ეპილოგი

1K 124 8
                                    

ერთი თვის შემდეგ

გამარჯობა, თეჰიონ.

არ ვიცი ამ წერილს უნდა გწერდე თუ არა, მაგრამ უფლება გაქვს იცოდე ვინ იყო და რა მოუვიდა ადამიანს, რომელმაც, ვხედავ, ცხოვრება თავდაყირა დაგიყენა.

ჯონგუკი ჩვეულებრივი ახალგაზრდა არასდროს ყოფილა. ცამეტი წლის ასაკში ფსიქიკური პრობლემები აღმოაჩნდა.

ძველებურად აზროვნებდა და იქცეოდა, მაგრამ ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ყველაფრის მსხვრევა დაეწყო, შემდეგ კი ვერაფერი გაეხსენებინა.

მშობლები ადრე დაგვეღუპნენ. მის გარდა არავინ მყავდა, ამიტომ არ მინდოდა საგიჟეთში გამომეკეტა. უბრალოდ ვეგუებოდო მის ქცევებს და ნელ-ნელა მათი პროგნოზირებაც ვისწავლე.

ხშირად საკუთარ თავს ელაპარაკებოდა, შემდეგ კი ყვირილს იწყებდა. მიჭირდა მისი დამშვიდება. ერთ დღესაც ყველა ეს სიმპტომი გაუქრა და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა.

მის მდგომარეობაზე საუბარი არც კი მიცდია. თვითონაც ხვდებოდა რომ რაღაც რიგზე არ იყო, მაგრამ არ იმჩნევდა.

ერთხელ გამომიცხადა, რომ მარტო ცხოვრება უნდოდა. ამის ნება მივეცი, მაგრამ თვალს არასდროს ვაცილებდი. მის ყოველ ნაბიჯს ვაკონტროლებდი.

შემდეგ შენ შეგხვდა...

აგიკვიატა. მთელი ოთახი შენი სურათებითა და ნახატებით აავსო.

არ ვიცოდი რატომ მიგეჯაჭვა. მეშინოდა შენთვის არაფერი დაეშავებინა, თუმცა ბოლოს მივხვდი რომ მსგავსს არაფერს ჩაიდენდა.

ერთხელ შენზე ვისაუბრეთ კიდეც.

მითხრა, რომ შეუყვარდი. ვკითხე რატომ არაფერს გიმხელდა, მაგრამ პასუხი ვერ გამცდა.

ვიფიქრე, იქნებ სიყვარული დახმარებოდა განკურნებაში.

გიყურებდით და ვხედავდი რომ შენთან თავს კომფორტულად გრძნობდა. იმედი მომეცა, რომ მისი სიმპტომები აღარ დაბრუნდებოდა და რომ შეძლებდა შენთან ერთად ბედნიერი ყოფილიყო.

იმ ღამს, როცა ერთმანეთს ქუჩაში აკოცეთ, სახლამდე გამოგყევით. ყოველთვის გითვალთვალებდით.
ცუდი საქციელია, ვიცი, მაგრამ
იმედია გამიგებ.

მეც იქვე ვცხოვრობდი. ჯონგუკმა ეს არ იცოდა.

ფანჯრიდან ვიყურებოდი როცა დავინახე ქუჩას მარტო როგორ მიუყვებოდა.

გავყევი და აღმოვაჩინე, რომ მდინარეში გადახტომას აპირებდა.

მაშინ მივხვდი რომ ისევ დაუბრუნდა ძველ მდგომარეობას და თანაც გაურესებული სახით.

შემეშინდა. მისი დაკარგვის საშინლად შემეშინდა. პანიკაში ჩავვარდი და თავს ძლივს მოვერიე რომ შემეჩერებინა.

ამჯერად ფსიქიატრიულში წავიყვნე. ეს ადრეც უნდა გამეკეთებინა.

ვერ განვკურნეთ, თუმცა იქ თავს კარგად გრძნობს.

ფურცლის მეორე მხარეს მისამართი წერია. შეგიძლია მოინახულო. მე ვეღარ მცნობს. ალბათ, ვერც შენ გიცნობს, მაგრამ არ ვიცი...თავი ვალდებულად ჩავთვალე საქმის კურსში ჩამეყენებინე.

ნამჯუნი, ჯონგუკის ძმა.

თეჰიონმა ცრემლებით დასველებული ფურცელი დაკუჭა და წამოდგა. არც კი დაფიქრებულა. მაშინვე საავადმყოფოს გზას დაადგა.

Naked • TaeKook FF • [COMPLETED]Where stories live. Discover now