Part 8

12 1 1
                                    


მოსკოვის დროით დილის ცხრა საათი იყო.ჯენი საძინებლიდან ჩუმად გამოვიდა და იმ იმედით რომ თეჰიონს ჯერ კიდევ ეძინებოდა,სამზარეულოში შეიპარა.მაცივრის გვერდით იატაკზე მოკალათდა და ახლად გამოღებულ იოგურტს შეექცა. ესიამოვნა.მაგიდაზე აიპოდი დარჩენოდა თეჰიონს.ჯენი ბავშვივით გაახარა აღმოჩენამ.ყურსასმენები იმის საშუალებას მისცემდა თეჰიონი არ გაეღვიძებინა და თან პარალელურად მუსიკით დამტკბარიყო.

 არიანა ჯადოქარივით შეიჭრა ჯენის ქვეცნობიერში და გამოაცოცხლა.გოგონამ აიპოდი შორტში ჩაიმაგრა,წამოდგა და რითმებს აჰყვა,ვაუ არაჩვეულებრივად ირხეოდა მისი ტანი,ფეხები ტვინს აღარ ემორჩილებოდნენ ... ბრეიკის გაკვეთილები გაახსენდა,მაშინ მაგრად გამოსდიოდა.ეხლაც სცადა იმ ილეთების გამეორება.შინაგანად ორგანიზმი აუხურდა და იგრძნო როგორ დაეუფლა მის "მეს" თავისუფლების გრიგალი,აიტაცა და სადღაც გადააგდო.

ჯენის მოეჩვენა რომ ეს კოხტად მოწყობილი კედლებიც კი ეცეკვებოდნენ.ორი თითი ტუჩთან მიიტანა ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ვითომდა დამსწრე საზოგადოებას და მკვეთრი ბრუნით კარებისკენ შემოტრილდა.უცებ შეცბა,აწითლდა,იქ თეჰიონი მდგარიყო და გაღიმებული ტაშს უკრავდა.ჯენიმ ყურსასმენები გამოიძრო და თავის გასამართლებლად წაილუღლუღა:

–ისა მაგიდაზე იდო,იცი,უკიცრავად არ უნდა ამეღო,უბრალოდ სიმღერის მოსმენა მომინდა და..

თეჰიონმა ტუჩებთან თითი მიიტანა "ჩუუო" და იქვე მდგარ ცენტრზე კნოპკას თითი დააჰკრა. ვალსის სასიამოვნო მელოდიის ფონზე,ჯენის მიუახლოვდა,გოგონამ იგრძნო როგორ შეეხო ზურგზე ბიჭის მკვრივი კაცურად დაკუნთული ხელი და ორი სხეული როგორც ერთი მთელი ისე დატრიალდა სამზარეულოს ცენტრში.ჯენი ვერ გრძნობდა როგორ ან რამდენ ხანს ცეკვავდნენ..ის თეჰიონის თვალებში ჩაძირულიყო...ეხლა მხოლოდ ორნი იყვნენ ამ ქვეყნად და ყველაფერი სხვა მეორე ხარისხოვანი გამხდარიყო მისთვის.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Aug 12, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

უცნაური სიყვარულიWhere stories live. Discover now