'იქნებ ვინმეს ჩემი შველა სჭირდება?'ვუთხარი საკუთარ თავს და ოთახისკენ დავიძარი.სანამ უცნობი პიროვნების ოთახის კარს გავაღებდი ოთახიდან კიდევ ერთხელ შემომესმა ხმა ამჯერად საუბრის.

- ჯანდაბა მოკეტე!ყველაფერი ისე იქნება მე როგორც მინდა.-გაისმა ოთახიდან სულის შემძვრელი ღრიალი.შევკრთი ეს რა ჯონგუკია? რა ჯანდაბა ხდება?

ბიჭის ყვირილის შემდეგ რამოდენიმე ხანი ოთახში სიჩუმე ჩამოწვა ,მანამ სანამ ის მეორე ღრიალმა არ დაარღვია.

-როგორ ვართ ერთნი თუ შენ მე არასდროს მიგებ?შენ არასდროს უსმენ ჩემს სურვილებს,შენ მხოლოდ შენი თავი განაღვლებს.ჯანდაბა მითხარი როგორ მივიღო ის ფაქტი რომ ერთნი ვართ?-ისევ იღრიალა ბიჭმა,ხმაზე ძლივს იცნობდი რომ ჯონგიკი იყო .მის ხმაში რაღაც არაადამიანური დოზის ზიზღი და ამავე დოზის შიში იგრძნობოდა.

სახე გამიფითრდა და ხელები გამიოფლიანდა.გავშეშდი ,თითქოს ვიღაცამ გამყინა და მანამ სანამ ყინული არ გალღვებოდა ვერ გავინძრეოდი.

რამოდენიმე წუთი ისევ კარებთან ვიდექი ,გაუნძრევლად თითქოს გულმაც კი შეწყვიტა ფეთქვა.შიშია?ნუთუ შიშის გამო გავშეშდი,მაგრამ ეს ყველაფერი შიშს არ გავს...

ორიოდე წუთში ოთახიდან გამოსულმა ქვითინის ხმამ გამომაფხიზლა,ის რა ტირის?გულმა გამალებით დამიწყო ძგერა,თვალები ამიწყლიანდა და ხელები ამიკანკალდა.უზომოდ დიდი სურვილი გამიჩნდა იმისა რომ ოთახში შევსულიყავი და ჯონგუკი დამეწყნარებინა.

ოთახში შევარდნაში ხელი საღმა აზროვნებამ შემიშალა,რას იფიქრებს ასე არსაიდან თუ დავაცხრები თავს?ან იქნებ არც უნდა ვინმემ მისი ტირილის შესახებ რომ გაიგოს.

ოჰ ეს ბიჭები!

საბოლოოდ გადავწყვიტე კარზე დამეკაკუნებინა ჟაკეტი ოთახში შემედო ისე, რომ მისთვის თვალი არ გამესწორებინა და იქაურობას სასწრაფოდ გამოვცილებოდი.

Moon Child (JJK•FF)Where stories live. Discover now