Waiting for pxq

673 108 54
                                    

პირველი, სამსაათიანი გაკვეთილის შემდეგ მხოლოდ მოწაფის გადაღლილი თვალები შემრჩა ხელში.

- კარგი, დავასრულოთ... - ამოვიხვნეშე უკმაყოფილოდ.

- ხვალ რომელ საათზე მოხვალთ? - მკითხა და თავი მაგიდაზე ჩამოდო.

- დილით. - ვუპასუხე უცერემონიოდ.

- ადრე ვერ ვდგები, მასწავლებელო...

- ეს რა წოდება მოიფიქრე?! - გამეცინა ტიტულზე - ათზე ფეხზე დამხვდები, თან აუცილებლად...

- ვერა, უშანსოდ ხართ!

მასთან კამათს არც ვაპირებდი. წიგნები ავიღე და კიბეს ავუყევი ზედა სართულისკენ.

- თორმეტზე მოდით! - მომაძახა მან, მე კი რესტორნის კარი მივუჯახუნე.

იმ ღამით ბევრს ვფიქრობდი გონების, დროის, სივრცის მართვასა და თეჰიონის უნარებზე. არ ტყუოდა, როცა მითხრა, რომ არაფერი იცოდა. სულელი ბავშვი.

ძილიდან სიფხიზლემდე გავწელე დრო და უთენია გავახილე თვალი. ვერაფრით მოვისვენე, მზესთან ერთად დავდგი ფეხი მიწაზე.

პიონებიან აბაზანაში ჩავესვენე და კიმების ოჯახი წარმომიდგა თვალწინ. შარლატანთა გვარი... უძლიერესნი და უსამართლონი - აი, როგორები იყვნენ ისინი. სიამაყეს დაებრმავებინა მათი ქალები, კაცები კი - დიდებას. ერთადერთს ვერ ვხვდებოდი - რატომ არ დადეს მთელი ფსონი საკუთარ სისხლსა და ხორცზე?!

ტვინი ამიდუღდა.

ზუსტად ათ საათზე რესტორან "ბანოვანთან" ვიდექი და წითელთავიან სიგარეტს ვაბოლებდი. თეჰიონი არსად ჩანდა... სასწრაფოდ დავიადე ტელეფონი. ძილდამფრთხალმა მიპასუხა:

- გისმენთ, მემ...

- ვგონებ, გასაგებად ვერ აგიხსენი, რომ მე მხოლოდ საკუთარი წესებით ვხელმძღვანელობ, არა? - ხმაში მრისხანება ჩამეღვარა - შენი აზრით, დროის ხურჯინით დავმოგზაურობ ქუჩა-ქუჩა?! მიპასუხე!

- არა, მემ...

- ახლავე აქ გაჩნდი!

- ვერა, მემ, ერთ საათზე მეტი დამჭირდება...

- თეჰიონ, - ღრმად ამოვისუნთქე - გახსოვს "სივრცის მართვის" შესავალი?

- ვწუხვარ, დამავიწყდა...

- ღმერთო ჩემო, რა გჭირს!

- ვიცვამ უკვე... - დარწმუნებული ვარ, მობილურს მხრით იჭერდა - თუმცა, სანამ გამითიშავთ, რაღაც უნდა გითხრათ...

- მაგალითად?

- დამესიზმრა, რომ ჩემზე ფიქრობდით!

- რა თქვი?! - კინაღამ ნერწყვი გადამცდა.

- ვგულისხმობ, გაინტერესებდათ რატომ არ მაქცევენ ყურადღებას მშობლები სათანადოდ...

დამბლა დამეცა კინაღამ.

- დარწმუნებული არ ვარ, რომ მართლაც გინდა იცოდეთ, მაგრამ მაინც გეტყვით: ჩემ გარდა მათ ათი საზრუნავი ჰყავთ სახლში - ათი სხვა კიმი. მე მხოლოდ მესამე ვარ!

უცნაურად ვიგრძენი თავი. ერთი გაკვეთილი - და თეჰიონი უკვე საკუთარი მასწავლებლის გონებაში დაძრწოდა... ზედმეტი ცდის, გარჯის გარეშე...

- გესმით ჩემი?!

- ჰო, მესმის... მალე მოდი. - მეწამულ ღილაკს დავაჭირე თითი.

სიტყვა "უნიჭო" ვახსენე ამას წინათ, გახსოვთ? შევცდი, აშკარად. მე მერგო პატივი მეურთიერთა პატრონთან უიშვიათესი ტალანტისა, რომლის შესახებაც ამ უკანასკნელმა ჯერ კიდევ არაფერი იცოდა...

პროტაგონისტი (დასრულებული)Where stories live. Discover now