~6~

735 56 16
                                    

თეჰიონი დაღლილი ბრუნდებოდა სახლში. დღეისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედარა ჩაატარა და ძალიან დაიღლილიყი, მაგრამ ის ფაქტი, რომ სახლში მისი პრინცრსა ელოდა ძალას ჰმატებდა. ბავშვის გამოჩენის შემდეგ მის ცხოვრებაში თითქოს რაღაც შეიცვალა. ამ პატარა ანგელოზმა მოახერხა და თავი საუკთარი შვილივით სულ რამდენიმე კვირაში შეაყვარა ამიტომ იყო, რომ გადაღლილს სახეზე მაინც გამოსახვოდა ღიმილი, როდესაც სახლში შეაბიჯა და ბავშვი ლიზასთან ერთად მისაღებში დახვდა.

- მამას ანგელოზი, მოდი ჩემთან პატარა, - თვალებგაბრწყინებული მიუახლოვდა თეჰიონი ლიზას და ბავშვი გამოართვა. პატარამ მაშინვე ხითხითი დაიწყო, როგორც კი ბიჭის ხელებში გადაინაცვლა.

- როგორ აჭყიპინდა, - ცხვირი აიბზუა ლიზამ.

- კი არ აჭყიპინდა, ხითხითებს. ალბათ იგრძნო მამიკოს მოსვლა, არა ჩემო პრინცესაა? - ამრეზით უყურებს თეჰიონი ლიზას, მერე კი ისევ ბავშვს უბრუნდება და უღიმის. მხატვარი დაღლილი სახით უყურებს მამა-შვილის ხალისიანობას.

- რა გჭირს? - ეჭვით უყურებს თეჰიონი გოგოს.

- რა უნდა მჭირდეს? - ვითომცდა არაფერი ისე უბრუნებს კითხვას მხატვარი.

- სახეზე ფერი არ გადევს, - ლოყაზე მოეფერა თეჰიონი.

- ხელი გაწიე! - უხეშად იშორებს ბიჭის ხელს ლიზა.

- მითხარი რა გჭირს, - თეჰიონს სახეზე უკმაყოფილება დაეტყო და მკაცრად უთხრა გოგონას.

- არაფერიც არ მჭირს! მშვენივრად ვარ და მშვენიერ ხასიათზეც! - სუსტად მყოფი მაინც არ იშლის და ჯიუტად ამბობს.

- შენ მე გამაგიჟებ! სახეზე გეტყობა, რომ გადაიღალე და მიმტკიცებ არაფერი მჭირსო! რა ჯიუტი ხარ... მაგრამ შენზე ნაკლები ჯიუტი არც მე ვარ, - ბოლო სიტყვები ეშმაკური ღიმილით ჩაილაპარაკა თეჰიონმა. ლიზამ ზიზღით შეხედა ფეხზე წამოდგა, ბავშვი გამოართვა და საძინებლისკენ გასწია.

Life In Hell || K.TH✓Where stories live. Discover now