• 2 •

1.1K 141 36
                                    

ქარიშხალი უფრო და უფრო გაძლიერდა და მთელი ქალაქი სტიქიაში გახვია. ამ
ბობოქარი არემარის სულისშემძვრელი ხმაურის ფონზე ორი ბიჭი ჩუმად იდგა ბრჭყვიალა შუქით განათებულ ოთახში და ერთმანეთს მიშტერებოდა. ერთის თვალებში დაბნეულობა და ეჭვი, ხოლო მეორისაში გამარჯვების ჟინი და როგორ ყოველთვის, იდუმალება იკითხებოდა.

- ეგრე რატომ მიყურებ? მინდა შიშველი დაგხატო.

- ჩვენ მაგაზე არ შევთანხმებულვართ.

თეჰიონი ცდილობდა გულგრილი და მშვიდი ტონი შეენარჩუნებინა, მაგრამ აღელვების დამალვა მაინც გაუჭირდა. გუკი გრძნობდა რომ სანახევროდ უკვე თვითონ მართავდა ბიჭს და რაც არ უნდა ეთქვა, მიზანს მაინც მიაღწევდა.

- არც არაფერზე შევთანხმებულვართ. შეგიძლია უბრალოდ უარი მითხრა და წახვიდე. შენს შეჩერებას არ ვაპირებ.

თეჰიონმა ფანჯრისკენ თვალი გააპარა. სტიქია მძვინვარებდა და ასეთ ამინდში გარეთ გასვლა შეიძლებოდა სიცოცხლის ფასად დაჯდომოდა. გარდა ამისა, ფული სჭირდებოდა. ავადმყოფი დედისა და მცირეწლოვანი დისთვის უნდა მიეხედა.

- ბოლოს და ბოლოს, რის მიღწევას ცდილობ? რა გინდა?

- არ ვიცი.

არ იცის ვინ არის, არ იცის რა უნდა.

თეჰიონს ტუჩებზე დამცინავმა ღიმილმა გაურბინა. თავი გააქნია და სავარძელში კომფროტულად მოთავსდა. რამდენიმე წუთი ხმას არ იღებდა, უბრალოდ ერთ წერტილს უაზროდ მიშტერებოდა.

- რა გადაწყვიტე?

ჯონგუკმა ბიჭს გამომცდელი მზერით გადახედა. თეჰიონმა იგრძნო, რომ გუკი შინაგანად უკვე გამარჯვებას ზეიმობდა.

- თანახმა ხარ თუ არა?

თეჰიონმა ამოიოხრა და მხრები აიჩეჩა, რაც თანხმობიდ ნიშანი იყო. ნებდებოდა ამ იდუმალი ბიჭის იდუმალ ზრახვებსა და მისწრაფებებს. არც მათ ამოცნობას და არც მათი კვალის დევნას აპირებდა. მთავარი იყო ფული მიეღო. გრძნობდა პატივმოყვარეობას კარგავდა, მაგრამ რა უნდა ექნა? უკვე დიდი ხანია დაიწყო ცხოვრებასთან თამაში და კარგად თუ ცუდად, მისი ნასროლი ყველა ბურთი უნდა მოეგერიებინა.

Naked • TaeKook FF • [COMPLETED]Unde poveștirile trăiesc. Descoperă acum