Lover of pxq

396 91 23
                                    

მეგობარო, რა გეგონა... გეტყოდი, ყველაფერი გამოვიდა-მეთქი?
ფიქრობ, ადვილია დროსა და სივრცეში გადაადგილება?!
ნუ განსჯი ჩემს მოწაფეს მკაცრად!
შენ არ იცი რამხელა ძალისხმევის ფასად ვიხილე თეჰიონის დაბადება, პირველი ცრემლი და უფროსი კიმის თვალები, როცა ვაჟი ხელში აიყვანა...

- სულ ეს იყო?! - უკმაყოფილოდ ამოვიხვნეშე და ფეხზე წამოვდექი - გირჩევ, საათები გადაითვალო თხუთმეტ აგვისტომდე, რათა როცა გამოცდის დღე დადგება... - იისფერი შლაპა გრაციოზულად დავიხურე - მარცხს ვაჟკაცურად, მოთქმა-გოდების გარეშე შეხვდე!

და დავტოვე მხრებჩამოყრილი.

***
წარმატებული მცდელობის შემდეგ კმაყოფილი დავბრუნდი სახლში, სავარძელში ჩავესვენე და ჟასმინის ჩაის შევექეცი. სეზონს მნიშვნელობა არ ჰქონდა, მართლაც. ის გემო, განურჩევლად ტემპერატურისა, სხეულის თითოეულ უჯრედს წვდებოდა და სიცოცხლის ხალისს მიბრუნებდა.

"და თეჰიონს რომ სატრფო ჰყავს?!"

ლამის ხელიდან გამივარდა ფინჯანი.

"ქერათმიანი, თაფლისფერი თვალებით..."

არ ვაპირებდი ეგოსთვის მოსმენას.

"შენზე მშვიდია, უფრო ადამიანური..."

მაგრამ არაფრით ჩუმდებოდა.

"გავიგე, რომ კარგად უკრავს ფორტეპიანოზე"

მე კი...

"და კიმებს ძალიან მოსწონთ..."

ჰო, თუმცა...

"შორს დაიჭირე თავი იმ ყმაწვილისგან... ის სხვას ეკუთვნის, გერტრუდის, სხვისი სიყვარულია..."

დედამ ყოველთვის უკეთ იცოდა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი.

***
- როგორ ხართ? - უხალისო ღიმილით მომეგება კარში და კიბისკენ გამიძღვა.

- როგორც ვარ ხოლმე, შენ? - რიტორიკულად ჟღერდა.

- მეც. - გრძელი შარვალი დაიფერთხა და სკამზე ჩამოჯდა - წყალს დალევთ?

- რატომღაც არ მინდა. - ვუპასუხე ისე, რომ არც კი შემიხედავს - სამი დღე დაგვრჩა, ალბათ, გახსოვს...

- არ მაძლევთ საშუალებას, რომ დამავიწყდეს! - თვალები ჭერს მიაპყრო.

- სწორედ ამიტომ ვარ აქ! - ცალყბად ჩავიღიმე და ფეხები გადავაჯვარედინე.

- გუშინ გვიანობამდე ვმეცადინეობდი, რომ იცოდეთ...

- მაგალითად, საღამოს რას აკეთებდი? შეგეძლო ადრე დაგეძინა და ამოღამებული თვალებით არ დამხვედროდი!

- ნაომისთან ერთად ვიყავი, ვსეირნობდით...

- ნაომი ვინაა?!

- ჩემი შეყვარებული.

- აჰ... შეყვარებული...

მინდოდა მეთქვა:
"ხელს გიშლის."

"მიატოვე."

"ყველაფერს
მოგცემ,
ოღონდ
მე
დამელაპარაკე
მხოლოდ."

თუმცა არაფერი მითქვამს.

პროტაგონისტი (დასრულებული)Waar verhalen tot leven komen. Ontdek het nu