯეფრის უსიამოვნების გამო დავკარგე ნამდვილი ოჯახის წევრი, მეგობარი და შეყვარებული?

გონება გამოჭედილი მივადექი ახალ სახლს და გაუბედავად შევაღე კარი.

სახლში დაბუდებული სიჩუმე მარტოობას წინასწარმეტყველებდა.

-დედა! -დავიყვირე და სიჩუმეში ჩაფლულ სახლს თვალი მოვავლე. სიცარიელეში გავარდნილი ხმა ცივ კედლებს პარაზიტივით მოედო და უნან უპასუხოდ დამიბრუნდა.

სახლში არ იყვნენ.

ახალ პრობლემებში ჩაფლულმა იმის გააზრებაც კი ვეღარ შევძელი კარგი იყო თუ არა დედასთან მომავალი იმედგაცრუებით სავსე დიალოგის გადადება.

კუთვნილ ოთახში დაბრუნებულმა უინტერესოდ მოვავლე თვალი ოთახს და ემოციების ახალი ტალღა მივიღე, როდესაც ჩემ ლოგინზე ჭკნობისთვის განწირული ფერდაკარგული ლილიანი დავინახე.

ნაცნობმა სურნელმა გამაბრუა და იმ მოგონებებში გადამაგდო, რომლის დავიწყებასაც ამდენი ხანი ვცდილობდი.

ვგრძნობდი, რამდენად მიახლოვდებოდა წარსული, რომელიც ნელ-ნელა მთლიანად ანადგურებდა მთელ ჩემ ახალ ცხოვრებას.

ლოგინზე დასვენებულ ყვავილს ისე მივუახლოვდი თითქოს მისი გადარჩენა შემეძლო.

family portrait(დასრულებული)Where stories live. Discover now