~20~

647 41 33
                                    

- შენ... შენ სიმსივმე გაქვს, თავის ტვინის სიმსივნე, მეოთხე სტადია... გაუნკურნებადი... - ჯიმინის ამ სიტყვების შემდეგ თეჰიონმა იმხელაზე იღრიალა, რომ შორიახლოს მყოფი ყველა მათ მიაშტერდა.

ბიჭს გული სტკიოდა და ხმამაღლა მოთქვამდა, ცხოვრებას წყევლიდა! მისი ცხოვრება ჯოჯოხეთზე უარესი ხდებოდა. საყვარელ ქალს კარგავდა და ყველაფერი თავზე ენგრეოდა. ცრემლები გაუთავებლად სცვიოდა და განადგურებული მუშტს შიგადაშიგ ურტყავდა იატაკს.

ლიზა რამდენიმე წუთს ჩუმად იჯდა და არაფერს ამბობდა, ტირილითაც კი არ ტიროდა. რაღაც ასეთს მოელოდა კიდევაც და დიდად არც გაჰკვირვებია. უბრალოდ იმის გააზრება, რომ სიმსივნე გაქვს... ეს საშინელებაა, მაგრამ მხატვარი ძალიან ძლიერი იყო არა სხეულით, არამედ სულით.

- თე დამშვიდდი, თე... - ბოლოს ქმართან ახლოს მიჩოჩდა ლიზა და ბიჭს მუშტი რომელიც ისევ იატაკზე უნდა დაერტყა დაუჭირა, - თეჰიონ გესმის ჩემი? დამშვიდდი! - ბიჭმა ვერაფერი თქვა. მთელი არსებით ტიროდა, მისი გული ნამსხვრევებად იქცეოდა და აღარანაირი ძალა აღარ შესწევდა. მოდუნებული ჩაესვენა გოგოს ხელებში და ლიზამ ორივე ხელი ლოყებზე მოკიდა.

- ვერ გაგიშვებ... - ამოიტირა თეჰიონმა და თავი გააქნია, - ვერ წახვალ, ამას ვერ გამიკეთებ...

- მე არსად არ მივდივარ თე, - ხმა აუკანკალდა ლიზას.

- როგორ არა, შენც წახვალ... შენც დამტოვებ, ყველანი მტოვებთ! ჯერ დედა, მერე მამა, ახლა შენც, ამდენს ვერ გავუძლებ... შენს დაკარგვას ვაღარ გადავიტან... გესმიის?! ამდენი ძალა არ გამაჩნია! - ყვირის და ქვითინებს თეჰიონი. მალევე ლიზას გაქვავებულ სახეზეც მიიკვლევენ ცრემლები გზას.

- მე არ დაგტოვებ, - თითქმის ჩურჩულებს მხატვარი, - სამუდამოდ აქ ვიქნები... - ხელი ბიჭის გულთან მიაქვს, - შენთან გულში...

ჰოსპიტალის სარკისებრ იატაკზე მჯდომარე სამი ადამიანი მწუხარებას შეეპყრო. თეჰიონს ცოლის სხეული გულზე მიეხუტებინა და გაუჩერებლად ტიროდა. გოგონას თავზე კოცნიდა და ამბობდა, რომ ვერ გაუშვებდა.

Life In Hell || K.TH✓Where stories live. Discover now