Thoughts about pxq

357 88 12
                                    

სახლში დაბრუნებულმა ვერც კი შევამჩნიე, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დამრჩა "ბანოვანთან".

გული, ალბათ?! რა პათეტიკურად ჟღერს...

ზრდასრული ქალბატონივით უნდა მოვქცეულიყავი, ცხოვრება უწინდებურად გამეგრძელებინა და მარტოობას მედგრად შევხვედროდი, მაგრამ იმ წუთას უბრალოდ მერჩივნა, ეშმაკს ჩაეყლაპა დედამიწა, ვიდრე თეჰიონს ნაომის გვერდით ესეირნა საღამოობით...

რა ჰქონდა მას განსაკუთრებული?!

საშინლად დავსუსტდი.

სასოწარკვეთილი პირქვე დავემხე და ავტირდი, სრულად ამოვიშრე თვალები, ფილტვებს ჰაერი წავართვი...

ღამეც გავტეხე.

არაფერი მსურდა.

თითქმის არაფერი...

თეჰიონის ბედნიერების გარდა.

პროტაგონისტი (დასრულებული)Where stories live. Discover now