თავი პირველი

2.1K 123 8
                                    

ულამაზესმა სევდიანმა შოკოლადისფერმა თვალებმა ზიზღით გადახედა მის გვერდით მსხდომ მოსიყვარულე წყვილს. ჰერმიონმა თავის საჭმელს ცივი მზერა მიაპყრო და ხელით გაწია.
- ვფიქრობ რომ ჭამის მადა აღარ მაქვს - ჩაილაპარაკა თავისთვის და კვლავ გადახედა ამჯერად მის ირგვლივ მყოფ მეგობრებს, რომლებიც საკუთარ სტიქიაში იყვნენ და ყურადღებას სულ არ აქცევდნენ გოგონას.

ამის შემდგომ ჰერმიონი ერთ წერტილს მიაშტერდა და ყველას თვალს არიდებდა. ის ფაქტი რომ მთელს სამეგობრო წრეში ერთადერთი იყო ვისაც შეყვარებული არ ჰყავდა ცოტა გულს სტკენდა. რამ გამოიწვია ის რომ ადამიანი რომელიც უყვარდა სხვასთან - ლევენდერ ბრაუნთან ერთად იყო? რატომ მიატოვა რონმა იგი?

ჰოგვორტსის ომის დროს როცა მათ ერთმანეთს აკოცეს ჰერმიონი ფიქრობდა რომ ეს რონისთვის რაიმეს წარმოადგენდა, რადგან თავად მისთვის ყველაფერს ნიშნავდა. ამ ფაქტის შემდეგ რონმა გააცნობიერა, რომ მან მხოლოდ აკოცა ჰერმიონს და მის მიმართ არანაირი საპასუხო გრძნობა არ გააჩნდა, რასაც ვერ ვიტყვით თავად ჰერმიონზე. სხვა გზა არ იყო, ორივენი დაშორდნენ და შეეგუენ ამ ფაქტს.

ჰერმიონს სძულდა ყველაფერი რაც მათ თავს ახსენებდა. როცა დაინახავდა თუ როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს რონი და ლევენდერი უნდოდა ეკივლა ან თუნდაც გაქცეულიყო სადღაც შორს, მაგრამ ამას არ აკეთებდა თავისი სულიერი სიმტკიცის გამო. მას შემდეგ რაც ჯინი და ჰარი შეყვარებულები გახდნენ ჰერმიონი უფრო დაუახლოვდა ჯინის და მის საუკეთესო მეგობრადაც იქცა, მაგრამ რასაც კი ჯინის მოუყვებოდა ფაქტობრივად ის რონისთვის ნათქვამიც გამოდიოდა, რადგან ის ჰარისგან იგებდა ამას. ისინი ჯაჭვურად იყვნენ დაკავშირებულნი და ამიტომაც ჰერმიონი ერიდებოდა თავის საუკეთესო მეგობართან ყველაფერზე საუბარს.

ძალიან მალე ზამთრის არდადეგებიც დაიწყებოდა და ყველას ერთი სული ჰქონდა როდის დატოვებდა სკოლას. ჰერმიონმა გადაწყვიტა რომ მეგობრებისგან მოსვენებულად დარჩენილიყო ჰოგვორტსში, თანაც წასასვლელი არსად არ ჰქონდა.

დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚Where stories live. Discover now