4

3.5K 266 35
                                    

"ჯანდაბა"

თავისთვის თქვა ჯიმინმა.. ოთახი გადაატრიალა მაგრამ დღიური ვერსად იპოვა.. იქნებ ვინმემ წაიკითხოს... მაშინ მართლა დასრულდება მისი სიცოცხლე..

ჯიმინმა ნერვიულობისგან ხელები ნარინჯისფერ თმებში შეიცურა..

ჩაიმუხლა და ტირილი დაიწყო.. არაფრის ხასიათი აღარ ჰქონდა... უბრალოდ იჯდა და შედეგებზე ფიქრობდა.. იქნებ რომელიმე სკოლელმა წაიკითხოს.. მერე ყველა გაიგებს რომ გეია.. და ცუდი ჩვევები რომ აქვს.. ხალხი მას დასცინებს.. იმაზე მეტად დააბულინგებენ, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდნენ...

ჯიმინი საწოლზე დაწვა.. თვალები დახუჭა იმ იმედით რომ ხვალე თავის დღიურს იპოვნიდა და რომ არავინ წაიკითხავდა მას..

Yoongi pov

პატარა.. საყვარელი ბიჭუნა... ულამაზესი.. ასეთი არ მინახავს.. მისი ნარინჯისფერი თმა ანათებდა.. საყვარელი ტანის აღნაგობა.. ფუმფულა ტუჩები.. მათ თავიდან ვერ ვიგდებ.. რა ჯანდაბაზე ვფიქრობ?! ამაზე ახლა არ უნდა ვფიქრობდე.. ეს არ არის მთავარი.. მას რვეული დაუვარდა.. როგორმე უკან უნდა დავუბრუნო..

როდესაც სახლში დავბრუნდი სწრაფად გადავშალე რვეული.. მაგრამ არ ვიცოდი რომ ეს დღიური იყო.. პირველ გვერძე წარწერა ჰქონდა "ეს დღიური ეკუთვნის პაკ ჯიმინს.. არც ეცადო მისი შინაარსის წაკითხვას თორემ ცუდად გახდები..."

რა საყვარლობა წინადადებაა.. და რა ლამაზი სახელი აქვს.. ჯიმინი.. მიუხედავად ამისა მაინც არ შევწყვიტე კითხვა... მაინტერესებდა რა ეწერა... შეიძლება პირადულია მაგრამ ჩემს თავს ვერ ვაჩერებ... ამ საყვარელზე უფრო მეტის გაგება მინდა.. ალბათ შიგნით მისნაირ საყვარლობა რაღაცებს წერს... მაგრამ.. ჩემი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო რაც დავუშვი..

არ ვიცი რატომ ვიწყებ დღიურის წერას.. ვფიქრობდი რომ დღიურის დაწყება ბანალური იყო მაგრამ... არავინ მყავს რომ დაველაპარაკო.. ამიტომ მინდა რომ ყველაფერი აქ დავწერო..

დღეს ჩემი პირველი დღეა სკოლაში... ამ დღეს მოუთმენლად ველოდი.. ვფიქრობდი იმაზე თუ როგორ მომეხსნებოდა კომპლექსები.. იმაზე თუ როგორ გავიჩენდი ახალ მეგობრებს.. მაგრამ არა.. ვცდებოდი.. არავის სურდა ჩემთან საუბარი... მარტო ვიყავი... და სახლში დაბრუნებისას უბრალოდ ძილი ვცადე...

ჩემი მშობლები ჯერ კიდევ არ არიან სახლში.. უკვე 2 საათია.. ვერ ვიძინებ.. და იმას დაიჯერებ რომ ახლო მეგობრები არასოდეს მყოლია??? ჩემი მშობლები არასოდეს მეკითხებიან იმას თუ რა მჭირს.. ჩემი პატარა ძმის გარდაცვალების შემდეგ ისინი ასე იქცევიან.. ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს.. ჩემი ძმა მენატრება.. მხოლოდ ის მელაპარაკებოდა ხოლმე.. ახლა უნდა დავიძინო.. მაგრამ კოშმარების მეშინია.. კარგი არაუშავს.. ღამე მშვიდობის.. •

პირველი "დღის " წაკითხვას მოვრჩი.. ვიცოდი რომ ცუდად ვიქცეოდი მაგრამ შემდეგ გვერძე გადავშალე...

.......

My Diary**Yoonmin (Georgian translation)Where stories live. Discover now