თავი მეოთხე

804 81 3
                                    

ჰერმიონმა წარბშეკვრით გადახედა რონს და ლევენდერს, შემდეგ ჰარის და ჯინის და ბოლოს მალფოის. ჭამის სურვილი საერთოდ არ ჰქონდა, მითუმედტეს მარტოდმარტო ჭამის. მაგიდასთან იჯდა, თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და გაშტერებული უყურებდა ერთ წერტილს. უცებ ფიქრებიდან ვიღაცის ხმამ გამოიყვანა
- კარგად ხარ ჰერმიონ? - ჰერმიონმა თავი მოაბრუნა და ახედა. რონის ხმა მაშინვე ეცნო და გაუცინა
- კი კარგად ვარ, უბრალოდ ცოტა დაღლილი ვარ, სულ ეს არის
- სახეზე დიდი სტრესი გეტყობა - ამჯერად ყალბი ღიმილით უთხრა ლევენდერმა
- შხამ-წამლების ტესტისთვის ვემზადებოდი და მაგიტომ - დამცინავად უპასუხა ჰერმიონმა
- ხო, რათქმაუნდა იმეცადინე, აბა ვერცერთი ბიჭი ვერ დააინტერესე შენით - ჰერმიონმა ღრმად ჩაისუნთქა და ზიზღით შეხედა ლევენდერს. მისმა სიტყვებმა გააცოფა თუმცა მაინც თავი შეიკავა რამის თქმისაგან.
- დღეს შხამ-წამლებში ტესტი გვაქვს? - რონს თვალები გაუფართოვდა
- შენდა გასაკვირად კი, რონ... - ამჯერად ჰარიც მოვიდა და დაბნეულ რონს შეხედა
ყველანი დასხდნენ საჭმელად, ჯინი კი მოვიდა ჰერმიონთან, ფეხზე წამოაყენა და ოდნავ გვერძე გაიყვანა სალაპარაკოდ
- აბა დღეისთვის რა გადაწყვიტე?
- თუ გეგმას გულისხმობ, მაშინ გეტყვი, რომ შენ ყველაფერი იცი რასაც ვაპირებ
- ჩემთვის არ გითქვამს... გუშინ ძალიან აღფრთოვანებული იყავი გეგმით
- ჯერ კიდევ ვფიქრობ, არ ვიცი
- ასე ქანდაკებასავით როდემდე უნდა იყვე, იმოქმედე
- ხო, რავი... ვცდილობ როგორმე დავუახლოვდე
- შენდა საბედნიეროდ შხამ-წამლები მალფოისთან ერთად გვიტარდება. ეს ხომ არაჩვეულებრივი შანსია? ჩაიღიმა ჯინიმ
- ხოო მეც ეგრე მგონია. საუბარი დაამთავრეს და ისევ დაბრუნდნენ თავიანთ ადგილებზე. ჰერმიონი თვალს არ აშორებდა ერთად მჯდომ მალფოის და ზაბინს. როცა თავის ადგილზე დაჯდა წინ დადებული საჭმლით სავსე თეფში რონისკენ გაწია და ჰკითხა
- რონ გინდა ეს? იცოდა რომ რონი საჭმელზე უარს არასდროს ამბობდა
- მმმ, კი - საჭმლით გამოტენილი ჰქონდა პირი. ჰერმიონს ეზიზღებოდა მისი ჭამის ესეთი მავნე ჩვევები და თვალს არიდებდა.

დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚Where stories live. Discover now