part 3

18 2 0
                                    


ხატების წინ ოთახში ლამაზ ქალს მუხლი მოედრიკა და გულხურვალედ ლოცულობდა.ცდილობდა ფიქრები ერთი კუთხით წარემართა.გონება და გულისთქმა ეხლა,მხოლოდ უფლისკენ ჰქონდა მიპყრობილი.
–უფალო,შენ გადამირჩინე ჩემი შვილი,შენ დაიცავი და აშორე ყოველგვარი უბედურება ,შენ გადააფარე კალთა ყველა იმას ვისაც დახმარება სჭირდება.ნუ დაგვსჯი უფალო,ნებსით თუ უნებლიეთ ჩადენილი ცოდვებისათვის!
ქალი აგრძელებდა ლოცვას.პარკეტზე წვეთებად აჩნდა მარილიანი ცრემლების ნაკვალები.
რკინის კარი მძიმედ გაიღო.მამაკაცი ოთხაში უნდა შესულიყო,სადაც ცოლი ეგულებოდა,მაგრამ რა გაიგონა,ლოცვის ხმა ,არჩია დალოდებოდა ,სანამ ლისა უფალთან საუბარს დაასრულებდა.
ჯონქუქი ძალიან განერვიულებულიყო.არ მოელოდა თავს ასეთი უბედურება თუ დაატყდებოდა.ერთადერთი ქალიშვილი,ვისთვისაც ცოცხლობდა ეხლა განსაცდელში იყო.ათი საათი გასულიყო გატაცებიდან.ულტიმატუმი უკვე წამოეყენებინათ გამტაცებლებს.

ჯონქუქი თავიდან არ აღელვებულა ,როდესაც მომხდარის შესახებ აცნობეს.ამაზე უფრო რთული სიტუაციებიდან გამომძვრალან ღვთის მადლით,მაგრამ ბანდის უფროსის ვინაობამ თავზარი დასცა და ძველი მიჩქმალული ჭრილობა თავიდან გაუხსნა.
თეჰიონი სულ პატარა ახსოვდა.ერთ დროს მამამისთან მჭიდრო მეგობრობა აკავშირებდა.შემდეგ კი მოხდა ის რის გახსენებაც ჯონქუქისთვის ძალიან მტკივნეული იყო.ქაი მკვლელობისთვის დაიჭირეს.ჯონქუქი მაშინ სამმართველოს უფროსი იყო ,მან მოაწერა დაპატიმრების ოქმსს ხელი.შეეძლო წინასწარ გაეფრთხილებინა ქაი და გადაემალა,მაგრამ ეს ვერ გააკეთა ,სინდისმა ,პასუხისმგებლობამ და გარდაცვლილის ახლობლების სისხლიანმა თვალებმა აიძულა მეგობარისთვის მიესღო ის რასაც იმსახურებდა.ყველაფერი უკუღმა დატრიალდა.ქაის საქციელს მისი ცოლის გარდაცვალება მოჰყვა,საცოდავმა ქალმა ნერვულ შეტევას ვეღარ გაუძლო.ქმარი ცოლის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში ტუბერკულოზით მიიცვალა.ჯონქუქს გაახსენდა როგორ ეძებდნენ პატარა ბიჭუნას,მაგრამ ამაოდ თითქოს ცამ ჩაყლაპაო,და უგზო უკვლოდ დაკარგულად ჩათვალეს.

უცნაური სიყვარულიWhere stories live. Discover now