11

2.9K 241 19
                                    



ძვირფასო დღიურო..
გუშინ, იუნგიმ თავისი მეგობრები გამაცნო.. ყველა ძალიან საყვარელი იყო.. სიმართლე რომ ვთქვა მათთან ერთად უბედნიერესი ადამიანი ვიყავი.. მაგრამ ცოტა მრცხვენოდა კიდეც..  ვუყურებდი მათ.. როგორ აღიზიანებდნენ ერთმანეთს.. 
მხოლოდ იუნგის შეუძლია რომ გამხადოს ისეთი, როგორიც არასოდეს ვყოფილვარ..  ეს უცნაური არ არის?! ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა რაც გავიცანი და უკვე დამოკიდებული გავხდი მასზე.. ბედისწერის არასოდეს მჯეროდა მაგრამ.. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა.. ახლა მჯერა.. მე ის მიყვარს.. ამას ახლა ვიაზრებ.. აქამდეც მიყვარდა მაგრამ ვერ ვხვდებოდი..  მის პირობასაც ვასრულებ.. ჩემი თავისთვის აღარ მივნია ამ კვირაში.. არ მინდა რომ სიყვარული დავკარგო.. ვიცი რომ იგივე გრძნობით არ მიპასუხებს..

ის არაჩვეულებრივი ადამიანია და ბევრი მეგობარი ჰყავს.. ვიცი რომ ის ისე არასოდეს გამომხედავს როგორც მე ვუყურებ ხოლმე.. ის ჩემთვის ზედმეტად მშვენიერია.. მისი სული ისეთი სუფთაა როგორც ანგელოზის.. მგონი ესაა მიზეზი იმისა თუ რატომ ვენდობი მხოლოდ მას ამდენ ხალხში..

მე ისევ მახინჯი ვარ.. ცუდი გარეგნობა მაქვს.. როდესაც სარკეში ვიყურები მეშინია.. ვერ ვიტან ჩემს სიმსუქნეს.. ვცდილობ დავიკლო.. მინდა რომ იუნგის სიტყვები დავიჯერო.. ყოველ დღე მეუბნება რომ ლამაზი ვარ.. ისევ დეპრესიაში ვარ მაგრამ ახლა რა შედარებაა.. იცი?! ახლა უფრო მკიდია ყველაფერი რაც წარსულს უკავშირდება.. ხანდახან იმას წარმოვიდგენ ხოლმე თუ როგორ მეუბნება ვინმე "დილა მშვიდობის"-ას.. ეს არასოდეს წარმომიდგენია.. თუმცა.. ეს ახლაც ხდება.. იუნგის წყალობით...

იუნგის რჩევა დარიგებას სულ მივყვები ხოლმე..  ეკრანზე საყვარლობა წერილები მომდის ხოლმე იუნგისგან.. კლასელებიც კი მეუბნებიან რომ სიმპატიური ვარ.. ყველაფერი რა სწრაფად შეიცვალა.. ეს ყველაფერი გაურკვევლობაში მიყენება მაგრამ ამავდროულად ბედნიერებასაც მგვრის.. იუნგი ძალიან მიყვარს და არ მინდა რომ დავკარგო.. მის გარეშე ასეთი ვერ ვიქნებოდი..

ჩემი გულის ფეთქვას ის იწვევს..მისი ყოველი შეხება სითბოს მგვრის.. ის იმ გრძნობას მანიჭებს რაც მჭირდება.. ცდილობს რომ უფრო გახსნილი გამხადოს.. იუნგი მოსიყვარულეა.. მასში ყველა პატარა დეტალი მიყვარს.. მისი მუქი ყავისფერი თვალები.. რომელიც მადნობს.. მისი თმები რომელიც ლამაზად ირხევა ხოლმე.. პატარა საყვარელი ცხვირი.. მისი გრძელი თითები..

ყველაფერი მიყვარს მისი.. თავი სკოლის გოგო მოსწავლე მგონია რომელიც ჩუმადაა შეყვარებული ბიჭზე და ამ გრძნობებზე დღიურში წერს..

My Diary**Yoonmin (Georgian translation)Where stories live. Discover now