~3~

110 19 29
                                    

სიმღერას თუ ჩართავთ გამიხარდება♥️

•••

2013.05.16
______________

ბიჭი აღელვდა, როდესაც პოსტერი ნახა. ცნობილი კომპანია მოცეკვავეებს იწვევდნენ, რომ შემდეგ ისინი შეერჩიათ... ძალიან კარგად ცეკვავდა და ცეკვა მთელი მისი ცხოვრება იყო, მაგრამ არასდროს არ ეცეკვა უცნობების წინ, მხოლოდ მის მეგობრებთან და ამიტომ შესარჩევზე მისვლა ეშინოდა, მაგრამ მისი მეგობრების წყალობით ახლა აქ იყო კომპანიაში სხვა უამრავ ბიჭთან ერთად...

- კარგი რა ჰოსოკ, - ხელი მხარზე დასცხო სოკჯინმა სკამზე მჯდარ მეგობარს, რომელიც აღელვებული ათამაშებდა ფეხებს, - დარწმუნებული იყავი, რომ არაჩვეულებრივად იცეკვებ.

- ხო ჯინ ჰიონი მართალია, ამას ბავშვობიდან აკეთებ, - წყლის ბოთლი გაუწოდა მეგობარს ნამჯუნმა. ჰოსოკი ელოდა, როდის დადგებოდა მისი ჯერი, რომ გამოცდილი მოცეკვავეების, ან უფრო უარესი კომპანიის უფროსის წინ ეცეკვა.

- ხო მართლები ხართ, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან მაშინებს, - ერთი ყლუპი წყალი ძლივს მოსვა და ბოთლს ისევ დააფარა თავსახური. ნამჯუნმა ამოიოხრა და გვერდით მიუჯდა. არაფრის თქმას აღარ აპირებდა სანამ მოსაცდელ ოთახს თვალი არ მოავლო და არ დაინახა, როგორ იცინოდა მათგან არც ისე შორს მჯდომი სამი ბიჭი.

- შეხედე, - შეუმჩნევლად ანიშნა მეგობარს ბიჭებზე, - შეიძლება სამივე მათგანი, აი იმ კარში, - თითით ანიშნა დახურულ კარზე, საიდანაც სიმღერის ხმა მაინც ისმოდა, - შევიდეს და იცეკვოს, მაგრამ როგორც ხედავ არც ერთი არ ღელავს ისე, როგორც შენ... არ უნდა ინერვიულო და შენი თავის გჯეროდეს ჰობი, - გაიღიმა ბოლოს და ლოყებზე ჩაღრმავებები გამოაჩინა. ჰოსოკმა მოცინარ ბიჭებს გახედა. სამივეს ეტყობოდა, რომ მასზე რამდენიმე წლით პატარები იყვნენ. მათ მომღიმარ სახეებს უცქერდა, როცა უეცრად შეეჩეხა ერთ-ერთის მზერას და წამში აარიდა თვალი, თავიც კი ჩახარა, მაგრამ ბიჭი სკამიდან წამოდგა და მათკენ დაიძრა, მას მაშინვე უკან მიჰყვნენ გაოცებული მეგობრებიც. ტრიოს მოახლოვება ჯინმა და ნამჯუნმაც შეამჩნიეს ამიტომ წარბები შეკრეს.

Stay With Me! ✓Where stories live. Discover now