თავი მეცამეტე

373 69 33
                                    

-მართლაც, გგავარ, მაგრამ შენზე ძლიერი ვარ

მე დაგამარცხებ ამ ბრძოლაში

-ისეთივე ჯიუტი ხარ , როგორიც დედაშენი იყო-თავისთვის ჩაიღიმა

-არაფერი მახსოვს- ვუთხარი ისე , რომ თვალიც არ ამირიდებია

-ვიცი- თავი დამიქნია

-ვიცი, რომ ეს შენი გაკეთებულია, ამიტომ დამიბრუნე ის რაც წამართვი

-რა? დაგიბრუნო ის რაც წაგართვი?- სიცილი დაიწყო, ამ მომნტში ის მართლა ეშმაკს გავდა.

-ხო-თავი ისე მოვიკატუნე, თითქოს არც შემშინებია

-მე არაფერი წამირმია, ეს შენ არ გინდა გახსენება

-რას ამბობ?

-მომისმინე, მიუხედავად იმისა , რომ წყვიადის მეფე ვარ, მე მაინც მამაშენი ვარ. ყველანაირად ვცდილობდი, ის ბედი არ გაგეზიარებინა რაც გეკუთვნოდა, ამიტომ გაგზავნე დედამიწაზე, მეგონა იქ უკეთეს ბედს გაიზიარებდი და აქაურობას მოშორდებოდი.

-უუუ  რა სამწუხაროა, რომ ეშმაკისგან სიმართლეს ვერასდროს გაიგებ- ჩავიღიმე და მას მივუბრუნდი. ვგრძნობდი როგორ იცვლებოდა ჩემში ყველაფერი, ახლა ვინმეს მოკვლა და მისი სისხლის შეგრძნება მინდოდა.  მინდოდა ვინმესთვის გული ამომეცალა და ნაკუწებად მექცია, თავისი ცოდვების გამო ისე გამეწამებინა, რომ მთლიანად ჩაფლულიყო და განეცადა ის რაც სხვას დამართა.  მანამდე რატო ვერ ვგრძნობდი ამას? ჰაერი, ის ჰაერი რამაც შემცვალა, ის რაც ასე ძალიან მომწონს, ჯოჯოხეთის ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, ახლა თავს იმაზე თავისუფლად ვგრძნობდი ვიდრე ოდესმე. ეს ნამდვილად ჩემი სახლია, ჩემი საკუთრება

-არ გატყუებ მინა, მეხსიერება შენ დაბლოკე და მისი მოხსნა არავის შეუძლია. მხოლოდ შენ... შენ ჩემზე ძლიერი ხარ და არ მინდა დაშავდე, მაგრამ მეშინია, რომ ამ სამყაროს ეკუთვნი. ჯობდა დედაშენს დაეჯერა და აქედან წასულიყავით, სანამ დრო იყო.- მის თვალზე ვფიცავ ცრემლები დავინახე, მაგრამ სიმართლეა კი? ეშმაკს არ უნდა ენდო.- ვიცი რაც გინდა და რა იყო შენი მიზანი. 

ეშმაკის თოჯინაWhere stories live. Discover now