<3 ოცდამეოთხე <3

641 51 28
                                    

-ყველას მოგესამლებით... მინდა უკეთ გაგარკვიოთ ჩემთან დაკავშირებულ ყველა თემაზე და ამავდროულად გაგეცნოთ... აქედანვე გაფრთხილებთ რომ თქვენს ყველა საინტერესო კითხვას გავცემ პასუხს... ყველას თუ ვერ იმ გარკვეულ ნაწილს მაინც რომელიც ჩემთვის დიდად საინტერესო იქნება... მოკლედ გეტყვით ჩემს შესახებ... მე ვარ მინ ჯივუნი 23 წლის... ბითიესის სრული შემადგენლობის მთავარი ადვოკატი... მოგეხსენებათ როდესაც ასეთ საქმეზე ხარ გათვალისწინებული... ვალდებულებაც დიდია... ამიტომაც გუშინდელ და დღევანდელ ინციდენტზე მინდა თქვენთან საუბარი... დიდად არ მიყვარს კამერებთან ურთიერთობა... თუმცა იმის გამო რომ თქვენი ფანტაზიებით ჯგუფი არ დაზარალდეს თავს ვალდებულად ვთვლი რომ გაგესაუბროთ... მოკლედ და კონკრეტულად რომ დავადგინოთ თქვენი პრობლემა, პირველ რიგში გეტყვით რომ ჩემსა და ბატონ ჯონს შორის არაფერი ხდება... ის კადრი საიდანაც თქვენ ჩვენი ერთად ყოფნის დასკვნები გამოიტანეთ საკმაოდ ბევრჯერ ვნახე და მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ... მეტიც... ამ კადრებში თბილი განწყობაც კი არ ჩანს.. და ვერც იმის საბაბს რომ შეიძლება ერთად ვიყოთ... მე მჯერა რომ თუ კი ბითიესის რომელიმე წევრს და არა მხოლოდ ბატონ ჯეონს, ეყოლებათ ადამიანი რომელსაც მათ მეორე ნახევრად ჩათვლიან... ვგონებ პირველ რიგში თქვენ გაგაგებინებენ... იმედი მაქვს არასწორი დასკვნების გამოტანას მორჩებით და პირდაპირი მნიშვნელობით არ შეხედავთ ყველას და ყველაფერს... ხოლო მეორე თემა ანუ დღევანდელი თემა... რაც შეეხება აეროპორტს... მე თავს ვალდებულად არ ვთვლი რომ აგიხსნათ ვინ იყო ის პიროვნება ან რა მაკავშირებს მასთან... ამ საკითხს ბითიესთან არანაირი შეხება არაქვს... ამიტომაც გთხოვთ ნუ დამიღთვევთ პირად სივრცეს და ნუ შეეცდებით იმაზე მეტის გაგებას ვიდრე საჭიროა... რასაც საჭიროდ ჩავთვლი თქვენი ინტერესების მიხედვით ყველაფერს გაგიმხელთ... ამისთვის კი საჭიროა ვიმეგობროთ და არა უბრალოდ ყალბი ინფორმაციები გავაზიაროთ... დიდი იმედი მაქვს რომ არასდროს შემოიჭრებით ჩემს პირად სივრცეში და არც ბიჭებს დაურღვევთ მას... მიეცით საშუალება განვითარდნენ ამა თუ იმ გზებით... მოკლედ 10 წუთი გაქვს იმისთვის რომ ის კითხვები დამისვათ რომლებიც გაინტერესებთ... შემდეგ კი დაგემშვიდობებით...

🖤უგულო ადვოკატი 🖤Where stories live. Discover now