9

3K 237 39
                                    

ძვირფასო დღიურო..

დღეს ძალიან მაგარი დღეა.. მეგობარი გავიჩინე.. მას იუნგი ქვია..

ძალიან მაგარი პიროვნებაა.. ის ზედმეტად მშვენიერია.. კიდევ არ მჯერა რომ მეგობარი მყავს.. იუნგი ძალიან მეგობრული და კომუნიკაბელურია.. მასთან თავს მშვიდად ვგრძნობ და ყველაფერზე გახსნილად ვსაუბრობ.. იცის რომ გეი ვარ.. ჩემზე ყველაფერი იცის..
შეიძლება ოდესღაც შემიძულოს... მაგრამ არა მგონია რომ ასე მოიქცეს.. თუმცა არც იმედების დამყარება მინდა..

........
როგორც იქნა ჯიმინმა სკოლამდე მიაღწია.. მას მხარზე ვიღაც შეეხო.. ვინ იქნებოდა ეს თუ არა იუნგი..

"როგორც იქნა აქ ხარ.."

"სად მივდივართ?"

"არ მითქვამს რომ პაემანზე?"

"მეგონა სკოლის მერე წავიდოდით.."

"გავაცდინოთ გაკვეთილები.."

"რა? არ მინდა.. ეს არასოდეს გამიკეთებია.."

"ჯიმინ.. გთხოოვ.. ამ ერთხელ.."

ჯიმინმა ამ საყვარელ სახეს ვერ გაუძლო და მარტივად დათანხმდა..

"ამმ.. ახლა მაინც მითხარი სად მივდივართ.."

"პირველ რიგში შენი თმის შესაჭრელად.."

"რატომ.."

"რას ქვია რატომ.. ზედმეტად გრძელი თმა გაქვს და ოდნავ ფორმის მიცემა სჭირდება.. აუცილებელია და მაგიტომ.. უფრო მომხიბვლელი იქნები.."

"მე ვერასოდეს ვიქნები ლამაზი.. ამას აზრი არ აქვს.."

"მოკეტე.. უბრალოდ გააკეთე ის რასაც გეუბნები.."

"კარგი"

"ჯიმინ ძალიან ლამაზი ხარ.. რატომ უარყოფ ამას"

"იმიტომ ვუარყოფ რომ ეს ასეა.. "

"ჯიუტო"

"შენს თავს გულისხმობ?"

"ჩუ"

ჯიმინი უბრალოდ გაჩუმდა და იუნგის გაყვა.. ეს პირველი შემთხვევაა როცა ის ვინმე მეგობართან ერთად სადღაც მიდის.. და პირველად აცდენს სკოლას..

თმის შეჭრის შემდეგ იუნგი მას აღფრთოვამებული სახით შეჰყურებდა.. უამრავი კომპლიმენტით ამკობდა.. ემოციებისგან თავს ვერ იკავებდა და ჯიმინს უნებურად ჩაეხუტა..

"ი-იუნგი.. ვერ ვსუნთქავ გამიშვი"

"მაპატიე.. უბრალოდ ულამაზესი ხარ.. გოგო რომ ვიყო ძაალიან შემიყვარდებოდი.."

"ხანდახან ისე იქცევი როგორც გეი.." ჯიმინმა გადაიხარხარა..

"არ მეტყობა?"

"მოიცააა.. შენც გეი ხარ?"

"რა მოხდება რომ ვიყო.?"

"არაფერი"

"კარგი.. ამმ.. ახლა თავს როგორ გრძნობ?"

"სიმართლე რომ გითხრა უკეთესად.."

მათ ბევრი ტკბილეულობა და ნაყინები ჭამეს.. მთელი დღის განმავლობაში თამაშობდნენ.. ჯიმინმა ბევრი იცინა..

მისი ღიმილი იუნგის გულს ადნობდა..

ჯიმინს თითქმის დაავიწყდა მისი პრობლემები.. ყველაფერი ცუდი.. იუნგი ამას ახერხებდა.. იუნგი მის გაბედნიერებას ახერხებდა..

საღამოს იუნგი სახლში დაბრუნდა და მისი საყვარელი ჯიმინისგან მესიჯი ხვდება..

"დღეს ძალიან კარგი იყო.. მადლობა ამისთვის.. მართალია არც თუ ისე დიდი ხანია გიცნობ.. სულ რაღაც ორი დღე მაგრამ მინდა გითხრა რომ ძალიან ძალიან მიყვარხარ.. მადლობა რომ ჩემი მეგობარი ხარ <3"

"ჯიმინ გეფიცები.. თუ ასე საყვარლად მოქცევას გააგრძელებ მომკლავ.. მადლობა საჭირო არ არის.. მეც ძალიან ვიხალისე შენთან.."

".. საყვარელი ხარ"

"კიდე?"

"კიდე რა?!"

"შეიძლება რაღაც გითხრა.."

"კი.."

"გთხოვ შეწყვიტე შენს თავზე ზიანის მიყენება.."

"მაგრამ...
არ ვიცი.. მაგრამ... ვეცდები.. გძულვარ? უკვე...?!"

"სულაც არა ჯიმინიი ;)"

";)"

"შენც ასეთივე სმაილით მიპასუხე ჰეჰე"

"გაკოპირებ..;)"

"საყავრელი ხარ.. ჰეჰე"

My Diary**Yoonmin (Georgian translation)Where stories live. Discover now