12 თავი

604 45 0
                                    

კაფეში შევედი, ფანჯარასთან დავჯექი, ყურსასმენები გავიკეთე და ფანჯარას მივადე თავი.
- რას ინებებთ? (მიმტანი)
- ერთი ფინჯანი ყავა ვუთხარი და ისევ ფანჯარას მივადე თავი. გარეთ არავინ დადიოდა. ალბათ წვიმაში გასეირნება ჩემს გარდა არავის მოუნდებოდა. ყავა დავლიე და ისევ გარეთ გავედი. წვიმდა, მაგრამ სახლში მაინც არ მივდიოდი. ყურსასმენები გავიკეთე და გზას გავუდექი. მციოდა, მაგრამ ამას მაინც არ შევუჩერებივარ. უცებ ვიღაცას შევეჯახე.
- მაპატიეთ, გთხოვთ, ვერ შეგამჩნიეთ
- ნუ ღელავთ, არაფერია. მომესმა ნაცნობი ხმა.
მაღლა ავიხედე და სეჰუნი დავინახე.
- ლისა ამ ამინდში გარეთ რა გინდა? წამოდი სადმე შევაფაროთ თავი, აჰ ლისა სულ სველი ხარ. ხელი ჩამკიდა და სირბლით კაფეში შემიყვანა.
- ლისა გცივა? (სეჰუნი)
- უკვე აღარ (მე)

- უკაცრავად, თუ შეიძლება 2 ფინჯანი ყავა მოგვიტანეთ

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

- უკაცრავად, თუ შეიძლება 2 ფინჯანი ყავა მოგვიტანეთ. (სეჰუნი)
- ახლავე (მიმტანი)
- ლისა ახლა მაინც მომისმინე.
- კარგი სეჰუნ გისმენ.
- ლისა მე შენ ძალიან მიიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები. მე არ ვაპირებდი შენ მიტოვებას, რომ არა მამაჩემი. მან ამიკრძალა შენთან ურთიერთობა. ამერიკაში წავედი, რადგან შენი დავიწყება მინდოდა და ვერ შევძელი. ჟურნალში შენი ფოტოები როცა ვნახე, ვეღარ მოვითმინე და ჩამოვედი.
- იქნებ ისევ მატყუებ სეჰუნ? რომც არ მატყუებდე, მე აღარ მიყვარხარ. ვუთხარი და ტირილი დავიწყე.
- მაშინ შენ ჩანთაში ის სამაჯური რატომ იდო? (სეჰუნი)
- არ ვიცი, სეჰუნ, არ ვიცი. ვუთხარი და ტირილით გავიქეცი სახლში, ძალიან წვიმდა, მაგრამ მაინც არ გავჩერებულვარ. სახლში მისვლას 10 წუთი მოვანდომე. ოთახში ავედი და ტირილი დავიწყე. ჯისუმ დამირეკა.
- ლისა როგორ ხარ? (ჯისუ)
- კარგად შენ ჯისუ? (მე)
- კარგად. აუუ ლისა სახლში მარტო ვარ და ჩემთან დარჩი დღეს რაა.
- კარგი მალე მანდ ვიქნები. (მე)
ტანსაცმელი გამოვიცვალე და ჯისუსთან წავედი.
გოგოებიც იქ იყვნენ.
- აბა დღეს ვერთობით? ვიკითხე და მხიარულად შევედი სახლში.
ჯისუსთან მართლაც კარგად გავერთე, ცოტახნით სეჰუნიც გადამავიწყდა, მაგრამ გოგოებმა მაინც დაიწყეს ამაზე ლაპარაკი.
- ლისა არ აპირებ სეჰუნის პატიებას? (როსე)
- არ ვიცი როსე, მგონი ის აღარ მიყვარს (მე)
- ლისა ნუ გვატყუებ, ნუთუ სეჰუნზე არ ეჭვიანობ.
- არა (მე)
ჩემს სიტყვებზე ჯენიმ ირონიულად ჩაიცინა, მაგრამ ვერ მივხვდი რატომ.
- ამ ბოლო დროს უცნაურად იქცევით. რამე მოხდა?
(მე)
- გოგოებო ხო იცით არაფერს გიმალავთ. არ გამიბრაზდეთ რაა. მე, მე ჯიმინის ვხვდები (როსე)
- რა? მართლა? ძალიან მიხარია. იცოდე თუ რამე გაწყენინა კარგი დღე არ დაადგება ვუთხარი და სიცილი დავიწყე.
- ანუ არ გაბრაზდით ხო? (როსე)
- არა რა სისულელეა, ჩემო კარგო (მე)
- მეც მაქ თქვენთვის სათქმელი. მე და ბექიონი ერთად ვართ. (ჯენი)
- მე და ჩანიოლიც ერთად ვართ (ჯისუ)
- ვაიმე რა კარგიაა და აქამდე რატომ არ მეუბნებოდით? იმედია არ გეგონათ რომ მეწყინებოდა ან საერთოდ რა არის ამაში საწყენი. (მე)
- რავი არაფერია საწყენი, უბრალოდ არ ვიცი რა. თქვა დაბნეულმა როსემ სიცილით.
- ლისა წიგნები წამოიღე ხვალისათვის? (ჯისუ)
- ხოო წამოვიღე და ხვალისთვის გამზადებული ტანსაცმელიც აქ მაქვს.
- კარგია (ჯენი)

TRUE LOVE (დასრულებულია)Where stories live. Discover now