თავი პირველი

1.5K 106 23
                                    

2018 წელი 21 დეკემბერი

გამარჯობა დღიურო ,   იქნებ ჯობს სხვანაირად დავიწყო? იქნებ რამე დაგარქვა?არა ეს ჩემი საქმე არ არის, ამიტომ პირდაპირ დავიწყებ.

 მინა 21 წლის, არ მყავს არც დედა და არც მამა. ვცხოვრობ ბებიასთან ერთად , უინტერესო ცხოვრება, ერთფეროვნებით გაჯერებული დღეები.

სულ ეს იყო ,იმედი მაქვს ყველაფერი შეიცვლება.

-ბებო გავედი- დავიყვირე და ფეხზე ჩავიცვი

-ფრთხილად იყავი და სათამაშოებს არ გაეკარო

-როგორც ყოველთვის. ბებო სათამაშოები არაფერს დამიშავებენ!

-იმედია ამას ვერ გაიგებ,-ყურადღება არ მივაქციე მის ნათქვამს ისე წამოვედი სახლიდან

არ ვიცი რატომ, მაგრამ რაც თავი მახსოვს ერთი სათამაშოც არ მქონია და სახლშიც არაფერს ნახავთ მსგავს. ბებიაჩემი სულ მარიგებს-ჰანა სათამაშოებს არ გაეკარო, ისინი საფრთხეს მოგიტანენ.  მაგრამ მის ნათქვამს ყურადღებას არ ვაქცევ, ან რატო უნდა მივაქციო, ქალი საცაა 80 წლის გახდება და ბუნებრივიცაა მისგან ესეთი ბოდვები.

ეს ორი თვეა ნორმალურად არ მძინავს, ზუსტად ჩემი დაბადების დღის შემდეგ. სულ ერთი და იგივე სილუეტს ვხედავ, ერთი და იგივე მოვლენებს და ეს საშინლად მაშინებს. არავის ვეუბნები რადგან ან გიჟად ჩამთვლიან ან ბებიაჩემს შეატყობინებენ და ეგ დარიგებებს დამიწყებს, მაგის თავი კი ნამდვილად არ მაქვს.

-მინა!! - ფიქრებიდან უცნობმა კაცის ხმამ გამომარკვია. უკან მივიხედე, მაგრამ არავინ იდგა, ქუჩა მთლიანად ცარიელი იყო. გვერდითაც მივიხედე, მაგრამ ისევ არაფერი, მხოლოდ ვიტრინა და მასში ჩარაზული სათამაშოები. ერთმა მათგანმა ყველაზე მეტად მიიქცია ყურადღება

-ვიღაცას მაგონებს-ჩავიბუტბუტე და ვიტრინას მივუახლოვდი. 

შავი  აწეწილი თმით, ხორბლისფერი კანით და თეთრი ტანსაცმლით. ცოტათი საშიში, მაგრამ სიმპატიური.

-ქალბატონო რამის ყიდვას აპირებთ?- კარები გააღო მოხუცმა ქალმა და  ჩემსკენ გამოემართა

-აიი ეგ თოჯინა- ვუთხარი და იმ სათამაშოზე მივუთითე, რომელსაც ვაკვირდებოდი. ამაზე ღიმილი შეახმა და შეშინებული სახით გამომხედა

-ეგ თოჯინა? მაგას როგორ.... 

-რა? არ იყიდება?

-შემოდით -მითხრა და ნელა გამიძღვა წინ

-რამდენი თოჯინაა- გაკვირვებისგან პირი დავაღე

-ბავშვობაში სათამაშოებს არ გაკარებდნენ ხო?

-რა იცით?

-განსხვავებული ხარ

-რატო?

-ეს სათამაშო, მას მხოლოდ განსაკუთრებული აიღებს.

-რატომ? რამე ხდება?

-მალე გაიგებ, უბრალოდ ფრთხილად იყავი შენს სურვილებთან

-ვერაფერს ვხდები

-შეგიძლია სათამაშო უფასოდ წაღო ,მაგრამ ღამით ფრთხილად იყავი-მითხრა და ვიტრინიდან ის ბიჭუნა გამოიტანა. შემდეგ რაღაც თხელი ფენა მოაშორა და ისე ხელში დამაკავა

-მადლობა

-არ დაგავიწყდეს რაც გითხარი

-კარგით-ვუთხარი და თოჯინა ჩანთაში ჩავიდე, შემდეგ კი უნივერსიტეტში წავედი.

ეშმაკის თოჯინაWhere stories live. Discover now