• 3 •

1K 146 44
                                    

ბიჭებმა რომ დაიძინეს, გათენებას სულ რაღაც ერთი საათი აკლდა. ახალი დღის დადგომასთან ერთად ბუნებამაც თავისი ულმობელი კლანჭები დამალა, ანარქიას მოწყურებული, აბორგებული სული ერთი ამოსუნქთვით დაიმშვიდა და არემარის ნგრევას დროებით თავი მიანება.

სულ მალე მზეც ამოვიდა. ოთახში ცელქი ათინათი შემოიპარა და თეჰიონის სახეს წაეთამაშა. ბიჭი შეიშმუშნა და ხელების უმისამართოდ ქნევა დაიწყო, თითქოს ეს მოქმედება სინათლეს გაფანტავდა.

ბოლოს, როცა ვერაფერს გახდა, მეორე მხარეს გადაბრუნდა. თითქოს მოისვენა კიდეც, თუმცა რამდენიმე წამში სახეზე თბილი ჰაერის ტალღა იგრძნო და ამან საბოლოოდ გამოაღვიძა. ბიჭმა თვალები გაახილა და ჯონგუკის სახის დანახვაზე გველ ნაკბენივით წამოვარდა. თავიდან ვერ მიხვდა სად იყო, თუმცა მეხსიერება მალევე დაუბრუნდა. ღრმად ამოიოხრა, სიცივიგან თავის დასაცავად ნახევრად ისევ საბანში გაეხვია, ერთხელ ჯონგუკს გადახედა და სიგარეტს მოუკიდა.

ოთახი თამბაქოს სუნით გაიჟღინთა.

ჯონგუკმა რამდენჯერმე დაახველა და მოუსვენრობა შეეტყო. თეჰიონმა ცოტა ხანს იყოყმანა, მაგრამ ბოლოს მაინც ჩააქრო სიგარეტი. უეცრად გაახსენდა როგორ სთხოვა ჯონგუკმა მოწევისა და დალევისთვის თავი დაენებებინა. ბიჭს ნაღვლიანად გაეღიმა. ეს მასაც ძალიან უნდოდა, მაგრამ ძალა არ ჰყოფნიდა.

თეჰიონმა კიდევ ერთხელ ამოიოხრა და ჯონგუკისკენ გადაბრუნდა. რამდენიმე წამი გაშტერებული უყურებდა, ბოლოს მთელი სხეულით მიუახლოვდა და ხელი მის წელზე მოათავსა.  მოულოდნელად გაახსენდა, რომ შიშველი იყო და მათ სხეულებს მხოლოდ გუკის ტანსაცმელი აშორებდა. ამან უფრო აღაგძნო. გულის ცემა აუჩქარდა. მიხვდა, რომ უცნობმა გრძნობამ დაიმონა და დაასუსტა

მხოლოდ ერთი უბრალო კოცნა. მას ძინავს. ვერც ვერაფერს მიხვდება.

გაიფიქრა და მისი ტუჩებისკენ წაიწია, თუმცა ამ დროს გუკმა თვალი გაახილა. თეჰიონი გაშეშდა. ვეღარაფერი თქვა, უბრალოდ თვალებგაფართოებული მიაშტერდა ახალგამოღვიძებულს.

Naked • TaeKook FF • [COMPLETED]Where stories live. Discover now