ეველინი

815 38 16
                                    

ბევრი არაფერი მახსოვს ჩემი ბავშვობის წლებთან დაკავშირებული.ეს მგონი ნორმალურია არა?ბავშვები გაზრდასთან ერთად თავიანთ ძველ მოგონებებს გონებაში ღრმად მარხავენ.

მაგრამ არსებობს ერთი მოგონება რომელმაც არ იკადრა ჩემი გონებიდან გაქრობა და ყოველდღე თავს უსირცხვილოდ მახსენებს.ამას როგორ ახერხებს?არვიცი, მაგრამ ფაქტი სახეზეა,იმ დღიდან როცა ეს მოგონება შეიქმნა 10 წელი გავიდა,მე კი ისე ვგრძნობ თავს თითქოს ყველაფერი წუთის წინ მომხდა.

2008 წლის 6 მაისი.მშვენიერი დილა იყო მზიანი ,ჩემი ფანჯრის რაფაზე ნაცრისფერი ჩიტი იჯდა და გაბმულად ჭიქჭიკებდა.სწორედ ისეთ დილა იყო რომლებსაც ფილმებში აჩვენებენ ხოლმე.

  წესით 10 წლის მე მზიანი ამინდის გამო ხალისით აღსავსე უნდა წამოვმხტარიყავი ლოგინიდან,მაგრამ ყველაფერი ისე არ მოხდა როგორც უნდა მომხდარიყო.

დილით ჩემი მშვენიერი იისფერი ოთახიდან გამოსვლაზე სასტიკი უარი გავაცხადე.

ჩემი მშობლები იმაზე მეტად აღელდნენ ვიდრე უნდა აღელვებულიყვნენ.რაც ლოგიკურა რადგან მე მათი ერთადერთი და ნანატრი ქალიშვილი ვარ,სწორედ ამიტომ ყოველთვის ვიყავი განებივრებული ისეთი ნივთებით რაზეც ჩემს თანატოლებს მხოლოდ ოცნება შეეძლოთ.

-ევი დედას საოცრებავ გამოდი და საუკეთესო 10 თოჯნას გიყიდი დღესვე.-შემომძახა აკანკალებული ხმით ,კარებთან მდგომმა დედამ.

თოჯინები არასდროს მეკლდა,მეტიც უკვე არცერთი მათგანის ატანა აღარ მქონდა,ახლების დამეტების სურვილი კი ნამდვილად არ მქონდა.

-ევი სიყვარულო დაუჯერე დედას და ყველაფერს შეგისრულებთ.-მომიგო მამამ თბილი მაგრამ სიმკაცრეშეპარული ტონით.

მე კი თვალები გამიბრწყინდა,მხოლოდ ერთი რამ იყო რითითაც დედმამას ჩემი ასევთქვათ მოქრთამა შეეძლოთ.ეს არის პიკნიკი, ჩენს სახლთან ახოლოს არსებული ტყის პირას.

Moon Child (JJK•FF)Where stories live. Discover now