~მეხუთე თავი~

563 51 58
                                    

არ ვიცი, როგორ მოვაშორე მზერა იმ ძველებური ბოროტებით ანთებულ თვალებს, რადგან გონს მოსულმა კუთვნილ ოთახში ამოვყავი თავი.

უცნაურ შიშს, დაბნეულობას და რაღაც ახალს, უფრო შემზარავს უკვე შემოეღწია ჩემ გულში და გამაწვრილებელი სიჩუმით სულს მიფორიაქებდა.

ლოგინზე დაბნეული და შოკირებული ფრთხილად ჩამოვჯექი და ერთ წერტილს მიშტერებულმა, თავიდან გაცოცხლებული მოგონებების ყურება დავიწყე.

ვგრძნობდი რამდენად უცნაურ სიტუაციაში ამოვყავი თავი და არ ვიცოდი რა მომემოქმრდა.

ჩემი უკანასკნელი დარჩენილი მეგზური, მამაჩემის მკვლელის და ჩემი არეული ცხოვრების საწყისის შვილი იყო.

-ლილ,ლილ. კარი გააღე სასწრაფოდ.

აღელვებული ზეინის ყვირილმა და კარზე ხელების ბრახუნმა მაიძულა მისთვის წამოვმდგარიყავი.

ღრმად ჩასუნთქვისა და ემოციების კარგად შეფუთვის შემდეგ, საკეტი ნელა გადავტრიალე და ისე გამოვბრუნდი ყორნისფერ თმიანი მეამბოხესთვის კარი არ გამიღია.

-ლილ.

მისი ხმა მალევე შემოიჭრა ოთახში, მაგრამ ამჯერად აღარ იყო ისეთი ხალისიანი. თითქოს ოთახში შემოსულს სულ სხვა გარემოება დახვდაო.

დამძიმებული დაიძრა ჩემკენ და შეწუხებული სახით დაიკავა ადგილი ჩემ პირისპირ.

-ვიცი ასე რატომ ხარ.

მისმა მშვიდმა და გაწონასწორებულმა ხმამ დამაბნია. დამფრთხალი თვალებით სასწრაფოდ ავხედე და შეშინებულმა საყვარელ თვალებში იმ ეჭვის ამოკითხვა ვცადე, რომელიც თავადვე გამიჩინა.

-რა? _ძლივს ამოვილუღლუღე.

-როგორ გეგონა რომ მას მარტო გავყვებოდი? აქ მარტო არასდროს დაგტოვებ!

თბილი, ბავშვური ღიმილით გაიღიმა და მის ხელებში შებოჭა ჩემი სახე.

family portrait(დასრულებული)Dove le storie prendono vita. Scoprilo ora