~•მეოთხე•~

Start from the beginning
                                    

— ს... სად?...— დარცხვენილმა ვკითხე... ისე რომ თმით სახე დავიფაფე და ჯონქუქს გავხედე...

ჯკ— სად და შენი საწოლის ქვეშ... რაც ვერ დატიე კიდე... საწოლზე დაიყარე და ჩაეხუტე...

— მეც არ გამიკვირდა არეული ოთახი რატომ მქონდა?...— ჩავიბუტბუტე და სირცხვილ მორეულმა თმები ავიჩეჩე...— სანამ დროა კიდევ მითხარით რა ჩავიდინე...

შგ— არ შემიძლია მე ამას ვერ ვეტყვი...— ჩაიხვნეშა და თავი ჩახარა...

— მოიცა... რაღაც ისეთი ჩავიდინე რომ ჩემი ცინიკოსი ძმაც კი ვერ მეუბნება?...

ჯკ— კი... რადგან ყველაფერი მოვყევი ამასაც მოვყვები... ნუუ მოკლედ... ვიღაც ლუკასს... ნუ თუ არ ვცდები შენი ყოფილია... დაურეკე და მთელი სანათესაო აგინე... მაგითაც არ დაკმაყოფილდი და შენს ამერიკელ მეგობრებს დაურეკე და უთხარი რომ ლუკასმა მიგატოვა და მაგრად ეცემათ... გეფიცები ძლის გამოგგლიჯეთ ტელეფონი ხელიდან... ამ საუბრის შემდეგ კი ღიღინი დაიწყე... ნუ უფრო ყროყინს დავარქმევდი... და თქვი რომ საკუთარი ხელით გაგუდავდი ყველას ვინც წინ გადაგეღობებოდა... მერე კიდ...— აღარ დავასრულებინე...

— გთხოვ აღარ გააგრძელო... ისედაც საკმარისზე მეტი მოვისმინე... სირცხვილისგან რამისაა ვილოცო რომ მიწა გასკდეს და შიგ ჩამიყოლოს...

ჯკ— კარგი მაშინ აღარ ვიტყვი რონ ზედ შემომახტი და ჩემთან ერთად დაძინება გინდოდა..

—მე მივდივარ...— უეცრად წამოვიძახე და გარედ გავვარდი... ისეთი გაბრაზებული ვიყავი საკუთარი თავის და ჯეის გამო რომ რამისაა გავგიჟებულიყავი... იდიოტმა ხო იცოდა რომ ესეთ რაღაცეებს გავაკეთებდი... რატომ არ გამაკავა... თან ეს პირველად არ ხებოდა...

— ნაგავო სად გდიხარ...— ჩავყვირე ტელეფონში...

ჯეი— სახლში ვარ თავი მისკდება...

— ჯერ დამაცადე მოვიდე... მერე ნახე თავის გასკდომა... იცოდე კარებთან დამხვდი... არ მალოდინო... თორე უარეს დღეში ჩავარდები...

🖤უგულო ადვოკატი 🖤Where stories live. Discover now