~10~

842 54 6
                                    

ლიზამ არემარე მოათვალიერა და როდესაც თვალში არავინ მოხვდა დამშვიდებულმა გამოაბიჯა ოთახიდან, მაგრამ კიბესთან მისულს ვიღაცის ხელები შემოეხვივნენ წელზე.

- რატომ გამირბიხარ? - უკნიდან ჩაეხუტა თეჰიონი და თავი ყელში ჩაურგო. ლიზამ ხმა ვერ ამოიღო, თავს დილიდანვე სუსტად გრძნობდა და ამ სირბილმა დაღალა, მაგრამ გრძნობებში ჯერ ვერ გარკვეულიყო და თეჰიონი დაფიქრებაში ხელს უშლიდა.

- მე... არ გაგირბივარ, - თავს ისულელებს ლიზა და ბიჭის ხელებს იშორებს, - ეივას ვუვლი და წყალი მინდა, - კიბეზე ჩარბის და სამზარეულოში შერბის.

- ღმერთო, - დაღლილმა ამოისუნთქა მხატვარმა და წყლით სავსე ჭიქა მოიყუდა. ფიქრობდა როგორ ეთქვა ბიჭისთვის, რომ ასე უცბად ვერაფერს ეტყოდა და ის კოცნა მისაღებში... უბრალოდ არ იცოდა რას ნიშნავდა.

ლიზა საბოლოოდ სამზარეულოდან გასვლას წყვიტავს, მაგრამ როგორც კი კარს აღებს თეჰიონი ეფეთება და ხელს უქნევს.

- ღმერთო ჩემო! - ხელს გულზე იდებს ლიზა, - როგორ შემაშინე იცი? - მხარში მსუბუქად ურტყავს ბიჭს და გვერძე უვლის.

- ლიზა კარგი რაა, ნუ გამირბიხარ! - ჯიჯღინებს თეჰიონი და უკან მიჰყვება გოგოს.

- აიშ ეს... - რაღაცის სათქმელად გაჩერდა და უკან მოტრიალდა ლიზა, რომ თეჰიონმა თავი ვერ შეიკავა დაეჯახა და ორივენი ძირს აღმოჩდნენ.

ლიზა იატაკზე დაებერტყა. თეჰიონმა ხელები გოგოსა და იატაკს შორის დაახვედრა, რომ მხატვარს რამე არ ეტკინა, მაგრამ ამან არ უშველა და ლიზამ ტკივილისგან ჩუმად ამოიოხრა.

- ჯანდაბა! - ფეხზე სწრაფად დგება თეჰიონი, ლიზასაც აყენებს და მზრუნვლად ეკითხება, - რამე იტკინე?

- არა ყველაფერი რიგზე...აააა! - ბოლოს იყვირა ლიზამ როდესაც ბიჭმა წელზე შემოხვეული ხელი ოდნავ მოუჭირა.

- წელი გტკივა? ადგილზე უნდა დავრჩენილიყავი და არ გამოგკიდებოდი! სულ ჩემი ბრალია, - თავის ლანძღვას მოჰყვა თეჰიონი და ლიზა დივანთან მიიყვანა.

Life In Hell || K.TH✓Место, где живут истории. Откройте их для себя