- ავარიაში მოხვდა?

- სასწავლებლიდან ტაქსით ბრუნდებოდა...შემდეგ კი ისევ საავადმყოფოები...მორგები, - იუნგიმ თავი გააქნია და ამელის გახედა,რომელსაც თვალებზე ცრემლები მოსდგომოდა.

- და შენ რაღაზე ტირი?

- უბრალოდ...თავს უფრო დამნაშავედ გვრძნობ შენს წინაშე, - პაკმა ცრემლები მოიწმინდა.

- სასაცილო ხარ, - იუნგიმ ჩაიცინა და ჩოლკა უკან გადაიგდო, - კარგი,გვეყოს.უკვე გვიანია,წამოდი დავწვეთ. - მინი წავიდა და ამელი მარტო დატოვა.

- იუნგი-ი,მე ვერ დავიძინებ, - პაკმა ვერ მოითმინა და ტირილი დაიწყო,თან ბიჭს უკან გაეკიდა...

* * * 

დადგა ახალი დღე.იუნგის და ამელის საღამომდე ეძინათ,რადგან დასაძინებლად დილით დაწვნენ...ისინი ერთმანეთს აჩვენებდნენ,რომ ეძინათ,მაგრამ სინამდვილეში უბრალოდ იწვნენ და ყველაფერზე ფიქრობდნენ...

გაღვიძების შემდეგ,მეგობრებმა ნივთების შეგროვება და თავის მოწესრიგება დაიწყეს,რადგან უკვე სადღაც 2 საათში ბუსანში იქნებიან.

- როგორ მინდა ძილი, - ამელი ფანჯრის გვერდით იჯდა და ნამძინარევი თვალებით მდელოს და ტყეს გაჰყურებდა.

- ამიტომაც დროზე უნდა დაწვე, - ამოიფრუტუნა იუნგიმ და დაამთქნარა.

- ამას ვინ მეუბნება.

ორმა საათმა საკმაოდ სწრაფად ჩაიარა.მინი და პაკი მშვიდობით ჩავიდნენ და სასტუმროსკენ გაემართნენ...

- ნომრები უკვე დაჯავშნილია? - იკითხა ამელიმ და ტაქსიდან გადმოვიდა.

- არა,ადგილზე დავჯავშნით, - იუნგიმ საბარგულიდან ჩემოდანი და მისი ზურგჩანთა ამოიღო.

- ხო?კარგი,ჩემი ჩემოდანიც წამოიღე,თუ შეიძლება, - გოგონამ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და სასტუმროსკენ გაემართა.

- რა?რაღაც არ მახსენდება,რომ ბარგის მთრევლად დამიქირავე!

BLACK THREAD | M.YGWhere stories live. Discover now