pxq forever

796 104 118
                                    

კასაბლანკაში ჯოჯოხეთის მსგავსად ცხელოდა, საბედნიეროდ. თავი სახლში ვიგრძენი... და მაინც, ყველას ეუცნაურებოდა ჩემი გრძელი, მაქმანებიანი კაბა... ვერაფრით ვხვდებოდი, რა უკვირდათ?! დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობდი, არჩევნის თავისუფლებას უნდა ებატონა, წესით!

- ჯი, გაიხადო, იქნებ... - სიცილს ვერ იკავებდა თეჰიონი, რომელსაც წყლის წვეთები წურწურით გასდიოდა - ალქაჯივით გამოიყურები მაგ ქუდსა და მოსასხამში!

- მე ისედაც ალქაჯი ვარ, კიმ! - ვიუკადრისე მისი სიტყვები - ახლა გაიგე?!

- არა, მაგრამ...

დამღალა, ამიტომ თითის ერთი მოძრაობით ჩავაპირქავე სილაში და სიმშვიდით ტკბობა განვაგრძე.

- ღმერთო, მრისხანებას ვერ ელევი! - ოქროსფერი ქვიშის ნაწილაკებს სათითაოდ იშორებდა - მოეშვი და დღევანდელი დღით ისიამოვნე!

- ვისიამოვნებდი, რომ მაცდიდე! - დავიწუწუნე და ჰორიზონტს გავხედე, სილურჯე ცას ყლაპავდა, კიმის თვალები კი - მე.

- "გთხოვ, დამიბრუნდი კასაბლანკაში, მე კვლავ აქ გელი... - ჩაიღიღინა და სიგარეტს მოუკიდა - რადგან ძლიერ მიყვარხარ, ძვირფასო... დღითიდღე უფრო და უფრო მეტად..."

ღიმილი ვერ შევიკავე. ის არ ჰყოფნიდა, მაროკოში რომ გადამკარგა?!

- თეჰიონ, შენ მე გამაგიჟებ... - წითელთავიანი ღერი გამოვართვი - ბოლოს მომიღებ, რა გინდა ჩემგან?!

- მმმ... რომ გითხრა, გამაქრობ, ალბათ... - ტუჩი სასაცილოდ მოებრიცა.

- გაბედე, სითამამეს ვაფასებ, ხომ იცი... - შევაგულიანე ჩემებურად - შენს ხასიათს შევეგუე, ამაზე უარესი რა უნდა იყოს?!

- მოკლედ, აი, რას გეტყვი... - ღრმად ჩაისუნთქა ოკეანიდან მონაბერი ჰაერი - როცა ჯადოქრების სკოლაში წავალ... - ქურდულად გამომხედა - მინდა, რომ გამომყვე. ვგულისხმობ, როცა ყველაფერს დავასრულებ, ასე, ორი ათას ოცდაოთხი იქნება, არა? არც ისე ბევრია... შენ ახალგაზრდა ხარ... მეც... თუ არ მოგბეზრდება, ვიფიქრე... ხვდები, არა?! შეგიძლია, გვარი დაიტოვო! ელიოტი კარგად ჟღერს და მეც არ მაწუხებს...

- მერე, ნაომი?! - ხმა მითრთოდა, ხელის გულები კი საშინლად მიოფლიანდებოდა... ადამიანივით.

- ჯანდაბას ნაომი, მე შენ მიყვარხარ!

- თეჰიონ...

- ორქიდეების სასახლეს გაჩუქებ, ოღონდ წამოდი...

"გაჰყევი, თუ ამას გული გკარნახობს, გაჰყევი!
ბავშვი ხომ არ ხარ კვლავაც დაგსაჯო?!
ოთხი წლის შემდეგ შევხვდებით, პატარავ, გაჰყევი თეჰიონს...
ზოგჯერ, ალბათ, დედებიც ცდებიან... ჯანდაბას ის სხვა..."

ზეცამ შეისრუტა ჩემი გრძნობები და კასაბლანკაში ყვავილები პირველად გათოვდა . ხალხი ბედნიერი იყო.

და ბედნიერი ვიყავი მეც...

***
"გასრულდა ესე ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა..."

ან ყველაფერი იმ დღეს დაიწყო.

ორი დეპეშა მივიღეთ.

პირველი - კიმებისგან.

"აქ უკვე ზარები რეკენ, ძვირფასებო! გლოცავთ და გიხმობთ ჩვენსას, ცხრა მთას იქითა სამეფოში... მოდით, მიიღეთ კურთხევა, რათა სიმშვიდე ჰპოვოთ მუდმივ ქაოსში... ისე, როგორც მხოლოდ ჩვენ, დიად ჯადოქრებს შეგვშვენის! სიყვარულით..."

მეორე, მელნისფერ კონვერტს მისანთა კომიტეტის ხელმოწერათა ჯარი ამშვენებდა.

ფურცელზე კი თეჰიონის, ჩემი ცხოვრების პროტაგონისტის საუნივერსიტეტო ზედმეტსახელი ამოეტვიფრათ ბეჭდური ლათინურით:

Peter Quinn

დასასრული

პროტაგონისტი (დასრულებული)Where stories live. Discover now