- ადგომაში დაგეხმარებით, - ამელი წამოხტა და კაცი წამოაყენა.ის გოგონაზე ორი თავი მაღალი აღმოჩნდა.

- შენ...მე გადამარჩინე? - მან თავი დაბლა დახარა.

- მგონი... - გოგონა დაიმორცხვა, - და ნიღაბი რატომ გიკეთიათ?

- ავად ვარ, - სწრაფად უპასუხა მან და მუჭში ჩაახველა.

- ოჰ,გამოჯამრთელებას გისურვებთ!და გზებზე უფრო ფრთხილად იყავით, - ამელიმ ფართოდ გაიღიმა და ხელი დაუქნია.შემდეგ კი ხალხის ჯგუფში მიიმალა,კაცი კი ცოტაოდენ შოკში იყო და ნიღაბ ქვეშ პატარა ღიმილს მალავდა...

ამელის POV

სახლში მშვიდობით დავბრუნდი,დღე მართლაც მძიმე იყო.როდესაც გამოვიცვალე,ბამბის ხალათი შემოვიცვი და აბაზანაში წყლის შევსება დავიწყე.სანამ აბაზანა ივსებოდა,შავი ჩაიც მოვადუღე.უკვე ზეგ სხვა ქალაქში ვიქნები.აუცილებლად ვიპოვი იმ ადამიანს,რომელიც კლავდა და ჯერ კიდევაც აგრძელებს ახალგაზრდა გოგონების მოკლვას.ამას რატომ აკეთებს?რა საჭიროა ამდენი მსხვერპლი?ბოლოსდაბოლოს როდის დამშვიდდება?რამდენი კითხვა არის,მაგრამ არანაირი პასუხი...

ფიქრები ჩაიდანმა შემაწყვეტინა,რომელიც მიმანიშნებდა,რომ წყალი ადუღდა.ჩაი ჩემს საყვარელ ფინჯანში დავასხი,ხოლო შემდეგ კი დიდი ყლუპი გავაკეთე...

- კარგია, - სიამოვნებისგან თვალები მივნაბე.ჩაი გადავდე და სააბაზანოში გავედი.ხალათის გახდის შემდეგ,გვირილის არომატის მქონე ცხელ წყალში ჩავწექი.სხეულზე ჭიანჭველებმა სიამოვნების გზა გაიკვლიეს.თვალები დავხუჭე და დატკბობა დავიწყე.ჩემმა ფიქრებმა,ძილში გადაშვება მაიძულეს,მაგრამ ხმაურის გამო თვალები გავახილე. - ეს რა არის? - წამოვდექი. - აქ ვინ არის? - ერთადერთი რაც თავში მომივიდა...ვინ შეიძლება აქ იყოს,ჩემს გარდა?ხო,რა სისულელეა. - მომეჩვენა, - შვებისგან ამოვისუნთქე და ისევ თვალები დავხუჭე.

როდესაც თბილი სააბაზანოდან გამოვედი,თმების პირსახოცით გამშრალება დავიწყე.ის ხმაური მოსვენებას არ მაძლევდა,მეგონა,რომ ვიღაც მითვალთვალებდა,რის გამოც თავი არაკომფორტულად ვიგრძენი.კარებისაკენ გავემართე,იმის ფიქრით,რომ იქნებ ჩაკეტვა დამავიწყნა.

BLACK THREAD | M.YGWhere stories live. Discover now