თავი მეთერთმეტე

644 62 8
                                    

ჰერმიონი დრაკოს მიეპარა, რამოდენიმე სანტიმეტრის მოშორებით დადგა და თავის ჯოხს დასწვდა.
- ოჰოო...შენ ეხლა ჯოხის მოპოვებას ცდილობ? - დრაკომ ორივე ხელის მტევნები დაუჭირა და გააკავა
- გამიშვი - ჰერმიონმა უბრძანა და თავის დაღწევას ცდილობდა. მან თვალი თვალში გაუყარა და ისევ უბრძანა - დროზე გამიშვი ხელი მალფოი
- გახსოვს რა გითხარი? რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ შენ ეცდებოდი ჯოხის მოპოვებას? თუ შენმა პატარა ტვინმა ესე მალე დაივიწყა? - ეს უთხრა და მიაშტერდა ჰერმიონს
- ოოო, თავს ნუ ისულელებ, ჩვენ არცერთს არ გვინდა ამის გაკეთება და არც ვიზამთ - ჰერმიონს გაეცინა
- ხო მაგრამ მე ვიფიქრე რომ შენს სიამაყეს არ გადააბიჯებდი და არ ეცდებოდი ჯოხის წართმევას, თუმცა შევცდი და ძაან გამაოცე. ახლა კი დროა მე გაგაოცო - დრაკომ ამჯერად ხელები გაუნთავისუფლა და მისი სახე დაიჭირა თავისი ხელებით. თავისი საფირმო ღიმილი სახეს არ შორდებოდა და ნელ-ნელა ჰერმიონს მიუახლოვა თავი. ჰერმიონს თვალები გაუფართოვდა ინსტიქტურად. რადგანაც დრაკოს თითქმის ჩაბღაუჭებული ჰყავდა, ჰერმიონი ხელით ვერ მოიშორებდა ამიტომაც შუბლი პიდაპირ სახეში ხია :D
- აუუ - დრაკომ ხელი გაუშვა ჰერმიონს, როგორც ჩანს ეტკინა
ჰერმიონმაც მოისვა ხელი შუბლზე რადგან მასაც ძალიან ეტკინა. სწრაფად მივარდა და ჯოხი წაჰგლიჯა დრაკოს.
- იმედია ისწავლე გაკვეთილი მალფოი. ამის შემდეგ კიდევ თუ გაბედავ ჩემს მიმართ ესეთი ბინძური ხრიკების გამოყენებას...- ჰერმიონი დრაკოს მიაშტერდა - შვილები გინდა რომ გყავდეს?
დრაკოს სახეზე გაოცება დაეტყო. ეს გიჟია თუ რას მეკითხებაო
- ამას რატომ მეკითხები?
- უბრალოდ მიპასუხე კი ან არა
- კი?
- ხოდა შემდეგში გირჩევ ხელები დაამოკლო თორე...- ჰერმიონმა შარვალზე დახედა დრაკოს (სად დახედავდა? 😂😂) შემდეგ თვალი აარიდა. დრაკოს თითქოს შეეშინდაო და ის ადგილი დაიფარა 🤣 ჰერმიონმა კი უთხრა:
- ...თორე გარწმუნებ რომ მომავალში შთამომავლობის გარეშე დარჩები - ჰერმიონმა გამარჯვებულად გაიღიმა და წავიდა
დრაკომ თითქმის გაოცებული და ოდნავ იმედგაცრუებულიც დარჩა. მან ღრმად ჩაისუნთქა და კედელს მიეყუდა. შუბლი ისევ ეწვოდა და ალბათ გაწითლებულიც ჰქონდა. შემდეგ დაფიქრდა ის ხომ ძალიან ახლოს იყო...ძალიან ახლოს იყო რათა ეკოცნა მისთვის და ამით მთელი გეგმა უცბად დასრულდებოდა. ის მისი შეყვარებული გახდებოდა, მაგრამ ეს გეგმა ისე ვერ განხორციელდა როგორც მას წარმოედგინა. დრაკო მიხვდა რომ გრეინჯერი სათანადოდ ვერ შეაფასა. თუმცა ვერც გრეინჯერმა ვერ შეაფასა მალფოის ეშმაკობა...დრაკომ ეშმაკურად გაიღიმა და უკანა ჯიბიდან გრეინჯერის რეალური ჯოხი ამოიღო...რაც იმას ნიშნავდა რომ ჰერმიონის მიერ წაღებული ჯოხი ყალბი იყო. დრაკო გზას გაუდგა სლიზერინის საერთო ოთახისკენ და თან ისევ ხელს ისვამდა შუბლზე
--------------------------------------------------
ჰერმიონიც იგივე სიტუაციაში იყო. მასაც ეწვოდა შუბლი თუმცა თავისი საქციელით ამაყი დაუბრუნდა გრიფინდორის საერთო ოთახს. შევიდა და იქ მხოლოდ რონი დახვდა. ყველაზე ნაკლებად მისი ნახვა უნდოდა თუმცა რა გზა იყო, მთელი ცხოვრება ხო ვერ მოიშორებდა თავიდან? ჰერმიონი მის გვერდით დაჯდა
- ლევენდერი სად არის? ვიფიქრე ორივე ერთად იქნებოდით და ერთმანეთის სახეებს ჭამდით როგორც ყოველთვის
- ის ცოტა უხასიათოდაა და წასულია, ჯინიმ აწყენია. - ცივად შეხედა ჰერმიონს
- აამ - მორცხვად მოათვალიერა იქაურობა. მას შემდეგ რაც რონი და ლევენდერი ერთად იყვნენ ჰერმიონი მორცხვობდა რონთან
- ჯოხზე მომიყევი, რა მოხდა?
- უკვე დავიბრუნე ჩემი ჯოხი - ჰერმიონმა ჯოხი მოიქნია - ხედავ? - კმაყოფილებით გაიღიმა
- უჰ...ჰერმიონ ეს ხომ უბრალო ჯოხია - წარბი ასწია რონმა - კარგად ხარ?
ჰერმიონი გაკვირვებული იყო და გაეცინა რონის სიტყვებზე - რაზე მელაპარაკები რონ? მეც ვიცი რომ ჯადოსნური ჯოხია
- არა ჰერმიონ ეს უბრალო ჯოხია, ტოტი - რონმა ხელიდან გამოართვა ჰერმიონს ჯოხი რომელიც მართლაც არანაირ ჯადოქრობას არ ამჟღავნებდა
ჰერმიონი განცვიფრდა და ამავდროულად უზომოდ განრისხდა. რონს ხელიდან წაართვა ჯოხი.
- მან ჩემი ჯადოსნური ჯოხის მსგავსი ყალბი ჯოხი დაამზადა?! ეს...ეს...სირაქლემა - ბოლო ხმაზე იყვირა და ძირს დაახეთქა ყალბი ჯოხი - უკვე დაერხა იმ საცოდავს...რონ შენი ჯოხი მომეცი
- რაა? - გაოცებული სახით შეხედა რონმა
- მომეცი შენი ჯოხი, უბრალოდ დროებით მათხოვე - ჰერმიონი რონის ჯიბეებს დასწვდა რათა მოეძებნა
- ერთი წუთით ჰერმიონ - რონმა მოიშორა ჰერმიონი, ფეხზე წამოდგა და უკან დაიხია - რად გინდა ჩემი ჯოხი?
- ნუ გეშინია კარგი რამისთვის გამოვიყენებ - ისევ დაიწყო ჩხრეკა ჰერმიონმა
- ჩემი ჯოხი ჯიბეში არ მაქვს და ტყუილად იქექები
- ასე რატომ მელაპარაკები? - ჰერმიონი ახლა მისი მანტიის ჯიბეებში იქექებოდა
- რის გაკეთებას აპირებ?
- მე უკვე გითხარი...
- დეტალურად არ გითქვამს
ჰერმიონმა შეწყვიტა ძებნა და უთხრა
- ვაპირებ მალფოის რამოდენიმე შელოცვა ვესროლო
- მე ეგ არსება მეზიზღება, ამიტომაც არა - და უკან დაიხია რონმა
- კარგად ხარ? ამას ხომ ორივეს სასარგებლოდ ვაკეთებ
- არა, რავიცი რა მოუვა ჩემს ჯოხს? შენი მალფოიმ წაგართვა და ეგებ ჩემიც წაგართვას? ვერ გავრისკავ
- მომისმინე რონალდ უიზლი! შენ გგონია მე ჩემი ჯოხი სამუდამოდ დავკარგე? - ჰერმიონი გამწარდა
- რას გეტყვი იცი? წადი და დაიძინე ცოტა და დამშვიდდები. მე უნდა წავიდე ქვიდიჩის ვარჯიში მაქვს დღეს - რონმა ნელ-ნელა დატოვა საერთო ოთახი
ჰერმიონმა ჩაილაპარაკა - არაუშავს სხვას ვთხოვ რომ დროებით მათხოვოს ჯოხი.
ამის შემდეგ თავისი ყალბი ჯოხი აიღო, ბუხრის წინ ჩამოჯდა, ცოტა შეათვალიერა, ბოლოს კი შუაზე გადატეხა და ბუხარში შეაგდო. სახეზე ხელები აიფარა და ყველაფერი გაიხსენა, რაც მალფოისთან დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა - ჯანდაბა როგორ შემეშალა და ყალბი ჯოხი როგორ ავიღე?...ცოტა იფიქრა და გაახსნდა - დღეს ქვიდიჩის თამაშია? - ღიმილით მივიდა კალენდართან და ნახა რომ პარასკევი იყო, ანუ ქვიდიჩის დღე. თავისთვის ეშმაკურად გაიღიმა ჰერმიონმა და თან საათს უყურებდა
--------------------------------------------------
- ბიჭებო, დღეს თქვენ უნდა გაიმარჯვოთ. თქვენ მიწასთან უნდა გაასწოროთ სლიზერინელები... უნდა გაანადგუროთ ისინი. - ჰერმიონმა წარმოიდგინა დამარცხებული მალფოის სახე
- ჰერმიონ კარგად ხარ? - ჰკითხა ჰარიმ
- კი კარგად ვარ უბრალოდ ერთი სული მაქვს როდის გაიმარჯვებთ. გირჩევთ თავი არ დაზოგოთ და გაიმარჯვოთ, თორემ ყველა გუნდის წევრს სათითაოდ გესვრით შელოცვას - ჰერმიონმა ყველა დააშინა
- უკაცრავად მაგრამ როდის მერე გახდი ქვიდიჩის ესეთი გულშემატკივარი? მე ვიცი რომ დიდად არ იყავი დაინტერესებული - რონი განცვიფრებული იდგა
- მე უბრალოდ გგუშემატკივრობთ, არ შეიძლება ჩემს გუნდს მხარი დავუჭირო?
- კი მაგრამ ცოტა გვაშინებ - ჰარის გაეცინა
- ნუ ნერვიულობთ, მართლა კიარ გესვრით შელოცვას, უბრალოდ მოტივირების ერთ-ერთი გზაა...მე მინდა რომ დამარცხებული სლიზერინელები ჩემი თვალით ვიხილო
- არ ინერვიულო ჰერმიონ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ - ჯინიმ გაამხნევა ჰერმიონი
- არაჩვეულებრივია, წარმატებები ბიჭებო და ძაან არ დაზიანდეთ, ფრთხილად იყავით - ჰერმიონმა დატოვა მეგობრები
- ეს მემგონი ფსიქიკურად დალაგებული ვერაა - რონი სიცილით კვდებოდა - ნახეთ ეხლა რა საშიში იყო და რო წავაგოთ მერე რა იქნება
- ვფიქრობ ცოტა გამოძინება არ აწყენდა - დაამატა ჯინიმ
- ჩემი აზრით ამას მალფოის გასამწარებლად აკეთებს, მას ხომ მისი ჯოხი აქვს - ჰარიმაც გამოხატა თავისი მოსაზრება - კარგით ბიჭებო მოემზადეთ - ჰარიმ შეუძახა გუნდის წევრებს და თავისი ცოცხი ხელში აიღო
- სანერვიულო არაფერია, ჩვენ ყოველთვის ვამარცხებთ სლიზერინელებს და პლიუს ამას ჩვენ არაჩვეულებრივი კაპიტანი გვყავს - თქვა ჯინიმ და თავის შეყვარებულს გახედა
- წარმატებები და ფრთხილად იყავი - უთხრა ჯინიმ ჰარის და აკოცა
რონმა ისევ ვერ დამალა ბრაზი თუმცა მაინც თვალი აარიდა ამ მოსიყვარულე წყვილს
როგორც იქნა მოშორდნენ ერთმანეთს და გამოემშვიდობნენ.
--------------------------------------------------
ჰერმიონი უკვე მზად იყო თავის გუნდელებს შეერთებოდა და მხარი დაეჭირა გრიფინდორისთვის. ის სრული შემართებით მიდიოდა მოედნისკენ, კიბეებზე ადიოდა რომ ვიღაცამ ხელი ჩასჭიდა. ჰერმიონი მობრუნდა და...
--------------------------------------------------
მეგობრებო თუ მოთხრობას კითხულობთ მხარი დამიჭირეთ დაVoteბით და კომენტარით :)

დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚Where stories live. Discover now