~1~

321 24 37
                                    

კარგი იქნება მელოდიასთან ერთად თუ წაიკითხავთ♥️

•••

2020.12.04
_______________

ბიჭი სასიამოვნოდ მოწყობილ კაბინეტში იჯდა, წინ თეთრ ნაქსოვ ჯემპრსა და კლასიკურ შარვალში გამოწყობილი კაცი ეჯდა, კალმით ხელში და ცხვირზე დასკუპებული სათვალით.

- მისტერ კიმ, - მიმართა კაცმა ბიჭს და ახალგაზრდამაც აქამდე ჩაქინდრული თავი ზემოთ ასწია.

- დიახ ბატონო ბლექ, - პირდაპირ თვალებში შეხედა კაცს კიმმა.

- დღეს თქვენი დაბადების დღეა არა? - რამდენჯერმე დაატრიალა ხელში კალამი ბლექმა.

- დიახ, - მოკლე პასუხებით შემოიფარგლება ბიჭი.

- გილოცავთ, - ღიმილით ულოცავს კაცი.

- გმადლობთ... - უემოციო სახე არ ეცვლება ისე პასუხობს ახალგაზრდა.

- რამდენის გახდით? - დიდი ინტერესით კითხულობს ბლექი.

- ოცდაცხრის სერ, - ისევ მოკლე პასუხი.

- იცით სად ხართ სოკჯინ?

- ინგლისში...

- კონკრეტულად? - დაზუსტებას მოითხოვს კაცი.

- ლონდონში, პრესტიჟულ ფსიქიატრიულ კლინიკაში, - თვალი კედელზე უშტერდება სოკჯინს.

- და მე ვინ ვარ? - მორიგი კითხვა ბლექისგან.

- ბატონი კრისტიან ბლექი, ჩემი ფსიქოლოგი, - ისევ უემოციოდ პასუხობს კითხვას ბიჭი. პასუხის გაგონების შემდეგ კრისტიანი წელში სწორდება და რამდენიმე წამს ასე უყურებს მის პაციენტს.

- კარგით ჯინ, რამდენიმე ადამიანის სახელს ჩამოგითვლით და თქვენ მითხარით რომელიმეს თუ იცნობთ, კარგით? - დიდხნას მაინც არ რჩება ჩუმად კაცი, კითხვას კი ბიჭი მხოლოდ თავის ქნევით პასუხობს.

- ვინმეს სახელად მინ იუნგის თუ იცნობთ? - დაკვირვებით აშტერდება კაცი ჯინს.

Stay With Me! ✓Where stories live. Discover now