თავი მეთხუთმეტე

367 64 28
                                    

თითოეული მომენტი, თვალწინ წარმომიდგა. საშინელმა ბრაზმა ამიტანა, რადგან ის რომელმაც დედაჩემი მოკლა ჩემ წინ იდგა. მის თვალებში ის ტანჯვა არ ჩანდა, რაც უნდა ყოფილიყო, ის უნდა მოკვდეს...

ეშმაკებმა თავი დამიკრეს და ქაის მოშორდნენ.

 მის საცოდავ სახეზე ჩამეცინა. კისერზე ხელი მოვკიდე და დახრჩობა დავუპირე. ფართხალებდა , მაგრამ არაფერს ამბოდა. უკვე ვგრძნობდი ჰაერი არ ყოფნიდა.

-საცოდავო, შენი მეგობარი სიკვდილისთვის როგორ გაიმეტე? დედაჩემი როგორ მოკალი?-უკვე ვყვიროდი, მაგრამ ის მაინც არაფერს ამბობდა.

-მინა გეყოფა, ხელი გაუშვი. ის ამას არ იმსახურებს- მითხრა ,,ყოფილმა სატანამ"

-მინა? მინა არ არსებობს, მე სატანა ვარ- ვუთხარი თუ არა, ქაი მაღლა ავწიე და იქვე კედელს ძლიერად მივარტყი, ისე რომ კედელი გაიბზარა.

-ისე მართალი ხარ- ჩავიცინე, როცა ქაის სახეზე სისხლი შევნიშნე- ის ამას არ იმსახურებს, მას უარესი ხვდება

ძირს მჯდომ სისხლიან ქაის მივუახლოვდი და ფრთებში ვწვდი ხელი

-ერთი მაინტერესებს, ნანობ?

-არა- მის სიტყვებზე კიდევ უფრო გავბრაზდი და ერთი ფრთა მთლიანად მოვაგლიჯე. ხმა ისევ არ ამოიხო, მივხდი, რომ ტკივილს გულში იხშობდა. მისი ფიქრებიც თითქოს დაბინდული იყო. ნუთუ არაფერზე ფიქრობს?

-იმას გავანადგურებ რაც ყველაზე მეტად გიყვარს, მაშინაც არ ამოიღებ ხმას?- თავი ახლოს მივწიე

-შენ თავს გაანადგურებ?

-როგორც ვხედავ, ჯერ თავს კარგად გრძნობ

-ვიცი რის გაკეთებასაც ცდილობ. შეიძლება სასტიკად მოვიქეცი და მეგობარი გავწირე, მაგრამ ეს უნდა გამეკეთებინა

-თავსაც არ იმართლებ?

-რატო უნდა გავიმართლო?

-ვერ გიტან! წაიყვანეთ!!- დავიყვირე და ეშმაკები გამოჩნდნენ. ბორკილები დაადეს და წაყვანა სცადეს, რომ გაჩერდა და შემომხედა

-გრძნობებს მაინც ვერ შეცვლი

-------

ჩემს ოთახში შევედი და საწოლზე ჩამოვჯექი. თავი ხელებში ჩავრგე და დღევანდელზე დავფიქრდი. რა ვქნა? რაღაც მხრივ მართალიცაა, მაგრამ მეორე მხრივ... მან ის მოკლა, ვინც მჭირდებოდა.

თვალები დავხუჭე და მალევე ჩამეძინა.

-უკვე სატანა ხარ?

-ვინ ხარ?

-არ გეგონოს, რომ სიზმარია. სატანა სიზმარს ვერ ხედავს

-ვიცი და მაგიტომ გეკითხები ვინ ხარ?- მოსაუბრის სახეს ვერ ვხედავ, ამიტომ ეჭვებიც მიჩნდება ერთ ადამიანზე

-მიკვირს, რატო ვერ გამიხსენე. ეჰ არადა პირველივე სიზმარი კარგი ნამიოკი იყო მეგონა

-ბიონ ბექიონ!

-როგორც იქნა პატარავ. მალე შევხვდებით- სიცილს ხმა გავიგე, ეტყობოდა სადმე დახურულ სივრცეში ვიყავით, რადგან კედლებმა ხმა აირეკლა. ჩემგან არც ისე შორს უნდა მდგარიყო, ამიტომ მივუახლოვდი, ხელი ჩავჭიდე, მაგრამ მაშინვე გაქრა. სიცილი კი ისევ გაგრძელდა.

გამომეღვიძა, საშინლად გავოფლიანდი. საწოლიდან წამოვდექი და ოთახი დავტოვე.

-ჯონგინი მომგვარეთ- დავიყვირე და მალევე ჩემთან გაჩნდნენ- დაგვტოვეთ!- თავი დამიკრეს და გაქრნენ

-უნდა იცოდე რისთვისაც მოგიყვანე

-არ ვიცი

-დღეიდან შენ ჩემი პირადი მონა ხარ

-თოჯინა უკეთესია

-ყველა მონა სათამაშოა- ვუთხარი თუ არა თავზე ხელი დავადე და ,,წოდებაც" მივეცი. 

-ჯერ არ დაგისრულებია- მითხრა თუ არა ტუჩები მაშინვე შეაერთა. მოშორება არც მიცდია, რადგან ის მომენატრა.

-მგონი ესე აჯობებს- მითხრა  და თავი გასწია

-ჯერ კიდევ დაგვრჩა საქმე დასასრულებელი

-რა?

-დრო მოვიდა თავად ღმერთს ვესტუმროთ, მისივე სამყაროში. -  ჩავიცინე

-რა?

-სამოთხეში მივდივართ....

---------------------

გაგრძელება იქნება😂

მგონი  ,მგონი მალე დასრულებასაც ვიხილავთ😂😂 იმედია ცუდად არ დასრულდება😂😭

ეშმაკის თოჯინაWhere stories live. Discover now