თავი 7

605 63 23
                                    

მომდევნო დღეს მეგობრებს ბინის ზარის ხმაზე გაეღვიძათ...ტექნიკა მოიტანეს.პირველი ჯინს გაეღვიძა და იმწამსვე ამელის გაღვიძება დაიწყო.

- ამელი,ადექი! - კიმმი მთელი ძალით ცდიობდა გოგონას გაღვიძებას.

- კიდევ 5 წუთი, - პაკმა წარბები შეჭმუხნა და იუნგიზე კომფორტულად მოეწყო.

- იუნგი!სტეისი!ვინმემ,ადექით, - დაიწყო ბრაზი ბიჭმა.

- ამელი,ავეჯი მოიტანეს, - პირველად სტეისი წამოდგა,რომელიც იმწამსვე დააწვა დაქალს.

ჯინმა ამოიხვნეშა, ძლივს ადგა და კარების გასაღებად წავიდა.მან დოკუმენტებს ხელი მოაწერა და ახალგაზრდა ბიჭებმა ტექნიკის და კარადის შემოტანა დაიწყეს.

- სად ავაწყოთ კარადა?

- ემმ... - დაიბნა ჯინი.

- კარადის აწყობისთვისაც გადაგვიხადეს.

- 1 წუთით, - კიმი სასტუმრო ოთახში გაიქცა, - ამელი,სად ააწყონ კარადა?

- ოთახში, - ჩაიბურტუტა პაკმა.

ჯინი აწყობის პროცესს აკონტროლებდა,3 საათში კი ყველაფერი მზად იყო.კიმმა ბოლოსდაბოლოს მაინც შესძლო ყველას გაღვიძება.ამელიმ არომატული ჩაი გააკეთა,რამაც მათ სრულ გამოღვიძებას ხელი შეუწყო.

- ჩემი წასვლის დროა, - თქვა სტეისიმ საათის ნახვის შემდეგ.

- მიგაცილო? - ჯონგუკმა გოგონას გახედა.

სტეისის და ჯონგუკის წასვლის შემდეგ,ყველამ დაიწყო დაშლა,ხოლო ამელიმ ელექტრიკოსების ლოდინი დაიწყო,რომლებმაც ინტერნეტი უნდა ჩაურთონ,დაამაგრონ ტელევიზორი და სადენები გამოიყვანონ...

* * *

- და ამელი სად არის? - იკითხა ნამჯუნმა,როდესაც მაჯის საათს დახედა.სამუშაო დღე უკვე 1 საათის დაწყებულია.

- წარმოდგენაც არ მაქვს, - სოკჯინი ყურადღებით ავსებდა რაღაც ქაღალდებს.

BLACK THREAD | M.YGWhere stories live. Discover now