დილით ეკლესიაში წასასვლელად მოვამზადე ალექსანდრე.
-ლექსო შენ უნდა წაიყვანო ბავშვი.-ვუთხარი ახლად გაღვიძებულ ბურდულს.
-მე?-გაიოცა.
-ხო შენ! ხომ ხედავ აბა მე როგორ ვარ?!.. არადა მამაო გველოდება.
-ანა!.. მე ეკლესიაში რა მინდა... იმდენი ცოდვა მაქვს ჩადენილი იქ როგორ შევიდე? ხატს როგორ ვემთხვიო ან საერთოდ როგორ გავეკარო..-თქვა ნაღვლიანმა.
-ნუ ამბობ ეგრე,ლექსო უფალი ამბობს: ექიმი კარგად მყოფებს კი არა ავად მყოფებს სჭირდებაო.. „არ არსებობს ცოდვა, რომელიც აღემატება ღვთის მოწყალებას. მთავარია, მტკიცე გადადწყვეტილება ცოდვების არგანმეორებისა და ქრისტეს რწმენა, გახსოვდეს, რომ სასოწარკვეთილება, უიმედობა ყველაზე დიდი ცოდვაა.“ყველა ცოდვა მიტევებადია სუიციდის გარდა. მოინანიე გულწრფელად და გათავისუფლდები.. დაელაპარაკე მამაოს,მოგისმენს,არ გაგნსჯის,დაგარიგებს,რჩევას მოგცემს და მერე ნახავ როგორი სითავისუფლე იგრძნო.. მაგრამ ამისთვის პირველი ნაბიჯები უნდა გადადგა.. ბავშთან ერთად წადი ტაძარში. 
-არ ვიცი ანა!..
-არაფერი ცოდნა არ უნდა,უბრალოდ წადი.. რომ შეხვალ შიგნით ნახე როგორ მოგეწონება იქაურობა.
-ბავშვობის მერე არ ვყოფილვარ წირვაზე-თქვა დამნაშავსავით.
-ძალიან ვწუხვარ,მაგრამ ისიც გახსოვდეს,რომ ღმერთი ყველგან გვხედავს...
-ვიცი,მაგრამ არ ვიმახსოვრებდი,არ მინდოდა დამმახსოვრებოდა. აუ თან მამაოსთან ლაპარაკი... 
-ალექსანდრე მისმინე! ვიცი გერიდება მამაოსთან ლაპარაკიმაგრამ წარმოიდგინე აბა.. ერთი კაცის გერიდება და გრცხვენია რომ მოუყვე შენი ცხოვრება და ის როგორც შენ თქვი გავიწყდება,რომ თვით სამყაროს შემოქმედი ადევნებდა თვალ ყურს შენს ყოველს ქცევას. თვით უფალი! ლექსო... დაივიწყე ეგ სირცხვილი და მამაოს წირვის სემდეგ დაელაპარაკე. ჩემი და-ძმა წამოგყვება ბავშვთან ისინი დარჩებიან.. კარგი?-მუდარა ჩამდგარი მზერით მივაჩერდი ბურდულს.ჩაფიქრებული დუმდა რამოდენიმე ხანს.
-კარგი წავალ,ოღონდ არ ვიცი რამდენად გამომივა.-მითხრა და საწოლიდან ადგა.
-გამოგივა,ყველაფერი გამოგივა,აი ნახავ!.. ბრალოდ დაელაპარაკები და მამაო აღსარებისთვის მოგამზადებს.. საშიში არაფერია ლექსო!-ვუთხარი გახარებულმა.
გავისტუმრე მამა-შვილი ეკლესიაში და ჩემებს დავურეკე. უნდა მეთქვა ჩემი ბურდულზე გათხოვების ამბავი.
-სულ გაგაგიჟა შენ იმ ამერიკამ შვილო!-ჩამძახა დაბნეულმა და გაბრაზებულმა დედაჩემმა ტელეფონში.
-კაი რა დედა,რა შუაშია ამერიკა ახლა?
-რა შუაშია და რაც გინდა იმას აკეთებ
-დედა ჩემი შვილის მამაა ეს კაცი,მიყვარს ვუყვარვარ და გვინდა ბავშვი ერთად გავზარდოთ.-ავნერვიულდი და გავიფიქრე მამაჩემს რა გაუძლებსთქო.
-ანა,სად იყო მაშინ რომ აჩენდი მაგ ბავშვს?-მტივნეულად დამაჭირა ფეხი დედაჩემმა.
-ძალიან გთხოვ,უბრალოდ გაჩუმდი და არაფერი მკითხო.-ვუთხარი მკაცრად დედას და თვალებზე მომდგარი ცრემლი.
-ალო! ანა..-მომესმა მამას ხმა ტელეფონში.
-გისმენ!-გავეცი პასუხი ცრემლ ნარევი ხმით.
-მისმინე,ჩემთვის მთავარია შენ იყო ბედნიერი შვილო!-მითხრა საოცრად თბილი ხმით,ჯერ არ დავუჯერე ყურებს ხომ არ მომეჩვენათქო.
-მართლა? არ ბრაზდები?
-შენც ხომ უნდა გაიხარო შვილო! ალექსანდრეს მამა სჭირდება და შენ ქმარი..ბედნიერება მოგცეთ სულ ღმერთმა.
-ძალიან დიდი მადლობა მამა!,ძალიან ბედნიერი ვარ ახლა შენგან ეს რომ მესმის.. აი ნახავ,გაიცნობ ლექსოს და ძალიან მოგეწონება,ძალიან კარგი ადამიანია.-სიხარულისგან ატირებული ვეუბნებოდი მამაჩემს.-მამა რაღაცას გეტყვი კიდე.. ფეხი მაქვს მოტეხილი.-შეიცხადა მამაჩემმა ჩემი ამბავი,დამპირდა საღამოს თბილისში იქნებოდნენ.
შოთის და ტატოს დაავურეკე,ვთხოვე ჩემს მაგივრად დახვედროდნენ ჯეისონს აეროპორტში.

ქმედება ოცნების ნაცვლად Where stories live. Discover now