~მეცხრამეტე Თავი~

279 26 34
                                    

არ ჰქონდა მნიᲨვნელობა, რამდენად Ძლიერად მინდოდა ადამის ცემა მხოლოდ იმისᲗვის, რომ ლილიანᲗან ერᲗად აპირებდა წასვლას. რამდენადაც არ უნდა მდომებოდა მისი დარჩენა ეს აუცილებელი იყო.

ამდენი წლის შემდეგ ორივემ ისე ვატკინეთ ერთმანეთს, არ ვიცოდი, როგორ გავაგრძელებდი ცხოვრებას.

-მას თუ ოდესმე გულს ატკენ...

-დამშვიდდი მეგობარო. მსგავს საკითხებზე მასთან არ იდარდო, ვისაც ამ გრძნობის არ სჯერა. ლილიანი მხოლოდდამხოლოდ ჩემი პაციენტია.

საუბარი უდარდელი ღიმილით გამაწყვეტინა და ხელში მომარჯვებული კონვერტით დაიძრა ქეითისაკენ.

შორიდან, კუთვნილი ტკივილით დამუნჯებული თვალს ვადევნებდი უცნობი ექიმისა და იმ ქალის საუბარს, რომლის დამსახურებით ამ მწარე, მაგრამ ყველაზე ძლიერი გრძნობებით გაჟღენთილ გზას ვედექი.

ადამმა პროფესიონალური, მომნუსხველი ღიმილით გადააბარა ქეითს ლილიანის წერილი და მხარზე თანადგომის ნიშნად ხელით მიეფერა.

***

რეანიმაციის წინ უსიტყვოდ ვისხედით.

საბედისწერო წერილით ხელში, ქეითი თვალის დაუხამხამებლად შეჰყურებდა მინის მიღმა ნატანჯ სხეულს და სახეზე აკრული უსიცოცხლო გამომეტყველებით ცდილობდა უკანასკნელი იმედები მჭიდროდ დაეჭირა.

მისი მადლიერიც კი ვიყავი, მხოლოდ იმიტომ რომ არ მთხოვდა მის ოჯახს მოვშორებოდი.

ლილიანის დაკარგვის მიუხედავად არ მინდოდა მისი სიცოცხლის გაშვება.

ჩემში სადღაც ღრმად შემორჩენილი ოპტიმისტი ბიჭი ჯიუტად ოცნებობდა ბავშვობის სიყვარულთან დარჩენილი სიცოცხლის გატარებაზე და ამით არც მე მაძლევდა მოსვენებას.

დრო მტანჯველად მიიზლაზნებოდა და თითოეული ამოსუნთქვისას მახსენებდა, რამდენად საზარელი იყო ცხოვრება მისი ღიმილის, შეხების, კოცნისა და სურნელის გარეშე.

family portrait(დასრულებული)Where stories live. Discover now