თავი ორმოცდამეთორმეტე

472 43 7
                                    

ჰერმიონმა და ჯინიმ სიცილი დაიწყეს და თან ერთმანეთს თვალი ჩაუკრეს
- ესეიგი რაოო? რას ამბობდით თქვენ ორი? - სიცილითვე აქეზებდა ჯინი ბიჭებს
- ჩვენ ჯენტლმენობა გამოვიჩინეთ, არ გვინდოდა გოგონებისთვის რამე დაგვეშავებინა - ბლეზმა და დრაკომ საწყლად გადახედეს ერთმანეთს და გოგონების მიერ სახეში ნასროლი თოვლის გუნდები ჩამოიწმინდეს
- აჰა, ანუ ჯენტლმენობა? როდის მერე გახდით ჯენტლმენები? - ჰერმიონმა წარბები აათამაშა და ისევ ნიშნისმოგებით გახედა ბიჭებს - აქამდე გოგო არასოდეს გაგიწვალებიათ ან თუნდაც გიწყენინებიათ? ეჰჰ ზაბინი, გირჩევ რომ შენისთანები მოატყუო ხოლმე
- ხო კაი, კაი. მართლები ხართ, მაგრამ უნდა ავღნიშნო რომ ძაან აგრესიულები და დაუნდობლები იყავით, ასე არაა? უსამართლოდ იქცეოდით... თვალის დახამხამებაც კი ვერ მოვასწარით რომ სამი ქვასავით გუნდა გვესროლეთ
- გეყოს წუწუნი მალფოი, თქვენ ხომ ჯენლტმენები ხართ, ასე არ გაგვაცანით თავი? გოგონებს ხომ სწორედ მაგიტო მოგვეპყარით ასე სათუთად?! - ჯინიმ წარბები აათამაშა და ჰერმიონს მკლავით უჯიკა
- სიმართლე უნდა ითქვას, მართლაც პატარა ბავშვების გუნდაობას ჰგავდა ეს ყველაფერი რაა და ძაან მოსაწყენი იყო. მე, ჯინი, ჰარი და რონი უფრო ვმხიარულობთ, იმიტომ რომ ჩვენ გუნდაობისას გაცხარებული ბრძოლა გვაქვს ხოლმე და არა ასეთი თამაში - ჰერმიონიც გამოეხმაურა ჯინის სიტყვებს
- აუ ეხლა რა გვიქნეს და შენ წარმოიდგინე მეტი მკაცრი წესებით რო გვეთამაშა რა დღეში ჩაგვყრიდნენ ეს გიჟები - დრაკომ ზაბინს ყურში ჩასჩურჩულა
- არა რაა ძმაო, ესენი რა საჩუქრის ღირსები არიან?! წამოდი, ბუხარში შევყაროთ და დავწვათ, ხო მაინც გავთბებით?! - ოდნავ ხმამაღლა, გოგონების გასაგონად უთხრა ზაბინმა დრაკოს
ჯინიმ წარბები შეკრა და მანაც ბიჭების გასაგონად ჰერმიონს უთხრა
- ხო ხო და სხვათაშორის ჰერმიონ ჯობია ჩვენც დავწვათ ჩვენი საჩუქრები. ანდა არა, უკეთესი იქნება სუყველას ჰარის და რონს თუ ვაჩუქებთ
- ან კიდე ნევილს, მასაც ძალიან გაუხარდება... დარწმუნებული ვარ ჩემი უზომოდ მოეწონება, მაგრამ არც შენსას არ დაიწუნებს - ჰერმიონმა გაიღიმა და წარბების თამაშით დრაკოს გახედა
- მეზიზღება შობა... - ზაბინმა ბუზღუნით დაიწყო ახალი გუნდის კეთება, თან დრაკოს უყვიროდა - რატომ არ დაუბლოკე როგორმე, გუნდებს რომ გვესროდენ? ყველაფერი შენი ბრალი იყო - თავისი გაკეთებული გუნდა მის მეგობარს ესროლა ბრაზით
დრაკომ თოვლი ჩამოიფერთხა და საპასუხოდ მანაც იგივე მოიმოქმედა, თან ისიც ეჩხუბებოდა
- როცა გუნდებს ვაკეთებდი, მაშინ უნდა დაგებლოკა, ანუ შენი ბრალი იყო - ეს დაუყვირა და ბლეზის სახე უზარმაზარმა თოვლის გუნდამ დაამშვენა
- აჰა ანუ მიწვევ კიდეც - ეს იყო უკანასკნელი მშვიდი წინადადება რაც კი მათი საუბრიდან მოისმა, ამის შემდეგ კი მათმა წივილ კივილმა და ღრიალმა მთელი მსოფლიო დააყრუა. ორივენი ერთმანეთს გამწარებით დასდევდნენ და უზარმაზარ გუნდებს ესროდნენ
- ეჰ, რამდენი ავადმყოფი დადის ამქვეყნად... - ჯინიმ დააკომენტარა მათი ყურებისას
- მგონი დროა დავტოვოთ, ძაან მხიარულობენ და ჩვენ ხელს ვუშლით - ჰერმიონი ნელ-ნელა მოსწყდა მათ ომს.
ჯინის პარკინსონი გაახსენდა და მაშინვე გადაიფიქრა წასვლა. ჰერმიონს ხელი მოჰკიდა და წინ გამოქაჩა
- აუ არა რაა, ვიყოთ და ვუყუროთ - უთხრა მან
- ძაან ერთობი არა ამათი სულელური საქციელების ყურებით?!
- აბა რაა, ეგ უკვე ჩემი ჰობი გახდა
- და წეღან რომ ლაპარაკობდი საჩუქრების დაწვაზე, გაქ ამათთვის რამე ნაყიდი, თუ ისე ცარიელი სიტყვები იყო?
- საიდან მიმიხვდი? - ჯინიმ გაკვირვებული სახე მიიღო - მე მხოლოდ შენთვის, ჰარისთვის და რონისთვის ვიყიდე... ნუ ზაბინსაც ვუყიდე... მას შემდეგ რაც დავმეგობრდით, ვალდებულად ჩავთვალე თავი რომ რაიმე მეჩუქებინა. მალფოისთვის არაფერი არ მაქვს, რადგან ზუსტად ვიცოდი რომ ის შენს გარდა არავის არაფერს არ უყიდდა
ჰერმიონს ჩაეცინა და მათ ისევ განაგრძეს ორი სულელის ყურება. საბოლოოდ ბიჭები როგორღაც მორიგდნენ, უფრო სწორედ დაიღალნენ ომით და გოგონებთან დაბრუნდნენ ქანცგაწყვეტილები
- მგონი აჯობებს წავიდეთ, დავიბანოთ და ვივახშმოთ, უკვე ძალიან გვიანია - აჩქარებული სუნთქვით ძლივს ამოილუღლუღა დრაკომ
ყველა დაეთანხმა მას და ოთხივენი გაუყვნენ გზას კოშკისაკენ
--------------------------------------------------
ჰარი და რონი გულამოვარდნილები ჩქარა სუნთქავდნენ, იმდენად სწრაფად მორბოდნენ.
- სად არიან ნეტა? ყველგან მოვძებნეთ - ჰარიმ ქოშინით ჩაილაპარაკა
- ალბათ გარეთ იქნებიან, ჩვენ ჰოგვორტს გარდა სხვაგან არ მოგვიძებნია - რონმა გარეთკენ მიანიშნა და წასვლა შესთავაზა
- არა, მოიცა უფრო მარტივი გზა არსებობს მათ მოსაძებნად - ჰარის თავში ბრწყინვალე იდეამ გაუელვა - ჩვენ ხომ ონავრების რუკა გვაქვს, შეგვიძლია მისი წყალობით ვიპოვოთ
- ამაზე აქამდე რატომ არ ვიფიქრეთ, სანამ იდიოტებივით ავედევნებოდით ლევენდერს?
- მაშინ ფიქრის დრო არ გვქონდა, თუმცა პრინციპში არც არასოდეს არ გვქონია დრო, რაც მათთან ერთად „ტყვეობაში" გავატარეთ. მადლობა ღმერთს რომ ეს ავადმყოფები მოვიშორეთ და გამოვექეცით - ჰარი საერთო ოთახისკენ მიისწრაფოდა და გზადაგზა საუბრობდა, უცებ კი უმნიშვნელოვანესი ფაქტი გაახსენდა და შეჩერდა - რონ! შენ არ შეგინიშნავს პარკინსონი როცა მოვრბოდით?
- ჯანდაბა...
- ჩვენით მანიპულირებს... ანუ გამოქცევაში ხელი არ შეგვიშალა... და რატომ?
- აქამდე მეგონა რომ თავში ტვინი არ ჰქონდა, თუმცა ძალიან ვცდებოდი. თავის პატარა ბინძურ თამაშში თავისივე სასაარგებლოდ გვიყენებს და გამოდის რომ ჩვენ მას ჰერმიონისთვის ზიანის მიყენებაში დახმარებას ვუწევთ- რონმა ბრაზით წარები შეკრა
- ხო მაგრამ რატომ მოგვცა გაქცევის საშუალება და თავისთან რატომ არ დაგვიტოვა?! ანუ იმას ვგულისხმობ რომ ჩვენ ხომ შეგვიძლია ეხლა წავიდეთ და ყველაფერი ვუამბოთ დანარჩენებს...
ორივენი ხვდებოდნენ რომ პენსიმ რაღაც მიზეზის გამო დააცადა მათ გაქცეულიყვნენ, თუმცა რის გამო, ეს ვერ გაერკვიათ
- გამოდის რომ სხვებს მის შესახებ ვერ მოვუყვებით, რადგან ამით პარკინსონი თავის გეგმას განახორციელებს. რა გავაკეთოთ? - რონმა ნერვიულად დაიწყო სიარული და თან თმას იჩეჩდა
- რა და არ უნდა ვუამბოთ სხვებს ამ ამბავზე. დავაცადოთ იმის გაკეთება, რასაც აპირებდნენ, რადგან შეიძლება ჩვენი მონაყოლის გამო ჯინიმ შეცვალოს გადაწყვეტილება და სხვანაირად იმოქმედოს, რაც პირიქით დაღუპავთ. ყველანაირად ვეცადოთ რომ მათგან დისტანცია დავიჭიროთ - ჰარიმ გარეთ გაიხედა, უკვე ბნელოდა - ვახშმობის დროა. წამოდი შხაპი მივიღოთ და საჭმელად წავიდეთ. როცა მათ შევხვდებით, ჩვეულებრივად მოვიქცეთ, ვითომც არაფერი ხდება
- კარგი და ლევენდერზე რაღა ვუთხრათ? ხომ მოიკითხავენ სადააო?
- შენ ხომ მას დაშორდი? ხოდა ეგრე უთხარი ყველას
- ყველაფერი უბედურება რაღა შობას ხდება - რონმა თავი გააქნია, ტუჩები აიბზუა და ჰარის აედევნა
- ერთი ის მითხარი... ქალბატონმა უიზლიმ საშობაოდ ისევ სვიტერი გამოგიგზავნა ხომ? - ჰარი ეშმაკურად ათამაშებდა წარბებს და რონს აქეზებდა
- ოჰ ოჰ ტყუილად გიხარია. მე თუ გამომიგზავნის, ესეიგი შენც გამოგიგზავნის
ამაზე ორივეს გულიანად გაეცინათ
- ეჰჰ, ეს ისეთი შობა ვერ იქნება როგორსაც მოველოდით. ჩვენ გვინდოდა მეგობრებთან ერთად გვემხიარულა, საჩუქრები გვეჩუქებინა და სამახსოვროდ გაგვეტარებინა დრო, სანაცვლოდ კი მათგან თავი შორს უნდა დავიჭიროთ და არ უნდა დაველაპარაკოთ - ჰარიმ სევდიანად ამოიოხრა - ამ ყველაფერს მხოლოდ მათი გულისთვის ვაკეთებთ, იმისთვის რომ ფსიქოფატმა პარკინსონმა არაფერი დაუშავოთ. ნუ ეს ერთის მხრივ კარგია, შემდეგში შენს შვილებსა და შვილიშვილებს მოუყვები ამაზე - საუბრისას ოდნავ ჩაეღიმა მას
- ხო შენ კიდე შენს შვილებს და შვილიშვილებს ამაზე და ვოლდემორზე მოუყვები. მერწმუნე, პარკინსონის ეს პატარა გეგმა ვოდემორთან ბრძოლას უდრის. ორივე ერთნაირად შეშლილია - რონმაც ჰარის მსგავსად ამოიოხრა
- კი, მაგრამ ვოლდემორისგან განსხვავებით ეხლა დიდი ცვლილებაა... ჰერმიონი ჩვენს გვერდით არაა და ვერ გვეხმარება
ორივემ წყნარად, სევდიანი თვალებით გადახედეს ერთმანეთს და ამასობაში გრიფინდორის საერთო ოთახსაც მიაღწიეს
--------------------------------------------------
- დრაკო დროზე უნდა დავბრუნდეთ, უნდა მივასწროთ საერთო ოთახში მისვლა, თორემ სადაცაა შხაპის მიღებას დაასრულებენ - ჰერმიონმა დრაკოს ხითხითით ჩასჩუსჩულა და ორივენი სწრაფი ნაბიჯებით მიიწევდნენ ცარიელ კორიდორში - სად მივდივართ? შორს არ წამიყ... - მან სიტყვა აღარ დაასრულა, რადგან უკვე ნაცნობ ადგილას აღმოჩნდა - აქ რა გვინდა?
- ძალიან მალე გაიგებ - დრაკომ ხელი ჩაჰკიდა მას და ორივემ სწრაფად აირბინეს გრძელი კიბეები - შენთან ერთად რამოდენიმე წუთით განმარტოვება მჭირდებოდა - უკვე ბოლო საფეხურიც გაიარეს და ასტრონომიის კოშკში შეაბიჯეს - ერთი წამითაც კი ვერ ჩაგიგდე ხელში, მას შემდეგ რაც ეს ორი მეგობარი ჩვენზე გამუდმებით არიან მოწებებული. მხოლოდ ხუთი წუთი კმარა, ხუთი წუთი და გპირდები რომ ისევ უკან დავბრუნდებით
ჰერმიონს გაეცინა და მის საცოდავ სახეს ახედა
- მეც ზუსტად იგივეს ვფიქრობდი, რახანია აქ ერთად აღარ ვყოფილვართ...
- და რა ხანია ამის გაკეთება მინდოდა... - დრაკომ სწრაფად მოხვია ხელები წელზე და მოულოდნელად დაუწყო კოცნა მის პრინცესას. პრინცესამაც კისერზე მოჰხვია ხელები თავის პრინცს და ამ ბედნიერი წამებით ნეტარებას მიეცა. როდესაც ორივემ შეიგრძნო ერთმანეთის ბაგეების სიტკბოება, მხოლოდ მაშინ მოსწყდნენ ერთმანეთს, ამ ყველაფერმა კი ორ წუთს გასტანა
- აქ მთელი დღე საკოცნელად არ ამომიყვანიხარ. ანუ სხვა დროისთვის გადავდოთ რაა - დრაკოს გაეცინა და ჰერმიონს მორცხვად ლოყები აუწითლდა - მინდოდა რომ შენთვის საჩუქარი მეჩუქებინა - მან ჯიბიდან მწვანე ქაღალდში ლამაზად შეფუთული გრძელი კოლოფი ამოიღო, რომელსაც ზემოდან საყვარელი წითელი ბანტი ეკეთა
ჰერმიონმა გაბრწყინებული თვალებით შეხედა. მისთვის ემოციების დამალვა სრულიად შეუძლებელი იყო, სახეზე ღიმილი თავისით ეფინებოდა და გული სიხარულით უცემდა. როგორც იტყვიან მეცხრე ცაზე იყო. მან გამოართვა საჩუქარი და ნელ-ნელა დაიწყო გახსნა, თან დრაკოს თვალს არ აცილებდა
- იმედია რაიმე ხაფანგის მაგვარი არ იქნება - ეჭვიანად ჩაილაპარაკა მან და ჩაეცინა
- გახსენი და ნახავ - დრაკო მოუთმენლად ელოდა მის შეფასებას, „ვაითუ არ მოეწონება..." მის გონებაში ეს ერთი წინადადება ტრიალებდა და ამაზე შიშები გულს უღრნიდა
ჰერმიონმაც დაასრულა შეფუთვის მოცილება და ამჯერად კოლოფი გახსნა, როდესაც მისი თვალები ლამის გადმოსცვივდნენ გაოცებისგან
- ვაუუ - ყბა ჩამოვარდნოდა და ისევ გაშტერებით დაჰყურებდა ულამაზეს ყელსაბამს - ეს...მე... - სიტყვებს თავს ვერ აბამდა
- არ მოგეწონა? - ინტერესით მისჩერებოდა დრაკო - მგონი ეს დიზაინი არც ისე ლამაზია... ვიცოდი, სხვანაირი უნდა ამერჩია - მან წუწუნი მხოლოდ მაშინ შეცყვიტა, როცა ჰერმიონის სიცილი მოესმა
- რა სისულელეებს ლაპარაკობ. ასე რატომ ნერვიულობ? პირველად ჩუქნი ვინმეს საჩუქარს? - ჰერმიონმა ისევ განაგრძო სიცილი
- კი, პირველად...
ჰერმიონმა სიცილი შეწყვიტა და გაოცებით შეხედა
- მართლა? - ჰკითხა და ისევ ყელსაბამს დააკვირდა. მის წინაშე მართლაც უმშვენიერესი ქმნილება იყო. ამ ულამაზესი, საკმაოდ სადა ყელსაბამის ქონა საკმარისი იყო იმისათვის რომ გეგრძნო მისი მჩუქნელის შენდამი უსაზღვრო სიყვარული. ეს ქმნილება ვერცხლისაგან იყო დამზადებული, რომელსაც ბოლოში უსასრულობის ნიშანი ჰქონდა. ამ ნიშანს ზედ პაწაწინა მბრწყინავი ბრილიანტისა და ზღვასავით ლურჯი საფირონის თვლები დაჰყვებოდა, რომელებიც ტალღოვან ორნამენტებს ქმნიდა. ეს საჩუქარი ჰერმიონისთვის არამარტო ბიჟუტერიად, არამედ გულის ნაწილადაც იქცა - სიტყვები არ მყოფნის... კი არ მომწონს, არამედ მიყვარს. ულამაზესია დრაკო - ჰერმიონმა თითები ნაზად გადაატარა ყელსაბამს და მისი სიცივე შეიგრძნო - როგორ შეარჩიე ესეთი ტიპის ყელსაბამი?
- მე ვსთხოვე რომ ესეთი ეჩვენებინათ... უკნიდან თუ დახედავ, ნუ პატარა ასოებით წერია, თუმცა მაინც წაიკითხება...
„დღეს, ხვალ, სამუდამოდ!" - ეს ამოიკითხა ჰერმიონის ამჯერად სიხარულისაგან აცრემლიანებულმა თვალებმა და სახეზე ღიმილი მოეფინა
- მგონი უზომოდ შეგიყვარდი - ჩაეცინა ჰერმიონს და ისევ წარწერას დააკვირდა - მე ესეთი ულამაზესი, უნიკალური და ძვირადღირებული საჩუქარი არ მაქვს შენთვის - სევდიანი თვალებით უთხრა მან
- ეს ერთ-ერთი გზა იყო, რომ მეჩვენებინა, თუ როგორ ძალიან მიყვარხარ - დრაკომ მორცხვი ღიმილით უპასუხა და ყუთიდან თავისი საჩუქარი ამოიღო - შეიძლება?
- რათქმაუნდა - ჰერმიონი მიუხვდა, უკან მობრუნდა და ცალი ხელით თმა აიწია, რათა დრაკოს მისთვის ყელსაბამი გაეკეთებინა. მალევე იგრძნო ზურგზე ცივი თითების, ხოლო ყელზე ასევე ცივი ყელსაბამის შეხება. მან კვლავინდებურად დახედა უსასრულების ნიშანს, რომელიც მის გულს ეფინებოდა და ამშვენებდა. როცა დრაკომ თავისი საქმე დაასრულა, ჰერმიონი ისევ მისკენ მობრუნდა და გაუღიმა - ეს ხომ უსამართლობაა, მე დამავიწყდა საჩუქრის წამოღება და ჩუქება...
- ხოდა ალბათ უკვე ხვდები ვის ვინ უყვარს უფრო მეტად - დრაკომ წარბები აათამაშა
- მოგვიანებით გადმოგცემ, კარგი? - ჰერმიონმა ცარიელი ყუთი დახურა და ჯიბეში ჩაიდო - გმადლობ დრაკო
- შობას გილოცავ ჰერმი - საყვარლად ჩასჩურჩულა დრაკომ და ისევ წელზე მოეხვია
- შობას გილოცავ დრაკიტო - ჩაეცინა ჰერმიონს და მანაც მხრებზე დააწყო ხელები
- მიყვარხარ - ჩუმადვე უთხრა და ყველასგან განმარტოვებით ორმა ჩიტუნიამ თავიანთ ბუდეში ჰპოვეს ადგილი, ერთმანეთს კვლავ მოესიყვარულეს და უკვე, ზამთრის სუსხი მათ სიყვარულით გამთბარ გულებს ვეღარაფერს აკლებდა
--------------------------------------------------
უff რა ხანია არ დამიდია, ალბათ ამასობაში კიც გავიწდებათ წინა თავების შინაარსები, მარა გადაავლეთ ხოლმე თვალი. აბა რას ვიზამ, დრო არ მაქ ჩქარ ჩქარა რო დავდო. ნუ ეს თქვენც იცით და ბევრს აღარ ვიწუწუნებ 🤣😏 მოთხრობამ უკვე 4K ნახვა მოაგროვა და უბედნიერესი ვარ. 😇😊 ყველას დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის 😍😍 და უზომოდ მიყვარხართ 😘😍🌸

დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚Where stories live. Discover now