• 4 •

1K 138 46
                                    

თეჰიონის წასვლის შემდეგ გუკმა დროის შეგრძნება დაკარგა.

მხართეძოზე წამოწოლილი სულელივით იღიმოდა და ჭერს მიშტერებოდა. რაღაც რიგზე ვერ იყო. რამდენჯერმე წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა, მაგრამ ეზოში გადახედვისთანავე უკან გამობრუნდა.

ელდანაცემივით დაბიჯებდა ოთახში და ფრჩხილებს იკვნეტდა. დარწმუნებული იყო, რომ იატაკზე მოფენილი ჭურჭელი თვითონ დაამსხვრია, მაგრამ როდის ან რატომ? ეს არ ახსოვდა. ბიჭი ძლიერმა შიშმა აიტანა. იქნებ ძველი სიმპტომები დაუბრუნდა? კი მაგრამ, რამდენი ხანია?

ვაი თუ რამე სულელური ჩაიდინა?

ვაი თუ თეჰიონს რამე დაუშავა?

ამ ფიქრებით აფორიაქებულმა ჯონგუკმა მოსვენება საბოლოოდ დაკარგა. ჟაკეტს ხელი დაავლო და შეშლილივით გავარდა სახლიდან. აქოშინებული მიადგა კაფეს, სადაც თეჰიონი დღის მეორე ნახევარში მუშაობდა. როცა ფანჯრიდან მისი სახე დალანდა, დამშვიდდა და ნაბიჯს უკლო.

შიგნით არ შესულა. გარეთ ელოდებოდა მისი ცვლის დასრულებას და შორიდან უყურებდა როგორ დადიოდა ბიჭი წინ და უკან და მაგიდებს ემსახურებოდა.

მოსაღამოვდა. ხალხის რაოდენობამ იმატა. თეჰიონი გადაღლილი ჩანდა.

მუშაობა რომ დაასრულა ფეხზე ძლივს იდგა. გარეთ გამოვიდა თუ არა, გუკი წინ მიეგება. ადრე ყოველთვის იმალებოდა, მაგრამ რომ დაფიქრდა, ვერ მიხვდა ამ საქციელის მიზეზს. 

რატომ ესაუბრებოდა მხოლოდ და მხოლოდ სიმთვრალოს დროს?

რატომ არ აძლევდა უფლებას მისი სახე დაემახსოვრებინა ან მისი არსებობდა ეგრძნო?

რატომ არ უმხელდა თავის გრძნობებს და ტანჯულის როლს თამაშობდა?

ალე მოკვდები, დაგავიწყდა?

ჩასძახა ჯონგუკს ქვეცნობიერმა, მაგრამ ბიჭმა მისი მოსმენა არ მოინდომა, თავი გააქნია და შეშფოთებული წამოვარდა ფეხზე. თვალებში სისხლი ჩაუდგა.

Naked • TaeKook FF • [COMPLETED]Where stories live. Discover now