თავი მეოთხე

667 89 68
                                    

უნდა გავიქცე, ჩემ ფიქრებში არ უნდა შემოაღწიოს. მას ყველაფერი ესმის, ის ყველას კლავს და ეს ყველაფერი ჩემს გამო ხდება. მე მკვლელი ვარ...

საავადმყოფოდან გავედი, ისიც თან გამომყვა. ეშმაკის თოჯინა? რატო მაინც და მაინც მე?

-პასუხებს ვერ იპოვი- გვერდით ამომიდგა და ხელზე ძლიერად მომიჭირა

-უნდა მოგიშორო- ვუთხარი და იმ მაღაზიისკენ წავედი , საიდანაც ყველაფერი დაიწყო

-მე გაგაფრთხილე- ეშმაკის ღიმილი დაიკრა სახეზე , რამაც საშინლად შემაშინა.

მაღაზიას მივუახლოვდით.. მანამდე რატო ვერ შევამჩნიე ეს უკუნი სიბნელე , რომელიც მხოლოდ ამ ადგილას ბუდობდა? ეს საშინელი, ბნელი აურა, რომელიც ასე მაშინებს.

-შენი ფიქრები გასაღებივითაა

-თავი დამანებე და სხვის თავში ნუ იქექები- დავუყვირე და მაღაზიის წინ დავდექი. დაკაკუნება გადავწყვიტე , რომ კარი თავისით გაიღო. ოთახში მხოლოდ თოჯინების თვალები ანათებდნენ, დიახ ანათებდნენ და პირი სისხლი ჩამოსდიოდათ. 

-მგონი მელანდება- სახეზე ხელი შემოვირტყი

-არა, არ გელანდება, მაგრამ ამას მარტო შენ ხედავ- გვერდით ისევ ის ამომიდგა

-რაა? რატოო?- ხელები მხრებზე შემოვიხვიე

-გელოდით-  მოულოდნელობისგან შევიხტი

-თქვენ ვინ ხართ? მე სხ...

-ის მოკვდა, უფროსწორად მოკლეს- იმ ქალის სიტყვებმა კიდევ უფრო შემაშინა

-შემოდით და უკეთ მოგიყვებით-მითხრა და მეორე ოთახისკენ გამიძღვა

-მე აქ მოვე...

-ვიცი რისთვისაც- უკვე მერამდენეჯერ შემაწყვეტინა სიტყვა

-ის ქალი დედაჩემი იყო. ის თოჯინამ მოკლა- მისი სიტყვების გაგება და ჩემი წამოყვირება ერთი იყო. როგორ შეეძლო ამ სიტყვების მერე ამ ქალს აქ ცხოვრება?

-ვინ?

-თოჯინამ ... 

-ჩემმა? -ასოები ძლივს წარმოვთქვი.

-არ ვიცი, ეს მას კითხე

-ხო, მაგრამ მე ეს სურვილი არ მქონდა

-შეიძლება ის მარტო შენს სურვილზე არ მოქმედებს. თან კიდევ სხვა თოჯინებიც არიან

-რააა?როგორ?

-ყველა თოჯინა თავის დროზე ადამიანი იყო-მისმა სიტყვებმა კიდევ უფრო დამაბნია- როცა ადამიანი კვდება, თუ მას საშინელი ცოდვები აქვს ჩადენილი ის თოჯინის სხეულში ხვდება და ადამიანების მონა ხდება

-საშინელი ცოდ-დ-დვა?

-ხო, მაგალითან ვინმეს მოკვლა, სუიციდი და ა.შ

-ხო, მაგრ....

-და კიდევ ერთი... თუ მას სიკვდილს უსურვებენ ის ადამინი სამაგიეროს გადასახდელათ თოჯინა ხდება. ფრთხილად იყავი სურვილებთან , ისინი კარგს არაფერს მოგიტანენ

-კრი-კრ....- ღმერთო მე ხომ მას სიკვდილი ვუსურვე,ის მოკვდა...

-მომისმინე შენ ამ ადგილს შენით მოაგენი, შენ სხვა ხარ... მან შენ აგირჩია და მთელი შენი სხეული შეიპყრო

-რას ამბობთ? იმ თოჯინამ?

-არა... ამას მალე გაიგებ... შენ მათი დედოფალი ხარ... მისი მემკვიდრე

-რაა?

-ნუ ღელავ ეს ადგილი თოჯინებისგან იცავს , ამიტომ აქ ვერავინ შემოვა თუ მასში ბნელი ძალა არაა ჩასაფრებული

-არა ეს არ... ვისი მემკვიდრე? მამაჩემი, ის ხომ....

-შენ ადამიანის შვილი არ ხარ... შენ ეშმაკის შთამომავალი ხარ მინა....

---------------

ეშმაკის თოჯინაWhere stories live. Discover now