დარსი

141 24 7
                                    

ეველინის P.O.V

-ჰობი,ჯონგუკი სახლშია?-ვკითხე ჰოსოკს და პარალელურად თითების წვალება დავიწყე.მე რა ვნერვიულობ?რა ჯანდაბაა?

-ჰმ მოდი დავფიქრდე.-თქვა ჰობიმ ,შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა და ისევ მე მომიტრიალდა.-მისი უცნაური ქმედებით გაკვირვებულმა შუბლი შევკარი.-კი სახლშია,უფრო კონკრეტულად თავის ოთახში.

-ამმ კარგი...-მისი ქცევებით დაბნეულმა სახის გამომეტყველება ვეღარ გავაკონტროლე და დაბნეულმა ცხვირის ქავება დავიწყე.

-რა იყო?ისეთი სახე გაქვს გეგონება გამოცდის ფურცელს უყრებდე ,რომლისთვისაც არ გიმეცადინია.-თქვა ჰოსოკმა და თავისი თვალისმომჭრელი ღიმილით დამაჯილდოვა.

მის ამ შენიშვნაზე ლოყები ამიხურდა.ხშირად საკუთარი გამომეტყველების კონტროლი ძალიან მიჭირს.ყველაფერი, რასაც ვფიქრობ სახეზე მაწერია,ამას კი არაერთხელ ჩავუგდივარ უხერხულ მდგომარეობაში.

შერცხვენილმა ჰოსოკისთვის თვალის გასწორება ვეღარ გავბედე და ოთახიდან გამოვიძურწე.რატომ შემრხცვა?არვიცი იქნებ იმიტომ რომ საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე?ან იქნებ იმის გამო რომ გავწითლდი?არვიცი...

სწორედ მაშინ ,როდესაც ჯონგუკის ჟაკეტით ხელდამშვენებული მეორე სართულზე ავედი გავაანალიზე ,რომ წარმოდგენა არ მქონდა კოლიდორში ჩამწკრივებული 12 კარიდან რომელი იყო მისი საკუთრება.

-ჯანდაბა .-ამოვიქშინე როდესაც საძინებლებით სავსე დერეფანს გავუსწორე თვალი.

1;2;3;4;5;6;7;8;9;10;11;12 თორმეტი საძინებელი?როგორ გავიგო რომელია ჯონგუკის?იქნებ საერთოდ ამ სართულზე არც აქვს ოთახი?მესამე სართულზეცაა ოთახები.

კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი უიმედოდ საძინებლის კარებებს,სწორედ მაშინ ,როცა აივის საძინებლის კარი დავინახე ბედნიერმა გავიღიმე...

აივის კარისკენ დავიძარი, იმ იმედით რომ მას ვკითხავდი ჯონგუკის ოთახის მისამართს,ასე ჰობისთვის კითხვა აღარ მომიწევდა(რაც რატომღაც ძალიან მეთაკილებოდა).სწორედ იმ დროს როცა აივის საძინებლის კარი უნდა შემეღო გვრდითა ოთახიდან მტვრევის ხმა მომესმა.შევკრთი,არ ვიცი რა ხდება.

Moon Child (JJK•FF)Where stories live. Discover now