Tired of pxq

449 98 13
                                    

- მასწავლებელო, ხვალ საღამოს რომ მოხვიდეთ, შეიძლება? - მკითხა მეხუთე გაკვეთილზე - გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა და...

- არა, - სწრაფადვე მივუგე - ხვალ ჩემი იუბილეა, ამიტომ გეგმები მაქვს, თეჰიონ.

- აჰ... - კალამი საფეთქელზე მიიბჯინა - მაშინ, ჩავაგდოთ ეს ერთი...

- არავითარ შემთხვევაში, ისედაც დროში ვიწვებით, ათიოდე დღე დარჩა გამოცდამდე, რაზე ფიქრობ?! - ძველებურად გავწიწმატდი.

- გთხოვთ, არ დაიწყოთ ისევ...

- ამას მე ვწყვეტ!

- უბრალოდ ვიმეცადინოთ...

- საერთოდ გაინტერესებს საკუთარი თავი?!

- "სივრცე უკიდეგანოა... - სრულად უკუაგდო ჩემი სიტყვები და თხრობას მოჰყვა - რთულია, იპოვო მისი საზღვრები, თუმცა, თუ ერთხელ აღმოაჩენ, აღარასოდეს დაგავიწყდება..."

- განაგრძე...

- მმმ... - წარბი შეკრა - დამავიწყდა...

ჩემი მოთმინება ბეწვზე ეკიდა.

- ქაოსზე მითხარი რამე. - ვცადე საქმე გამემარტივებინა.

- "მისანმა ქაოსში უნდა ჰპოვოს სიმშვიდე..." - ტუჩზე ტკივილამდე იკბინა - ოღონდ, როგორ... ეს არ ვიცი...

- რა იცი, საერთოდ... - მაგიდის კიდეს მივაშტერდი.

- ხვალისთვის ვისწავლი, გპირდებით! - წიგნი მიიხუტა - ოღონდ ახლა არ გაბრაზდეთ... მშობლებს ნუ ეტყვით...

- თვრამეტის ხარ, აცნობიერებ? - თვალი გავუსწორე მის მზერას - შენი ტოლები ადრე ჯარში უშვერდნენ გულს ტყვიებს... და შენ სახელმძღვანელოს მესამედიც კი ვერ წაიკითხე!

- რა ვქნა, მასწავლებელო...

რა უნდა ექნა, მართლაც. ერთი მდიდარი, გათამამებული ბიჭი იყო მხოლოდ.

პროტაგონისტი (დასრულებული)Where stories live. Discover now