•1•

2.1K 167 50
                                    

ბნელი ღამე იყო. უჩვეულოდ ბნელი. ხელაღებით მოსრიალე ღრუბლები მთვარის გამონათების თითოეულ შემთხვევას ულმობლად სპობდნენ და სინათლის ყველა ნაპერწკალს წყვდიადში ახშობდნენ. დროდადრო არემარეს ცის თაღიდან წამოსული დამაყრუებელი ხმაური აზანზარებდა. ქარის იდუმალებით მოცულ, თითქოს ფრთხილ და მზაკვრული სურვილებით აღსავსე ქროლას ხეებზე შერჩენილი თითო-ოროლა ფოთლის რხევის ხმა ჰარმონიულად ერწყმოდა და ბუნებას მიძინების საშუალებას არ აძლევდა.

ჩანდა, წვიმას აპირებდა, თუმცა პირქუშ შენობებს შორის მოსიარულე თეჰიონს ამინდი სრულიადაც არ ანაღვლებდა.

ბიჭი აჩქარებული ნაბიჯით მიიწევდა წინ. მიუხედავად იმისა, რომ მის თვალებში მაინცდამაინც დიდი მოუთმენლობა არ იკითხებოდა, ეტყობოდა მნიშვნელოვანი ადგილისკენ მიემართებოდა. სასურველ პუნქტს რომ მიადგა, პირიდან სიგარეტი გამოიღო და უმისამართოდ მოისროლა. შემდეგ კარი ნელა შეაღო და შენობაში ლანდივით გაუჩინარდა. ხუთი სართული ისე აიარა, საკუთარი სუნთქვის ხმაც კი არ გაუგონია. სიჩუმეს უსმენდა.

- როგორც იქნა მოხვედი. - ბიჭმა ოთახში შეაბიჯა თუ არა, ვიღაც გახარებული ხმით მიეგება და მისკენ გამოემართა. - სხვათა შორის, არ მიყვარს როცა მალოდინებებ, მაგრამ ამჯერად გაპატიებ.

- ბოდიშს მოგიხდიდი, მაგრამ რახან უკვე მაპატიე... - ცალყბად ჩაიღიმა თეჰიონმა და მის პირდაპირ მდგარ ბიჭს თვალებში მიაშტერდა. შემდეგ გარშემო მიმოიხედა და წარბი აზიდა. - ეს არის შენი სტილი, ჯონ ჯონგუკ? ღამღამობით მუშაობ, თანაც მიყრუებულ ადგილას. თითქოს რაღაც დანაშაულს ჩადიოდე. უცნაური ადამიანი ჩანხარ.

- ვინ იცის, იქნებ ვარ კიდეც უცნაური ადამიანი.

თეჰიონს არაფერი უპასუხია. მტკიცე ნაბიჯებით წაიწია წინ და იქვე მდგარი საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. ერთგვარად მოსწონდა კიდეც აქაურობა, თუმცაღა ის უჩვეულო შეგრძნება, რომელიც შემოსვლისთანავე დაეპატრონა მის სხეულს, მოსვენებას არ აძელვდა.

Naked • TaeKook FF • [COMPLETED]Where stories live. Discover now