3

785 30 1
                                    

3 თავი.

-შოთი ვინ არის ეს ბურდული? - ვკითხე მანქანაში ყოფნისას.
-ამბობენ კრიმინალიაო, რამოდენიმე ბანდიტური საქმე მის სახელს უკავშირებენ, მაგრამ ვერაფერი დაუმტკიცეს. ყოველშემთხვევაში საქართველოში სუფთაა მისი საბუთები. ისე ესპანეთში მოღვაწეობს,იქ რას აკეთებს ეგ უკვე არ ვიცი. მაგარი მექალთანეა ისე, მაგრად ევასება ქალები და მაგარი მაყუთაა ძაან,არადა ოცდაექვსი წლისაა ჯერ მხოლოდ. მაღალი ავტორიტეტით მოძრაობს თან. მოკლედ, თავის პონტში მაგარს ისწორებს რაა..
-დავითს მისალმებაზე შევატყე გავლენიანი რომ არის ეგ ლექსო,- ვთქვი ჩაფიქრებულმა.
-დავითი მაგარი ს*რი ტიპია, ოღონდაც ვინმეს რამეს გამორჩეს და..-გამოსცრა კბილებში ლაშამ.
-შენ რამე დაგიშავა?
-არა, უბრალოდ ვერ ვიტან აფერისტ ადამიანებს.
-ვინ იტანს რო?!
-მოვედით, ესაა ბურდულის სახლი.- თქვა შოთიმ და მანქანა ჭიშკარს მიაყენა. არა რა ჭიშკარს გალავანი უფრო შეეფერებოდა იმ ღობეს და ეზოს კარს.
-ეს სახლია თუ სასახლე?- დამასწრო თქმა ლანამ.
-როგორც თვითონ ბურდული უწოდებს, სახლია.- თქვა ღიმილით შოთიმ.- კარგით ახლა ნუ იყურებით ეგრე სირცხვილია, აიღეთ თქვენი ნივთები და შევიდეთ ეზოში.- ყველამ ჩვენ-ჩვენი ჩანთები ავიღეთ. ჭიშკარიდან ოდნავ მოშორებით პატარა ჯიხური იდგა, რომლის კარიდან ქუჩაშიც შეგეძლო, გამოსვლა. იქედან კარგად ჩაფსკვნილი ახმახი კაცი გამოვიდა და დაბღვერილმა გამოგვძახა.
-აქ მანქანის ადგილი არ არის, ჭიშკარს გავაღებ და სადგომზე დააყენეთ.
-არის უფროსო!- დაეთანხმა შოთი და მანქანაში ჩაჯდა.
-ჩვენ ფეხით წამოვალთ.- ვუთხარით და მანქანის გავლის შემდეგ ჩვენ შევედით ეზოში. ქვაფენილით იყო მოგებული სახლამდე მისასვლელი გზა. გზის კიდეებზე ბზის ბუჩქები იყო ჩამწკრივებული. ბუჩქებში კი ლამპიონების ჯარი იდგა. ეზოში ბევრი ხე იყო. წარმოვიდგინე ზაფხულში რა სილამაზე იქნებოდა აქ. სახლის წინ მაღალი პალმები აღმართულიყვნენ. თვითონ სახლი ორსართულიანი იყო. ნაცრისფერი ბრტყელი ქვით ნაშენი. პირველი სართულის ფანჯრები იატაკიდან იწყებოდა და ლამის ჭერამდე აღწევდა. ბორდოსფერი ფარდები ოქროსფერი ყვავილებით იყო მოქარგული. მთავარი შესასვლელი სახლს მიშენებული ჰქონდა ოვალის ფორმის მსგავსად კოშკივით მაღალი, მეორე სართულის სიმაღლეს ცდებოდა. აღფრთოვანებას ერთმანეთზე გადახედვით ვავლენდით. ლაშამ კარებზე დააკაკუნა. ჯერ ჩამი-ჩუმი არ ისმოდა, მეორედ დაკაკუნების შემდეგ კარი საშუალო ხნის ფუნფულა ქალმა გაგვიღო. ვაცნობეთ ვინც ვიყავით, თბილად გაგვიღიმა და სახლში შეგვიპატიჟა. უცებ ვიფიქრე დროში ვმოგზაურობთქო. მეცხრამეტე საუკუნის სასახლეში მეგონა თავი. ირგვლივ ყველაფერი ანტიკვარებით და ძველებური სტილით იყო მორთული.
-წვეულება აქ იქნება,- აგვიხსნა ფუნფულა ქალმა როცა დარბაზივით დიდ ოთახში შევედით.
-მაპატიეთ, თქვენ როგორ მოგმართოთ?- ვკითხე ქალს.
-მე ნანული მქვია შვილო, ამ სახლის მომვლელი ვარ.
-აა გასაგებია!- ვთქვით ყევლამ ერთხმად.
-აქეთ მოდით ახალგაზრდებო, ამ ოთახში მოწესრიგდით და გიჩვენებთ რა უნდა გააკეთოთ.- მიგვითითა სამზარეულოს გვერდით პატარა მისაღებ ოთახზე ნანულიმ.
-აუ ხედავთ რა ხდება აქ? - გვიჩურჩულა შოთიმ როცა მარტო დავრჩით ოთახში.- ტიპი იხრჩვება ფულში.
-ოო კაი რაა! რა გიკვირს ერთი მაგის მილიონები?ძაან იცი საიდან აქვს ეს ფულები. არამგონია ჩემსავით ღაამეები ეთენებინა კლუბებში ორი კაპიკის შესაგროვებლად.- ვთქვი მე.
-ყველაფერს ჭკუა უნდა ანა. ფულს კი იშოვი ადამიანი, მაგრამ როგორ გამოიყენებ ისაა საქმე.ზოგი უაზრობაში ხარჯავს, ზოგი კიდე მიწაში მარხავს. ყველამ არ იცის ფულის მართვა.
-მართალი ხარ შოთი-დავეთანხმე.
-აბა! ასე სიბრძნეს აფრქვევს სულ შოთი არჩვაძე!- გაიკრიჭა შოთი.
-თეთრი ხელთათმანები სად არის? არ წამოგიღიათ?-შეიცხადა უცებ ლანამ.
-კი, კი მანდ ჩავდე, ჩანთის გარეთა ჯიბეში,- უთხრა ლაშამ. ლანამ ღრმად და მშვიდად ამოისუნთქა და ისე დაგვირიგა ხელთათმანები.
-რომელზე იწყება წვეულება?
-მგონი ხუთზე.
-ჯერ ოთხის ნახევარია, წამო ნანულის ვკითხოთ რა უნდა გავაკეთოთ.
-ჩვენ მხოლოდ მიმტანობა გვევალება ,მეტი არაფერი. ყველაფერი გამზადებული მოვა.
-აბა ხუთამდე რა ვქნათ?
-რავი გავიდეთ გარეთ და დავათვალიეროთ ეზო, თუ მოგცემენ ამის უფლებას,- თქვა ლანამ.
-აუ მე მცივა და აქ დავრჩები არ მინდა გარეთ წამოსვლა.- უარი ვთქვი ლანას შემოთავაზებაზე. დავრჩი ოთახში მარტო. სრული სიჩუმე ჩამოწვა. სავარძელში ჩავჯექი და კედლების თვალიერებას მოვყევი. თითქმის დაფარული იყო ნახატებით და ფოტოებით ოთახის ოთხივე მხარე. ნახატები ლამაზ და ცოცხალ ფერებში იყო შესრულებული. მომეწონა ფერთა ასეთი შეხამება. ფოტოები შავთეთრი იყო. ზოგზე მოხუცის დანაოჭებული ხელები, ზოგზე ადამიანის თვალები, ზოგზე ბავშვის ბუთქუნა ბარკლები, ცარიელი ქუჩები და მარტოდ-მარტოდ დარჩენილი ნისლში გახვეული ხეები იყო აღბეჭდილი. საინტერესოდ გამოიყურებოდა ეს ყველაფერი. ოთახის კუთხეში დიდი, ჩუქურთმებიანი ფაიფურის ლარნაკი იდგა ლურჯ ფერებში გაწყობილი. მეორე კუთხეში ბუხარი იყო, შავი მარმარილოთი შემოსილი. ბუხრის თავზე სიძველისგან გაყვითლებული ფოტოები ელაგა. ავდექი და ახლოს მივედი, დავაკვირდი. საოჯახო ფოტოები იყო.
ერთ-ერთ სურათში, დაახლოებით შვიდი წლის ბურდული ამოვიცანი. გამეღიმა და ფოტო ხელში ავიღე, ძალიან საყვარელი იყო სურათში.
-ფრთხილად დადე უკან!- მომესმა ლექსოს მკაცრი ხმა. შიშისგან შევხტი და სურათიხელიდან გამივარდა. გატყდა.
-ვაიმეე!- შევიცხადე, სწრაფად დავიხარე და გაუაზრებლად დავუწყე ხელის გულით მინის ნამსხვრევებს მოგროვება.- მაპატიეთ! არ მინდოდა..- ვლუღლურებდი და თვალები ცრემლით მევსებოდა. პატრონისთვის არ შემიხედავს.
-ვინმემ დაგავალა ფოტოებს ხელი მოკიდეო?- დაიღრიალა ბურდულმა. ინსტიქტურად თვალები დავხუჭე და ხელი ყურებზე ავიფარე. ყვირილზე ნანული შემოვიდა ოთახში.
-რა მოხდა ალექსანდრე შვილო?- შეიცხადა ნანულიმ. არაფერი უპასუხია ლექსოს, ჩემს წინ დაიხარა სურათი აიღო და კარებში რომ გადიოდა კბილებში გამოცრა:
-ხელი აქვს გაჭრილი და შეუხვიე.- ნანულის დაუბარა. მერეღა დავხედე ხელებს, ორივე ხელის გულები დასერილი მქონდა. ნანული წამოდგომაში დამეხმარა. თავზე მზრუნველად გადამისვა ხელი და პირველადი დახმარების წითელი ჯვარ დახატული ტყავის ჩანთა გამოღო კარადიდან. ჭრილობები ფრთხილად დამიმუშავა და "ბინტით" შემიხვია.
-ალექსანდრე თუ ლექსო?- ვკითხე ნანულის.
-ალექსანდრეა მისი სახელი, ლექსოს შემოკლებული ფორმით ეძახიან, თუმცა არც კი ვიცი ჩემს გარდა ვინმემ იცოდეს, რომ ალექსანდრე ჰქვია. აი შენც გაიგე ახლა.- გამიღიმა თბილად.
-გასაგებია! ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის.- ვუთხარი და ხელთათმანები გავიკეთე ხელზე.
-არაფრის შვილო!თითქმის სულ ეგრეა გაღიზიანებული. ძალიან მძიმე ხასიათებისაა.- დამამშვიდა სახლის მომვლელმა.
-არა, ჩემი ბრალი იყო, არ უნდა ამეღო ხელში ის სურათი.- ვთქვი დამნაშავესავით და თავი ჩავხარე.
-არ მოსწონს ხოლმე მის საკუთრებას ვინმე უკითხავად რომ ეხება, ბავშვობიდან ეგრე იყო.
-გასაგებია!..
-კარგი ახლა მოვრჩეთ ლაპარაკს, შენს მეგობრებს დავუძახებ და საქმეს შევუდგეთ.
-კარგი, როგორც იტყვით, ჩვენ უკვე მზად ვართ კარგა ხანია.-რამოდენიმე წუთში იმ დარბაზივით დიდ ოთახში ვიყავით. ალაფურშეტის სუფრას ვაწყობდით. სტუმრებმა იმატა, ყველანი დახვეწილი და მდიდრულად ჩაცმულები იყვნენ. კლასიკური მუსიკის ჰანგები ვიოლინოს შესრულებით სასიამოვნოდ წვდებოდა ყურს. იქ მყოფი საზოგადოების ყალბი ღიმილი და შამპანურის "ძერსკულად" წრუპვა უკვე ნერვებს მიშლიდა. როდის დამთავრდებოდა ეს სპექტაკლი ერთი სული მქონდა, რომ სახლში წავსულიყავი.
დარბაზში სახლის პატრონის გამოჩენას აპლოდისმენტებით შეხვდნენ. გემოვნებით ჩაცმული იდგა ბურდული, გვერდს კი ლამაზი გოგო უმშვენებდა. "გილოცავ.. გილოცავ".. ულოცავდნენ სტუმრები ახლად შემოსულ წყვილს. ალბათ საცოლეა და ნიშნობა აქვს, გავიფიქრე და რატომღაც გული ჩამწყდა. რას ველოდი ნეტა? ირონიულად მწარედ გამეღიმა ჩემს ფიქრზე. მთელი საღამო ვერიდებოდი, რომ ბურდულს არ გადავწყდომოდი. მესინოდა კიდევ რამე არ მითხრასმეთქი. მაგრამ მაინც..
-ეს წაიღე და ახალი მომიტანე,- მითხრა ისევ მკაცრად და სინზე შამპანურის ცარიელი ჭიქა დამიდო.
-ახლავე.- ცივად დამიარა მისმა ხმამ და სასწრაფოდ შემოვბრუნდი უკან. მაგიდასთან მივედი და შამპანურიანი ჭიქა ავიღე.
-ხელები გტკივა? - ჩემს გვერდით იდგა და სითბო ჩამდგარი ხმით მეკითხებოდა.კიდევ შევხტი შიშისგან.გაეღიმა.
-არა, უკვე აღარ მტკივა. აი ინებეთ,- ვუთხარი და ჭიქა გავუწოდე.
-რა მშიშარა ხარ.
-სულაც არ ვარ მშიშარა.- ვიმართლე თავი უნიჭოდ,- სურათის გამო კი ბოდიშს გიხდით. მაპატიეთ ახლა დაგტოვებთ, ხალხს უნდა მოვემსახურო.
-არ გეძინება?- მკითხა, როცა უკვე წასასვლელად შვებრუნდი. გავჩერდი, გულის სიღრმეში კი მსიამოვნებდა მისი ყურადღება, მაგრამ ისევ შიშამდე მივდიოდი. რა უნდოდა ასეთ ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფილი იყო ყველანაირად და თან საშინლად სიმპატიური ჩემნაირი პროვინციელი, ღამის კლუბში მიმტანად მომუშავე და მისი გოგოებისგან განსხვავებით ნაკლებად შეხედული გოგოსგან? ალბათ გართობა, გავეცი პასუხი ჩემსავე დასმულ კითხვას, მაგრამ რომელი გასართობი მე მნახა, გარს უამრავი ლამაზმანების არმია ახვევია.
-კი მეძინება, თან ძალიან!- ვუთხარი და თვალებში მივაჩერდი. მომნუსხა მისმა მზერამ.
-ცოტაც და წახვალ მალე.- მითხრა და მზერა ჩემს უკან გადაიტანა-ახლა წადი და გააგრძელე მუშაობა.- მითხრა მკაცრად ისე, რომ მზერა არ მოუშორებია ჩემს უკან სივრცეზე. უხმოდ შევბრუნდი და წასვლა დავაპირე, ჩემს წინ გაბრო იდგა და ამღვრეული თვალებით მიყურებდა.
-უკაცრავად!- ჩავილაპარაკე და გვერდი ავუარე.
როგორც იქნა დასრულდა ეს დამღლელი სპექტაკლი და სახლში წავედით. შხაპის მერე თბილად ჩავწექი საწოლში და ღრმად ჩამეძინა. მეძინა, მაგრამ ვგრძნობდი ვიღაც მიყურებდა. ძილშივე ამიტანა შიშმა და ბორგვა დავიწყე. ელდანაცემი და აჩქარებული პულსით წამოვჯექი საწოლზე. ღამის სიჩუმეში კარგად გავიგონე ჩემი ოთახის კარის ჭრიალი. ხმა წამერთვა, გული ყელში მებჯინებოდა. სწრაფი მოძრაობით საბანში ჩავძვერი და სუნთქვა შევიკარი. მივაყურადე, ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. რამოდენიმე წუთის მერე ცხვირი გამოვყავი საბნიდან და გრილი ჰაერი შევისუნთქე, ცოტა აზრზე მოვედი. საათს გავხედე დილის ხუთი სრულდებოდა. გავბედე და საწოლიდან ავდექი.ფეხის წვერებზე გავიარე გზა საწოლიდან შუქის ჩამრთველამდე, კართან ახლოს იყო. შუქი ავანთე, ოთახის კარი ღიად დამიხვდა. ისევ სამარისებული სიჩუმე იყო. დავყევი და ყველგან ავანთე სინათლე. საეჭვო ვერაფერი შევნიშნე. ჩავთვალე რომ, კარი მე დამრჩა ღიად.
მის მერეც გაგრძელდა იმის შეგრძნება, რომ ვიღაც მიმზერდა მძინარეს, მაგრამ ხმაურის გარეშე. რამოდენიმეჯერ შავი მანქანაც შევნიშნე სახლში რომ ვბრუნდებოდი. ბურდული ყოველ საღამოს სტუმრობდა კლუბს, მაგრამ არანაირი გამოლაპარაკება არ გვქონია. შეკვეთაც კი არ მოუცია ჩემთვის.
სახლში დაღლილი შევედი, თან როგორი, შხაპის თავიც არ მქონდა. მხოლოდ დაძინება მინდოდა. ოთახის კარი შევაღე და შუქი ავანთე.მოულოდნელობისგან გავშეშდი...

Com minda ras fiqrobt??💜💛

ქმედება ოცნების ნაცვლად Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ