~3~

922 62 39
                                    

ეს რამდენიმე დღე ლიზასთვის ისევ უწყინარი გამოდგა, რადგან თეჰიონი არ ჩანდა და გოგო საბოლოოდ გახარებული ფიქრობდა შემეშვაო. ძველ ცხოვრებას დაუბრუნდა, ისევ დადიოდა სამსახურში და ღამის სეულში დასეირნობდა ხოლმე. ფანქარი და ფურცელი სულ მუდმივად დაჰქონდა და თუ რაიმე ხატვის იდეას მიაწოდებდა მაშინვე ჩანახატებს აკეთებდა, მაგრამ მშვიდი ცხოვრება დიდხანს არ დასცალდა, როდესაც პარკში მჯომს, ლამაზი საღამო ბიჭის უკვე კარგად ნაცნობმა ხმამ ჩააშხამა.

- საღამო მშვიდობისა, - ბიჭის ხმაში იგრძნობოდა როგორ იღიმოდა და გოგოს არც გაჰკვირვებია როდესაც თეჰიონის მომღიმარ სახეს მოჰკრა თვალი.

- უკვე დავიღალე, - შეწუხებულმა ამოილაპარაკა ლიზამ და ყველაფერს შეხედა ბიჭის გარდა,  - თავს რატომ არ მანებებთ მისტერ კიმ? რით ვერ გაიგეთ, რომ თქვენთან საუბარი არ მსურს! - ფეხზე წამოხტა გოგო როცა თეჰიონი გვერდით მიუჯდა. გოგო გზას იმ იმედით გაუყვა, რომ ბიჭი უკან არ გაყვებოდა, მაგრამ შეცდა, რადგან თეჰიონი უკან იმის ძახილით აეკიდა, რომ მოეცადა. მხატვარმა კი იმის მაგივრად, რომ გაჩერებულიყო ფეხს აუჩქარა და მალე სირბილზეც გადავიდა თან ყვიროდა თავი დამანებეო.

- ნუთუ ვერ ხვდები! არ მინდა შენთან საუბარი და შეიგნე ეს! - ყვირის ლიზა როდესაც თეჰიონი ისევ არ ეშვება. მხატვარი უმისამართოდ გარბის იქნებ და რამენაირად დაავღწიო თავიო, მაგრამ ბიჭი მის დაჭერას ახერხებს და ერთ-ერთ ბნელ ჩიხში ძალით შეჰყავს.

- არა მომბეზრდა უკვე! - იყვირა თეჰიონმა და მოფართხალე გოგო კედელთან მიიმწყვდია.

- რატომ არ შემეშვები?! - გაცოფებული ლიზა ცდილობს თავი გაინთავისუფლოს, მაგრამ საბოლოოდ ნებდება, რადგან ბიჭს ძლიერ ჰყავს შებოჭილი.

- რატომ არ შეგიძლია უბრალოდ დამელაპარაკო?! - გაბრაზებული ძლიერ უჭერს ხელებს თეჰიონი და სიბნელეში ცდილობს გოგოს სახის გარჩევას, რაც საერთოდაც არ გამოსდის.

Life In Hell || K.TH✓Where stories live. Discover now