~12~

732 55 16
                                    

კიბეზე ჩასულ თეჰიონს გასასვლელ კართან მდგარი ჯონგუკი და ჯიმინი ხვდება თვალში, რომლებიც წასასვლელად ემზადებიან და თეჰიონიც მათკენ მიდის.

- დამშვიდობების გარეშე მიდიხართ ბიჭებო? - მეგობრებთან მიახლოვებისას იკითხა თეჰიონმა და ბიჭებმაც მაშინვე მას გახედეს.

- შენც და ლიზასაც გეძინათ და აღარ გვინდოდა თქვენი გაღვიძება, - კითხვას პასუხობს ჯიმინი.

- დამიცადეთ ჩავიცმევ და გაგაცილებთ...

- არაა საჭირო ჰიონ, გზას ჩვენითაც გავიგნებთ, - ოთახში ასასვლელად გამზადებულ თეჰიონს აჩერებს ჯონგუკი.

- ხო მაგაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ჰაერზე მინდა გავლა და... თქვენთან საუბარიც არ მაწყენდა, - ბოლო სიტყვები ცოტაოდენი პასუზის შემდეგ წარმოსთქვა თეჰიონმა და სანამ კიბისკენ წავიდოდა კიდევ ერთხელ სთხოვა მეგობრებს დამელოდეთო.

(◍•ᴗ•◍)

- თე - მშვიდად ეძახის ჯიმინი მეგობარს როდესაც გზას ფეხით მიუყვებიან.

- ჰმმ? - ფიქრებში გართული თეჰიონი ფხიზლდება და ჯიმინს უყურებს.

- გადაწყვეტილება უკვე მიიღე?

- არ ვიცი ჯიმინ, - ღრმად ამოისუნთქა თეჰიონმა, - მე ეივაზე ვფიქრობდი... ჩემი სახელი სულ არ მადარდებს, მაგრამ ჩემი გოგონას მომავალზე ვფიქრობ. ჩემთან ერთად ლიზას რეპუტაციაც ილახება და ეს უფრო მაწუხებს, როგორ ძალიანაც არ უნდა მინდოდეს ამის უარყოფა, ჯინი ნაწილობრივ მართალი იყო. ჩვენ საბუთებშიც კი არ ვართ ცოლ-ქმარი და ეს პირველ რიგში ეივას მომავალზე იმოქმედებს. მეშინა რომ სკოლაში მისულს დაჩაგრავენ და უკანონო შვილს დაუძახებენ, არ მინდა ეს მოხდეს, - თავს აქნევს ბიჭი.

- ანუ ქორწილი იქნება? - ბურდღუნებს უფრო ჯონგუკი ვიდრე საუბრობს. თეჰიონი ცოტახნით ჩუმდება და არაფერს ამბობს. ჩუმად მიუყვებიან ქუჩას, მაგრამ მალევე ბიჭი თავს უარყოფის ნიშნად აქნევს და ამბობს.

Life In Hell || K.TH✓حيث تعيش القصص. اكتشف الآن