- არ უყუროთ!  - დაიყვირა ამელიმ და მონიტორზე ხელი ჩამოაფარა.

- არ ვუყურებთ! - ერთდროულად წარმოთქვეს ჯინმა და ნამჯუნმა.მხოლოდ იუნგი იდგა გაქვავებული სახით.

- იუნგი! - დაუყვირა ამელიმ.

- რა? - მან მზერა გოგონაზე გადაიტა.ნამჯუნმა გამოცვლის მომენტი გადაახვია.

- ნუ,აქ მძინავს,შეგიძლია კიდევ გადაახვიო.

- კარგი, - კიმმა ჩანაწერის გადახვევა დაიწყო,სანამ ვიღაცის ხელი არ გამოჩნდა.

- უკან გადაახვიე, - შეამჩნია იუნგიმ.ნამჯუნმა დააპაუზა.ეკრანზე ვიღაციხ მაჯა გამოჩნდა,მაგრამ გასაგები იყო,რომ მამაკაცის ხელი იყო.

- და მორჩა?უბრალოდ ხელი?როგორც ჩანს,კამერა მიჰქონდა, - თქვა ჯინმა და ხმაურიანად ამოიხვნეშა.

- მე უფრო ის მადარდებს,რომ ის ღამე ჩემს ბინაში იყო.

- შენს სახლში ბევრი კამერა უნდა დავაყენოთ,იქნებ დაბრუნდეს.ამელი შენს ბინაში არ უნდა გამოჩნდე,ეს შეიძლება სახიფათო იყოს, - ნამჯუნმა კამერა გათიშა. - ამ კამერას კი იქ დავდებთ სადაც იყო.

- და სად ვიცხოვრო?თუ ყველაფერს დედაჩემს მოვუყვები,ამ სამსახურში აღარ გამაჩერებს,რადგან ინერვიულებს.

- მე შეყვარებულთან ვცხოვრობ,ბოდიში, - ნამჯუნმა კეფა მოიქექა.

- მე კი მშობლებთან, - უხერხულად წარმოთქვა ჯინმა.მაშინ ყველას მზერა იუნგიზე გადაერთო.

- ასე რატომ მიყურებთ?

- იუნგი,ეს მხოლოდ დროებით იქნება.ამელის საფრთხე ემუქრება...შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოკლან, - ჯინი მინთან მივიდა და თვალებში ჩახედა.

- კარგი, - დათანხმდა ბიჭი.

- შესანიშნავია,ახლა უფროსთან წავიდეთ და ჯიჰუნის შესახებ ყველაფერი მოვუყვეთ,შემდეგ კი კამერების საყიდლათ გავემართოთ, - ნამჯუნმა განკარგულება გასცა და კომპიუტერი გამორთო.მეგობრები მოემზადნენ,კუანგთან შევიდნენ და ყველაფერი მოუყვეს.შემდეგ კამერებისთვის მაღაზიაში შევიდნენ და ყველაზე იაფი და პატარები იყიდეს,რომ შეუმჩნეველი ყოფილიყო.

BLACK THREAD | M.YGDonde viven las historias. Descúbrelo ahora