part 1

25 2 0
                                    

ფანჯრიდან შემომავალ მზეს ოთახი სასიამოვნოდ გაენათებინა.კოხტად მოწყობილი ოთახი მზის შუქზე უფრო მყუდრო ჩანდა.ჯენის უკვე გაღვიძებოდა ,ცალი თვალი გაეხილა და მზეს უღიმოდა.

მოდით, მოკლედ გეტყვით ჯენის დახასიათებას..
ის ოცი წლის ,მშვენიერი შესახედაობის მქონე გოგონა იყო,გარეგნობასთან ერთად ღმერთს მისთვის ფაქიზი და სათუთი სული მიეცა.ის იმ გოგოების კატეგორიას მიეკუთვნებოდა ბავშვობიდან ჯერ კიდევ, რომ არ გამოსულან და სამყარო ზღაპარივით მშვენიერი რომ ეჩვენებათ.
ჯენი დამამთავრებელ კურსზე იყო ,ბაკალავრის დიპლომის დაცვის, შემდეგ მშობლები მაგისტრატურაში სასწავლებლად საოცნებო ამერიკაში უპირებდნენ, ნათესავებთან გაშვებას .გოგონა მომავალს იმედით შეჰყურებდა და სიხარულისგან ხანდახან ტანში შეაჯრჯოლებდა ხოლმე.კბილებს დაკრეჭდა და ისე ყურის წამღებად დაიყვირებდა ,კაცს ეგონებოდა რაღაც უბედურებას გადაეყარაო ,არადა ეს ჩვევა გოგონას უზღვავო სიხარულის მაჩვენებელი იყო.

ჯენის ოჯახის სიმდიდრე და ფუფუნება მამის ჯონქუქის დამსახურება იყო. ჯონქუქი შინაგან საქმეთა სამინისტროში დიდ თანამდებობაზე იყო .ბუნებით პატრიოტი კაცი ძალ–ღონეს არ იშურებდა სამშობლოს დასახმარებლად.ჯონქუქს და ლისას ბავშვი დიდი ხანი არ უჩნდებოდათ.ბოლოს მკურნალობამ თუ უფლის კეთილმა ნებამ შედეგი გამოიღო და ოცწლიანი ცოლ–ქმრობის შემდეგ ოჯახში ულამაზესი გოგონა დაიბადა.ჯენი ბავშვობიდან აკვირვებდა მშობლებს და ახლობლებს ნიჭით , მკაცრი და ჯიუტი ხასიათით.ბავშვური სახის მიღმა თავის თავში დაჯერებული ადამიანი იმალებოდა.

ჯენი წამოხტა .სახლში სიჩუმე იყო როგორც ყოველთვის.დედა მთავარი მორიგე იყო და სახლში ,რაც ჯენი წამოიზარდა,იშვიათად იყო ხოლმე .მამაც სამსახურში ეგულებოდა გოგონას.ჯენიმ სწრაფად აიდუღა ყავა ,ლაითად წაიხემსა და საძინებელში გავარდა.ნახევარი საათის შემდეგ ბოლო მოდაზე გამოპრანჭულმა გოგონამ სახლის კარი გაიხურა და უნივერსიტეტისკენ ბედნიერი ღიმილით გაემართა.

ვინნ იფიქრებდა,რომ ეს ლამაზად დაწყებული გაზაფხულის დილა ჯოჯოხეთად გადაექცეოდა გოგონას.....

-----------------------

მოგესალმებით მკითხველო 

ეს ჩემი პირველი ფიკია იმედია მოგეწონებათ ..

<3 :) 

უცნაური სიყვარულიحيث تعيش القصص. اكتشف الآن