~2~

145 21 44
                                    

მელოდიასთან ერთად თუ წაიკითხავთ უკეთესი იქნება♥️

•••

2017.07.29
______________

ბიჭს თავზე ჟაკეტის ქუდი წამოეფარებინა. იმ დღეს თითქოს ამინდიც კი ხვდებოდა რამხელა განსაცდელი დაატყდა თავს და ცა მოღუშულიყო, ნელი სიო სახეზე ელამუნებოდა და ცხარე ცრემლებს ლოყებზე უფანტავდა. ხისგან მდინარის თავზე აგებულ მაღალ ხიდზე იდგა და სისხლისგან დასვრილ აკანკალებულ ხელებს დაჰყურებდა.

ვეღარ მოითმინა... სახლში, რომ შევიდა და დაინახა, როგორ ურტყავდა ქამარს დედამისს უნამუსო მამამისი, ვეღარ მოითმინა, იქვე მაგიდაზე მიგდებული არყის ცარიელი ბოთლი აიღო და მთელი ძალით გადაალეწა თავზე, ზიზღით. კაცი რამდენიმე წამში აღმოჩნდა იატაკზე ისე, რომ სიცოცხლის ნატამალი აღარ ეტყობოდა და თავიდან სასწაული სისწრაფით სდიოდა სისხლი... გვაინ გააცნობიერა რაც ჩაიდინა... დედამისი გაოგნებული შეჰყურებდა და აკანკალებული ხელი პირზე აეფარებინა.

ბიჭს სიტყვა არ უთქვამს ისე გავარდა სახლიდან. არ იცოდა სად მიდიოდა, თითქოს ზომბი ყოფილიყო ხელები ჟაკეტის ჯიბეებში ჩაეწყო და ფეხებს თავისით მიჰყავდათ სადღაც...

...და აი ახლა იდგა მდინარის თავზე და სლუკუნით ემზადებოდა გადასახტომათ. ერთადერთი აზრი რაც ახლა მის თავში ტრიალებდა ის იყო, რომ მკვლელი გახდა! საკუთარი მამა მოკლა! რაც არ უნდა ნაბიჭვარი ყოფილიყო ადამიანი იყო, რომელსაც სიცოცხლე წაართვა...

დიდხანს არც უფიქრია ისე გადახტა მდინარეში და სულ რამდენიმე წამში წყალში აღმოჩნდა...

საღამო ხანს ჯინი სამსახურში იყო, როდესაც რესტორანში წაშლილი სახით შევარდა ჰოსოკი და მხრებში ჩაეჭიდა.

- რა მოხდა?! - შეშფოთებულმა იკითხა ჯინმა.

- ჰიონ... თეჰიონმა მამამისი მოკლა! - მაშინვე მიახალა ჰოსოკმა და ნერწყვი ძლივს გადაყლაპა.

Stay With Me! ✓Where stories live. Discover now