თავი მეოცე

284 43 14
                                    

- მანლენდში უნდა წახვიდე , იქ სადაც სულები მიჰყავთ

-ეს ხომ შეუძლებელია. მანდლედი ეს სულების ადგილია. იქ შესვლა...- სიტყვებზე თავი გააქნია

[time skip]

-სეჰუნი! სეჰუნი მომგვარეთ- დავიყვირე და მათი მიმართულებით წავედი, ვიღაცზე ჯავრი უნდა გადამეყარა და კითხვებზე პასუხიც უნდა გამეგო. ჩემმა ცეცხლმა სასახლეა დაანგრია, კიდევ კარგი შევჩერდი, თორემ აქაურობის ნატამალიც არ დარჩებოდა. 

მალე სეჰუნი მოიყვანეს, სხეული ნახევრად დამწვარი ქონდა, რადგან იმ მომენტში გაქცევა არც უცდია. კიდევ კარგი გადარჩა, თორემ პასუხებს ვერ მივიღებდი

-ეს რატომ გააკეთე?- დავიყვირე, მაგრამ ჩემს ხმაზე წარბიც არ შეურხევია- არ გესმის რა გკითხე? დაგავიწყდა ვინ ვარ?- ხმის ტემბრს კიდევ უფრო ავუწიე და ვგრძნობდი ბრაზი როგორ ამონებდა ჩემ სხეულს. სატანის მხარემ უკვე გაიღვიძა

-შენ არ ხარ ჩემი მეუფე- ხმადაბლა, მაგრამ მაინც გასაგონად თქვა. მისმა სიტყვებმა ბრაზში ჩამახრჩო 

-სულელო ლაწირაკო, რას ამბობ- ბოლო ხმაზე ვყვირი და უკვე ცეცხლიც მეკიდება. ორივე რქა ჩნდება და სისიხლში იფარება. ირგვლივ საშინელი ქარი გაჩნდა და ბნელეთი სულებიც გამოჩნდნენ . მათ სეჰუნის ირგვლივ დაიწყეს ტრიალი და ის საბოლოოდ შთანთქეს, დიდი ტკივილის შემდეგ

-ყველაზე კარგი სასჯელი ტკივილით სიკვდილია სეჰუნ - სანამ გაქრებოდა ვუთხარი და მის გვერდით ჩავიარე, ისე რომ ცოდვები ამომკეთხა და მისი  განვლილი ცხოვრება მენახა.

-გაიგე ეს რატო ჩაიდინა?- მკითხა მონმა და დედასთან ერთად გვერდით დამიდგა

-ჩანი- არ მინდოდა დედაჩემის წინ ყველაფერი მეთქვა, ის ხომ მამამისი იყო

-აჰ გასაგებია. ყველაფერი მზადაა შეგვიძლია დავიწყოთ მინა -მითხრა ჰასამ და სხვა ადგილას გავჩნდით

ეშმაკის თოჯინაWhere stories live. Discover now